1 |
შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ. |
1 |
და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით და გულის სიტყჳთა. |
2 |
რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო,
რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს. |
2 |
რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა
ჭამნ. |
3 |
ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც
არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი. |
3 |
მჭამელი იგი არა-მჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ; და
არა-მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ, რამეთუ ღმერთმან იგი
შეიწყნარა. |
4 |
შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს
მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც
უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი. |
4 |
შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა
უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი
დადგინებად მისდა. |
5 |
ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა
დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული. |
5 |
რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ
ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ. |
6 |
ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს,
უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე
არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს. |
6 |
რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და
რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს,
უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა
ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა. |
7 |
ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის
და არც თავისთვის კვდება. |
7 |
რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს, და
არავინ თავით თჳსით მოკუდების; |
8 |
არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ
ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი
ვართ. |
8 |
რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და
გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ,
გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ. |
9 |
რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა
უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც. |
9 |
რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და
ცხოველთაცა ზედა უფლებდეს. |
10 |
შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი
წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე. |
10 |
ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ თუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა
შენსა? რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა. |
11 |
ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი
მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“. |
11 |
რამეთუ წერილ არს: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი,
და ყოველმან ენამან აღუაროს ღმერთსა. |
12 |
ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. |
12 |
აწ უკუეთუ კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თჳსისათჳს სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა. |
13 |
მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ
ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური. |
13 |
ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფროჲსღა ესე განიკითხეთ, რაჲთა არა
დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცთური ძმასა. |
14 |
ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ
უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას. |
14 |
ვიცი და მრწამს უფლისა იესუს მიერ, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით; გარნა
თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ. |
15 |
ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი
საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. |
15 |
უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ. ნუ საჭმლითა
შენითა მას წარსწყმედ, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. |
16 |
ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე. |
16 |
ნუმცა უკუე იგმობვის კეთილი იგი თქუენი. |
17 |
რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და
სიხარული სული წმიდაში. |
17 |
რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა
და სიხარულ სულითა წმიდითა. |
18 |
ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის. |
18 |
რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთმისა და რჩეულ
კაცთა. |
19 |
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთიაღშენებას ემსახურება. |
19 |
აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას. |
20 |
საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია
კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს. |
20 |
ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს
კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს. |
21 |
გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება
წაიბორძიკოს შენმა ძმამ. |
21 |
უმჯობეს არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი
შეჰბრკოლდების გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების. |
22 |
გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით,
რასაც აირჩევს. |
22 |
შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს
მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს. |
23 |
ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან
ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა. |
23 |
ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა
სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს. |
|
|
24 |
ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა, სახარებისაებრ ჩემისა და
ქადაგებისა ქრისტე იესუჲსისა, გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა
დადუმებულსა, |
|
|
25 |
ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა
ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა, |
|
|
26 |
მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი
უკუნისამდე. ამინ. |