1 |
ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ
მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.
|
1 |
და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ
წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. |
2 |
როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება
მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ
საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. |
2 |
და ვითარ იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა მცირედი
პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და
ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა
იერუსალჱმდ ამის ცილობისათჳს. |
3 |
ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია
გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს
ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს. |
3 |
და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და
გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა
წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა. |
4 |
იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და
უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან
ერთად. |
4 |
და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს
კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ
ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. |
5 |
მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი.
ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და
მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. |
5 |
აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი
და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა
დაიმარხონ სჯული მოსესი. |
6 |
მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და
უხუცესები. |
6 |
შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს. |
7 |
ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ:
კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს
შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და
ერწმუნათ. |
7 |
და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა
მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის
გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი
სახარებისაჲ და რწმუნებად; |
8 |
გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით
მისცა სული წმიდა. |
8 |
და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული
წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ; |
9 |
ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით
განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან. |
9 |
და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი
მათნი. |
10 |
მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი,
რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა? |
10 |
აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა,
რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად? |
11 |
მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. |
11 |
არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა
სახედ-იგი მათ. |
12 |
დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა
სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. |
12 |
და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა
მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ. |
13 |
როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: |
13 |
და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა:
კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი: |
14 |
სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა
მათგან ხალხი თავისი სახელით. |
14 |
სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად
მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა; |
15 |
მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: |
15 |
და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: |
16 |
„შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის
ნანგრევებს და აღვმართავ მას, |
16 |
ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი
იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, |
17 |
რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი
სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“. |
17 |
რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ
არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან, |
18 |
ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი. |
18 |
რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან. |
19 |
ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას. |
19 |
ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა
მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, |
20 |
არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და
სისხლს. |
20 |
არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და
სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა
ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ. |
21 |
ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ
კითხულობენ მას სინაგოგებში. |
21 |
რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი
დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის
მათთა. |
22 |
მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის
კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად
წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. |
22 |
მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი
მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა
ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის; |
23 |
თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და
კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! |
23 |
და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე
ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ.
გიხაროდენ! |
24 |
რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს
თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა
წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, |
24 |
ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა
და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად სჯულსა,
რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო. |
25 |
ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან
გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, |
25 |
აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და
მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა, |
26 |
რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. |
26 |
კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტესსა. |
27 |
ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. |
27 |
წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე. |
28 |
ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი
ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: |
28 |
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ
თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან: |
29 |
ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს,
კარგს იზამთ. იცოცხლეთ! |
29 |
განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და
რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით
თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით! |
30 |
წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. |
30 |
იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და
მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. |
31 |
როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. |
31 |
და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა. |
32 |
ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით
ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები. |
32 |
იუდა და შილა, რამეთუ იგინი წინაწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა
ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს. |
33 |
ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. |
33 |
და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ. |
34 |
სილამ კი იქვე დარჩენა ინება. |
34 |
ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე. |
35 |
ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და
ახარებდნენ უფლის სიტყვას. |
35 |
ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს
სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა. |
36 |
რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები
ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. |
36 |
შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი
ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი
არიან. |
37 |
ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი. |
37 |
ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს. |
38 |
პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და
საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ. |
38 |
ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაჲთ და არა შეუდგა მათ
საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი. |
39 |
ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და
ზღვით ჩავიდა კიპროსს. |
39 |
იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა თანა
წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. |
40 |
პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. |
40 |
ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა, და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან, |
41 |
დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს. |
41 |
და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა. |