1 |
მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და
ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა. |
1 |
იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და
მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი |
2 |
და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ?
მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა. |
2 |
და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს?
ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს. |
3 |
უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს
ნათლისცემითო. |
3 |
ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ
ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა. |
4 |
მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა
და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო
ქრისტე. |
4 |
ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა
სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა
ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე. |
5 |
ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. |
5 |
ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ
ქრისტჱსითა. |
6 |
პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა:
სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. |
6 |
და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა
სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს. |
7 |
იყო სულ თორმეტიოდე კაცი. |
7 |
ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ. |
8 |
მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და
დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე. |
8 |
შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ
თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა. |
9 |
მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და
საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და
ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. |
9 |
და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა
მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და
დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე. |
10 |
ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც,
ისმენდა უფლის სიტყვას. |
10 |
და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა
იესუჲსი, ჰურიათა და წარმართთა. |
11 |
ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით. |
11 |
ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, |
12 |
ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ,
რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან. |
12 |
ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და
განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა. |
13 |
იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით
შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს,
რომელსაც პავლე ქადაგებსო. |
13 |
იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა,
სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები
უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს. |
14 |
ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე. |
14 |
იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი
ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს. |
15 |
მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ
ვინა ხართ?
|
15 |
მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ,
ხოლო თქუენ ვინ ხართ? |
16 |
ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ
შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან. |
16 |
და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა,
ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით. |
17 |
ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა
ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი. |
17 |
და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ
იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა
იესუჲსი. |
18 |
მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. |
18 |
და მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა. |
19 |
ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც
დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი. |
19 |
და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე
ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი. |
20 |
ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა. |
20 |
და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა. |
21 |
ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო
იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო. |
21 |
ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და
აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ
ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად. |
22 |
მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით
ასიაში დარჩა. |
22 |
და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა
ჟამ რავდენმე ასიას შინა. |
23 |
ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ. |
23 |
იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს, |
24 |
ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ
აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს, |
24 |
რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა
ატრემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა, |
25 |
მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა
ამ ხელობაზეა დამყარებული. |
25 |
რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი
ჩუენი; |
26 |
იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფისოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ
ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის:
ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო. |
26 |
და ხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა
ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან
ღმერთნი ჴელით ქმნულნი. |
27 |
ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი
ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც
თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც. |
27 |
და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ
დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე
მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს. |
28 |
ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე! |
28 |
მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს
არტემი ეფესელთაჲ! |
29 |
მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი
თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ. |
29 |
და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას,
თანა წარსრულნი. |
30 |
პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს. |
30 |
ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა. |
31 |
ზოგიერომა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და
სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო. |
31 |
და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს,
რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას. |
32 |
ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო
და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ. |
32 |
სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და
უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს. |
33 |
იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და
უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე. |
33 |
ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო
ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის. |
34 |
მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს
ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე; |
34 |
მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან,
ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! |
35 |
მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი
მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა? |
35 |
დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს
კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი
და დიოპეტისი? |
36 |
რაკი ეს უცილობელია, მოვალენი ხართ მშვიდად იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ. |
36 |
და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ
წარმდებებით. |
37 |
თქვენ კი მოიყვანეთ ეს ხალხი, რომელსაც არც ტაძარი გაუძარცვავს და არც ჩვენი
ქალღმერთი უგმია. |
37 |
რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა
ჩუენისა. |
38 |
თუ დემეტრესა და მის თანამოსაქმეებს სურთ ვინმეს უჩივლონ, სამსჯავროც გვაქვს და
მსაჯულებიც გვყვანან; ადგნენ და უჩივლონ ერთმანეთს. |
38 |
უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი
მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, და აბრალებედ ურთიერთას. |
39 |
ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, |
39 |
უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, სჯულიერითა კრებითა განეგოს. |
40 |
რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო,
ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას. ეს თქვა და დაითხოვა
კრებული. |
40 |
და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი
იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელ-მეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა.
და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი. |