1 |
მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის
სიტყვა. |
1 |
ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ
წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. |
2 |
და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა
ყვედრება დაუწყეს |
2 |
და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას
წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი, |
3 |
და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და
მათთან ერთად ჭამეო. |
3 |
და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა
შეხუედ და მათ თანა სჭამე. |
4 |
მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო
და უთხრა მათ: |
4 |
ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და
ჰრქუა: |
5 |
ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე
ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და
ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. |
5 |
მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცევდ რაჲ, ვიხილე
განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა
ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე
ჩემდამდე, |
6 |
ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი
ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. |
6 |
რომელსა მივხედენ და გავიცდიდი, და ვიხილე მას შინა
ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი, |
7 |
და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი
და ჭამე! |
7 |
და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ
და ჭამე. |
8 |
მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია
რაიმე ბილწი და უწმინდური. |
8 |
და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა
არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა. |
9 |
მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ
ნუ მიიჩნევ უწმინდურად. |
9 |
მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ. |
10 |
ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად. |
10 |
ესე იყო სამ გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად. |
11 |
და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც
მე ვიყავი. |
11 |
და აჰა მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა-იგი შინა
ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ. |
12 |
სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს ექვსი ძმა მეახლა და იმ კაცის
სახლში მივედი. |
12 |
და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არარას ორგულებად. მოვიდეს ჩემ
თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა. |
13 |
მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში
გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს; |
13 |
და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ
სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და
მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე, |
14 |
ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი
შენი სახლიც. |
14 |
რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ
და ყოველი სახლი შენი. |
15 |
ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე
თავდაპირველად. |
15 |
და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა
პირველად. |
16 |
მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ
კი სულით წმიდით მოინათლებით. |
16 |
და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა
წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა. |
17 |
თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო
ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს? |
17 |
აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა
უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა? |
18 |
ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა
წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. |
18 |
ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე
წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ. |
19 |
ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა
და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. |
19 |
და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს
ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა
ჰურიათა მათ ხოლო. |
20 |
თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას
ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. |
20 |
ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს
ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს. |
21 |
და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ. |
21 |
და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს
უფლისა. |
22 |
ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. |
22 |
ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და
მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, |
23 |
როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით
დამკვიდრებულიყვნენ უფალში. |
23 |
რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა
გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ. |
24 |
ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი
ხალხი უფალს. |
24 |
რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა
ერი მრავალი უფალსა. |
25 |
მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. |
25 |
და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად. |
26 |
მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ,
მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. |
26 |
და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად
პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად. |
27 |
იმხანად იერუსალიმიდან ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი. |
27 |
ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალჱმით წინაწარმეტყუელნი ანტიოქიად. |
28 |
წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი და განაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა
ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყანაში, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს. |
28 |
და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აღაბოს, რომელი-იგი აუწყებდა სულითა
წმიდითა, ვითარმედ: სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი-იგი იყო
დღეთა მათ კლავდის კეისრისათა. |
29 |
მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში
მყოფი ძმებისთვის. |
29 |
ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან
სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს, |
30 |
ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით. |
30 |
რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და
სავლესითა. |