1 |
პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი
საქმე და სწავლა. |
1 |
პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესო ყოფად
და სწავლად. |
2 |
ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით
წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია, |
2 |
ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა
წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა, |
3 |
და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა
თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე
ესაუბრებოდა მათ. |
3 |
რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა
თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა
სასუფეველისათჳს ღმრთისა, |
4 |
შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს,
არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან. |
4 |
და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ
განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან. |
5 |
ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ
მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით. |
5 |
რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ
სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად. |
6 |
შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში
აღუდგენ სამეფოს ისრაელს? |
6 |
ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და
ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? |
7 |
და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა
ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ. |
7 |
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და
წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა, |
8 |
არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე,
და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის
კიდემდე. |
8 |
არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ
ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და
სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა. |
9 |
ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ
თვალთაგან. |
9 |
და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი
თუალთაგან მათთა. |
10 |
და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი
თეთრი სამოსით, |
10 |
და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს
მათ სამოსლითა სპეტაკითა, |
11 |
რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს
იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი. |
11 |
და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი
ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად. |
12 |
მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე
მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა. |
12 |
მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს
მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ. |
13 |
შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და
ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა
იაკობისა, |
13 |
და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს
პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს,
იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი. |
14 |
გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და
მის ძმებთან ერთად. |
14 |
ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა
ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით. |
15 |
იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და
თქვა: |
15 |
და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა |
16 |
კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა
სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ. |
16 |
(იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო
აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა
იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა, |
17 |
ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ
მსახურებისა. |
17 |
რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი
მსახურებისაჲ ამის. |
18 |
მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული
შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი. |
18 |
ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და
განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. |
19 |
ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე
რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა. |
19 |
და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა,
ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს
დაბაჲ სისხლისაჲ. |
20 |
ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი
სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“. |
20 |
რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ
სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი
სხუამან მიიღენ. |
21 |
ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ
თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი
იესო, |
21 |
ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა
ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, |
22 |
იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა
ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღღგომის მოწმე. |
22 |
იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა
მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი. |
23 |
და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და
მატთია. |
23 |
და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და
მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. |
24 |
ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე
ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე. |
24 |
და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა
მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, |
25 |
რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა,
რათა მისულიყო თავის ადგილას. |
25 |
მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ,
რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. |
26 |
და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა
წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის. |
26 |
და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და
თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა. |