1 |
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ.
|
1 |
ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, |
2 |
ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე
განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. |
2 |
რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ,
და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. |
3 |
ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში
დირესაც ვერა გრძნობ? |
3 |
ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და
დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? |
4 |
ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი
თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. |
4 |
ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი
თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! |
5 |
თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა
ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი. |
5 |
ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და
მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. |
6 |
ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს
დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და
დაგფლითონ თქვენ. |
6 |
ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა
თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და
განგხეთქნენ თქუენ. |
7 |
ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და
გაგიღებენ. |
7 |
ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ;
ირეკდით, და განგეღოს თქუენ. |
8 |
რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და
ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. |
8 |
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი
ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. |
9 |
თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს
და ქვა მისცეს მას? |
9 |
ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი
პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? |
10 |
ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას? |
10 |
გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? |
11 |
ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ
უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ?
|
11 |
უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ
უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! |
12 |
როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე
მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი. |
12 |
ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა
თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი. |
13 |
შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა,
რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. |
13 |
შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო
არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. |
14 |
ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ
სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას. |
14 |
ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი
მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. |
15 |
ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან
ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. |
15 |
ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან
თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. |
16 |
თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? |
16 |
ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ
კუროჲსთავთაგან ლეღჳ? |
17 |
ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა
უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. |
17 |
ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს,
ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. |
18 |
არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და
უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. |
18 |
ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშია
გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. |
19 |
ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება
და ცეცხლს მიეცემა. |
19 |
ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი,
მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. |
20 |
ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ. |
20 |
ნაყოფსა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი. |
21 |
ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც
აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
|
21 |
არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა
ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. |
22 |
მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი
სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით
ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? |
22 |
მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა
სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი
განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? |
23 |
და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ:
გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო. |
23 |
მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ,
გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. |
24 |
ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე
ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. |
24 |
ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს
იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა
ზედა. |
25 |
მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და
ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. |
25 |
და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და
ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. |
26 |
და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ
ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი
სახლი. |
26 |
და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა
ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი
ქჳშასა ზედა. |
27 |
მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და
ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი. |
27 |
და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და
ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად. |
28 |
და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი
მოძღვრება. |
28 |
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე,
განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, |
29 |
ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა
როგორც მათი მწიგნობარნი. |
29 |
რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი
ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი. |