1 |
მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.
|
1 |
და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. |
2 |
და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ
მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი
ცოდვები. |
2 |
მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და
იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ,
შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. |
3 |
ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი. |
3 |
და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა
მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. |
4 |
ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ
ბოროტს თქვენს გულში? |
4 |
იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ
ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? |
5 |
რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ
ამისა - აღდეგ და წადი? |
5 |
რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი,
ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? |
6 |
ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ
ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი
სარეცელი და წადი შენს სახლში. |
6 |
ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა
კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას:
აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! |
7 |
ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში. |
7 |
და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. |
8 |
ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს,
რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს. |
8 |
იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა,
რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა. |
9 |
იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი,
რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და
გაჰყვა. |
9 |
და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა
საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და
მისდევდა მას. |
10 |
და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად
დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან. |
10 |
და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი
თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. |
11 |
ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი
მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
|
11 |
და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და
ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? |
12 |
ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ
სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ. |
12 |
12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს
ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. |
13 |
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა
მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ,
არამედ ცოდვილთა სინანულად. |
13 |
ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ
მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ
ცოდვილთა. |
14 |
მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ
ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? |
14 |
მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს:
რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა
იმარხვენ? |
15 |
ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ
მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და
მაშინ იმარხულებენ. |
15 |
ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად,
ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე
იგი, და მაშინ იმარხვიდენ. |
16 |
არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და
უფრო დაიხევა. |
16 |
არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ
სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის. |
17 |
არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება
ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს
ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება. |
17 |
არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა
განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ
შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან. |
18 |
ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი
სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და
გაცოცხლდება. |
18 |
და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას
მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა
აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს. |
19 |
წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას. |
19 |
და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის
თანა. |
20 |
და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით
იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას. |
20 |
და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა
დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. |
21 |
რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
|
21 |
რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო
სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე. |
22 |
ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი,
შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს. |
22 |
ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ,
ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი
მიერ ჟამითგან. |
23 |
შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და
მოყაყანე ბრბო; |
23 |
და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ
მგოსნები და ერი კრებული და შფოთი |
24 |
და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ
მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. |
24 |
და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე,
არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას. |
25 |
და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას
ხელი, და ისიც აღდგა. |
25 |
და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი
და აღადგინა ქალი იგი. |
26 |
და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს. |
26 |
განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა. |
27 |
იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით:
შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! |
27 |
და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და
იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო! |
28 |
და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და
უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს:
დიახ, უფალო. |
28 |
და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი,
და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე,
უფალო. |
29 |
მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი
რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! |
29 |
მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა
თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! |
30 |
და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და
უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. |
30 |
და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ
იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. |
31 |
ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.
|
31 |
ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას
ქუეყანასა. |
32 |
ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი,
მუნჯი და ეშმაკეული. |
32 |
და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ
და ეშმაკეული. |
33 |
და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა;
უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე. |
33 |
და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და
დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა. |
34 |
ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით
აძევებსო ეშმაკთ. |
34 |
ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს
ეშმაკთა. |
35 |
და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ
სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ
სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. |
35 |
და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და
ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა
სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა
შორის. |
36 |
და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან
დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები. |
36 |
და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ
იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ
მწყემსი. |
37 |
მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ
ცოტანი არიან მომკალნი. |
37 |
მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს,
ხოლო მუშაკნი – მცირედ. |
38 |
მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს
თავის სამკალში. |
38 |
ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს
მოქმედნი სამკალსა თჳსსა. |