1 |
ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც
ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
|
1 |
ვიტყჳ უკუე: ნუ განიშორა-მეა ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ და რამეთუ მეცა
ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისა, ტომისაგან ბენიამენისა. |
2 |
არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო.
ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს
ისრაელის გამო: |
2 |
არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაწარ
იცნა. ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი? ვითარ-იგი
შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს: |
3 |
„უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი
საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“. |
3 |
უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და
საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ, და ეძიებენ
სულსაცა ჩემსა. |
4 |
მაგრამ რას ეუბნება პასუნი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი
ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე. |
4 |
არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის?
დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან
მუჴლნი მათნი ბაალისა. |
5 |
ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. |
5 |
ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით
იქმნა. |
6 |
მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ
მადლი აღარაა მადლი. |
6 |
ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა,
მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს
მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე. |
7 |
მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ
რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული. |
7 |
აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა;
ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს. |
8 |
როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი,
რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“. |
8 |
ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული
მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის,
ვიდრე დღენდელად დღედმდე. |
9 |
ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ,
საცდურად და მათ საზღაურად; |
9 |
და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ
და საცდურ მათდა. |
10 |
დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“. |
10 |
დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე! |
11 |
მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა
ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური. |
11 |
ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით
შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა. |
12 |
ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე,
რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი. |
12 |
ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე
წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! |
13 |
თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას
ვადიდებ. |
13 |
ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ,
მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო. |
14 |
იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა
ზოგიერთი მათგანი. |
14 |
ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი? |
15 |
რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა
სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით? |
15 |
რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი დაგება სოფლისა, რაოდენ-მე შეწყნარებაჲ მათი,
არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან? |
16 |
თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც. |
16 |
ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და
რტონიცა მისნი. |
17 |
ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე
რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი, |
17 |
ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და
დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ, |
18 |
ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს
ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ. |
18 |
ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ
ძირსა მას - შენ. |
19 |
იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო. |
19 |
სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა, |
20 |
კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ,
არამედ გეშინოდეს. |
20 |
კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ
ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ. |
21 |
რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს. |
21 |
უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს. |
22 |
ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს -
შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები. |
22 |
აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა -
სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ
არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო. |
23 |
მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც
ძალუძს მათი დამყნობა. |
23 |
და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ
შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა. |
24 |
ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად
დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ
საკუთარ ღეროს?
|
24 |
უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა
დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თჳსსავე
მას ზეთის ხილსა! |
25 |
რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ
გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება
წარმართთა მთელი სიმრავლე. |
25 |
არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით
თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი
წარმართთაჲ შემოჴდეს. |
26 |
ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას
მიაქცევს ისრაელისგან. |
26 |
და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და
მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. |
27 |
ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“. |
27 |
და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი. |
28 |
სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის -
საყვარელნი მამათა გამო. |
28 |
სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს. |
29 |
რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა. |
29 |
რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი. |
30 |
ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი
ურჩობის გამო, |
30 |
რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით
მათითა მით ურჩებითა, |
31 |
ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც
შეწყალებულ იქნენ. |
31 |
ეგრეთე ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ. |
32 |
რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს. |
32 |
რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს. |
33 |
ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი
არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი! |
33 |
ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ
არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! |
34 |
რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი? |
34 |
რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას? |
35 |
ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს? |
35 |
ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? |
36 |
რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე.
ამინ. |
36 |
რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი
უკუნისამდე. ამინ. |