1 |
როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.
|
1 |
და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. |
2 |
და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და
უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. |
2 |
და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა
მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. |
3 |
გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს,
განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან. |
3 |
და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს,
განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. |
4 |
და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი,
ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის
სამოწმებლად. |
4 |
და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ
და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა
მოსე საწამებელად მათა. |
5 |
ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა
ასისთავი და ვედრებით უთხრა: |
5 |
და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი,
ევედრებოდა მას |
6 |
უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად
იტანჯება. |
6 |
და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა
ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების. |
7 |
იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას. |
7 |
ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი. |
8 |
ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის
ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და
განიკურნება ჩემი მსახური. |
8 |
მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე,
რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და
განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. |
9 |
ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც
ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და
მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს. |
9 |
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ
ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ!
და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. |
10 |
ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით
თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. |
10 |
ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ
გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე. |
11 |
ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და
აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში; |
11 |
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და
ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. |
12 |
ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და
იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. |
12 |
ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას
გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. |
13 |
და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე
განიკურნა მისი მსახური. |
13 |
და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა
გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა. |
14 |
ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახლში, და იხილა მისი სიდედრი,
რომელიც ცხელებით შეპყრობილი იწვა. |
14 |
და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი
მჴურვალებითა. |
15 |
და შეეხო თუ არა მის ხელს, გაუარა მას ცხელებამ; წამოდგა
და ემსახურებოდა მათ. |
15 |
და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან,
აღდგა და ჰმსახურებდა მას. |
16 |
ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით,
და განკურნა ყველა სნეული. |
16 |
და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი
სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა. |
17 |
რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ,
რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი. |
17 |
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ,
რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა. |
18 |
ხოლო როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი, გაღმა
გასვლა უბრძანა მათ. |
18 |
ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა
წიაღსლვაჲ მიერ კერძო. |
19 |
მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო,
თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე. |
19 |
და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ,
მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. |
20 |
იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს -
ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. |
20 |
ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა
საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. |
21 |
ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე,
ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. |
21 |
და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო,
მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. |
22 |
ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს
მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა. |
22 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი
დაფლვად თჳსთა მკუდართა. |
23 |
ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. |
23 |
და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. |
24 |
და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით
იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. |
24 |
და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე
დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. |
25 |
მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.
|
25 |
და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და
ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. |
26 |
მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე
წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. |
26 |
და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით,
მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და
იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. |
27 |
ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც
და ზღვაც რომ მორჩილებენ? |
27 |
ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე,
რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას? |
28 |
და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს,
შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე
რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას. |
28 |
და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას
გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს
საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ
მიერ გზით. |
29 |
და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან,
იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად. |
29 |
და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ,
ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა. |
30 |
ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. |
30 |
და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. |
31 |
ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება
გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ. |
31 |
ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ
განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. |
32 |
და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ
ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში
დაინთქა. |
32 |
და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან
და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან
ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. |
33 |
ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ
ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს. |
33 |
ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და
უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს. |
34 |
და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და
როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო. |
34 |
მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და
იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან. |