1 |
მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად. |
1 |
მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. |
2 |
და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა. |
2 |
და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია. |
3 |
მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი,
რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. |
3 |
მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე
ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ. |
4 |
ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით
იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. |
4 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა
ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან
ღმრთისა. |
5 |
მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა
ტაძრის ქიმზე |
5 |
მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და
დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა |
6 |
და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც
დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში,
რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. |
6 |
და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი
შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა
უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე
ქვასა ფერჴი შენი. |
7 |
იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი
შენი. |
7 |
ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი
ღმერთი შენი. |
8 |
კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა
მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. |
8 |
კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და
უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი |
9 |
და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს
მცემ მე. |
9 |
და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და
თაყუანის-მცე მე. |
10 |
მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას
თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. |
10 |
მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა
ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. |
11 |
მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. |
11 |
მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას. |
12 |
ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას
გაემართა. |
12 |
ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
|
13 |
მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა
კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს, |
13 |
და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს,
საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა, |
14 |
რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
|
14 |
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ,
რომელსა იტყჳს: |
15 |
ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა
იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; |
15 |
ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ
ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. |
16 |
ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში
მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. |
16 |
ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა
სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. |
17 |
შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა:
მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. |
17 |
მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ,
რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. |
18 |
და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი
ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ
ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. |
18 |
და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა
ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს
რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. |
19 |
და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. |
19 |
და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ
მესათხევლე კაცთა. |
20 |
მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. |
20 |
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. |
21 |
იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი
და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს
კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ. |
21 |
და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ
ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა,
გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. |
22 |
მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და
გაჰყვნენ მას. |
22 |
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და
მისდევდეს მას. |
23 |
მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ
სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ
სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. |
23 |
და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა
შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და
განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის. |
24 |
და მოედო მისი ამბავი მთელს სირიას: მოჰყავდათ მასთან
უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და
დავრდომილნი, და კურნავდა მათ. |
24 |
და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა
ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან
სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და
განრღუეულთა, და განკურნა იგინი. |
25 |
და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და
ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. |
25 |
და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და
იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით. |