1 |
იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა
იუდეველმა და ელინმა ირწმუნა. |
1 |
იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და
სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა. |
2 |
მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ
წააქეზეს წარმართთა სული. |
2 |
ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და
განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა. |
3 |
თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად
ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი
ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს. |
3 |
მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ,
რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა და მოსცემდა
სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა. |
4 |
მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა
მხარს, ზოგი კი - მოციქულებს. |
4 |
მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაჲ, და
რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა. |
5 |
მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან
ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი, |
5 |
და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით
მათითურთ ზედა მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა, |
6 |
გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს -
ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს, |
6 |
განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა –
ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა, |
7 |
და ახარებდნენ იქ. |
7 |
და მუნ ახარებდეს. |
8 |
ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის
საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო. |
8 |
და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერჴთა,
და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. |
9 |
ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და
მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა. |
9 |
ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა,
რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა, |
10 |
ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული
დაიწყო. |
10 |
ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა
შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად. |
11 |
როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა:
ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო. |
11 |
ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით
ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან
ჩუენდა. |
12 |
ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი
სიტყვისა. |
12 |
და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ
სიტყჳსა მის. |
13 |
ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და
მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი. |
13 |
ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი
მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო
ერისა მის თანა და ეგულებოდა ზორვად. |
14 |
მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს,
ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს: |
14 |
ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს
სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს: |
15 |
რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ
ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და
ყოველივე ის, რაც მათშია,
28.
|
15 |
კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ
თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და
ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, |
16 |
და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ. |
16 |
რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა
ნებისა მათისასა, |
17 |
თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან
წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით
გივსებდათ გულებს. |
17 |
და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად
თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა
გულთა თქუენთა. |
18 |
ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი. |
18 |
და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ
კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს. |
19 |
მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით
ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ. |
19 |
მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულადმ
არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: არარას ჭეშმარიტსა
იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე
ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი. |
20 |
მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი
ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს, |
20 |
და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა დერბედ. |
21 |
სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში
დაბრუნდენ. |
21 |
და ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად
და ანტიოქიად, |
22 |
ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და
ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. |
22 |
და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ
სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ
სასუფეველსა ღმრთისასა. |
23 |
ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით
შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. |
23 |
და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს
იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა. |
24 |
შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ. |
24 |
და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფილიად; |
25 |
პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ. |
25 |
და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს ატალიად; |
26 |
იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის,
რომელიც აღასრულეს. |
26 |
და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა
ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს. |
27 |
ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა
და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი. |
27 |
და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა,
და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. |
28 |
კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად. |
28 |
და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირეთა მოწაფეთა მათ თანა. |