1 |
ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. |
1 |
და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, |
2 |
ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და
აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. |
2 |
და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა
სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. |
3 |
და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ
მოეფინა ყოველ მათგანს. |
3 |
და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი,
და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. |
4 |
ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე
ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. |
4 |
და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად
უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. |
5 |
ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი
ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ. |
5 |
ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი
ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. |
6 |
ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა,
ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე. |
6 |
და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და
შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ
მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. |
7 |
უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს:
განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან? |
7 |
განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და
იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? |
8 |
როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც
ვიშვით? |
8 |
და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი
მათგან, რომელნი ვართ. |
9 |
პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის,
იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, |
9 |
პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და
კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, |
10 |
ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი,
რომით მოსულნი, |
10 |
ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი
და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, |
11 |
იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი
ენით ღვთის სიდიადეს. |
11 |
კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?! |
12 |
უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს? |
12 |
ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაჲმე
ჰნებავს ამას ყოფად? |
13 |
სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო. |
13 |
ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა
განსავსე არიან. |
14 |
ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და
უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს
თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს: |
14 |
ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ
და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ
იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, |
15 |
ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია. |
15 |
რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ
ამის მესამე. |
16 |
არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ: |
16 |
არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ: |
17 |
„და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ
ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და
თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი
ნახავენ სიზმრებს, |
17 |
და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, –
მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ
ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და
მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო, |
18 |
ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი
სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. |
18 |
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა
შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ. |
19 |
მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა
მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს. |
19 |
და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა,
სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ; |
20 |
მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს
დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული. |
20 |
მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე
მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა. |
21 |
და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას,
ცხონდება“. |
21 |
და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა,
ცხოვნდეს. |
22 |
კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი,
კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის
მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, - |
22 |
კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ
ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და
ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის
თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით, |
23 |
ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით,
უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით. |
23 |
ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა
ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და
მოჰკალთ, |
24 |
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის
სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი. |
24 |
რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი
სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ. |
25 |
და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე
ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. |
25 |
რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა,
წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა, |
26 |
ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და
თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით. |
26 |
ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი,
უფროჲს ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. |
27 |
რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ
შენს წმიდას ხრწნილების ხილვად. |
27 |
რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე
წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი, |
28 |
შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი
სახის წინაშე“. |
28 |
მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე
სიხარულითა პირისა შენისაჲთა. |
29 |
კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ
დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა
დღევანდელ დღემდე. |
29 |
კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა
მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი
მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე. |
30 |
მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა
ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე, |
30 |
წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა
მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და
დაჯდომად საყდართა მისთა. |
31 |
ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ
არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება. |
31 |
წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა,
რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს
განსახრწნელი. |
32 |
ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.
|
32 |
ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი
მოწამე; |
33 |
ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული
წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ. |
33 |
მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა
წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და
გესმის. |
34 |
დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს:
„უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, |
34 |
რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე,
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, |
35 |
ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“. |
35 |
ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. |
36 |
მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა
უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. |
36 |
განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან
ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი
თქუენ ჯუარს-აცუთ. |
37 |
ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და
დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო? |
37 |
ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ
მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო? |
38 |
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა
ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული
წმიდის ნიჭს. |
38 |
ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ
კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად
ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ. |
39 |
ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა
შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი. |
39 |
რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და
ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან. |
40 |
მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და
ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან. |
40 |
და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და
ეტყოდა: ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან. |
41 |
ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ
დღეს სამი ათასამდე სული. |
41 |
და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი,
ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ. |
42 |
ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა
და ლოცვაში იყვნენ. |
42 |
და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და
ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა. |
43 |
შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული
ხდებოდა მოციქულთა მიერ. |
43 |
და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და
სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა. |
44 |
ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. |
44 |
ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა
ყოველივე ზოგად. |
45 |
მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ
თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა. |
45 |
და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა,
აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და
განმარტებულითა გულითა, |
46 |
დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს
და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს, |
46 |
|
47 |
ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი,
ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ. |
47 |
აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა.
ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა. |