1 |
ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ
მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად.
|
1 |
ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი
და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. |
2 |
და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი
ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა. |
2 |
და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ
გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა
და დაჯდა მას ზედა. |
3 |
სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი,
როგორც თოვლი. |
3 |
ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი
სპეტაკ, ვითარცა თოვლი. |
4 |
მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს
დაემგვანენ. |
4 |
ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და
იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. |
5 |
მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი,
რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. |
5 |
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ
თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. |
6 |
აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და
იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა. |
6 |
არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და
იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. |
7 |
დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ
მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა,
გითხარით თქვენ. |
7 |
და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ:
აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა
ესერა გარქუ თქუენ. |
8 |
ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და
დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის. |
8 |
ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და
სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. |
9 |
და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო
ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. |
9 |
და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა
იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს
ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას. |
10 |
მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას
წავიდნენ და იქ მიხილავენ. |
10 |
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ
გალილეას და მუნ მიხილონ მე. |
11 |
და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა
მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა.
|
11 |
და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს
მღდელთ-მოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. |
12 |
ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა
გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს |
12 |
ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს
ერისაგანთა მათ |
13 |
და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს
იგი. |
13 |
და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე
მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. |
14 |
და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას
და უსიამოვნებისაგან გიხსნით. |
14 |
უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ
უზრუნველ-გყვნეთ. |
15 |
მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი
იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე. |
15 |
ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა
ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად
დღედმდე. |
16 |
ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. |
16 |
ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ
იესუ. |
17 |
იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. |
17 |
იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე
შეორგულდეს. |
18 |
მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი
ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. |
18 |
მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი
ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. |
19 |
მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ
მამის და ძის და სული წმიდის სახელით; |
19 |
წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და
ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, |
20 |
ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა,
მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ. |
20 |
და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ
თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე
აღსასრულადმდე სოფლისა. |