1 |
კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე.
|
1 |
კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყჳს გებისათჳს. |
2 |
როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო
დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო: |
2 |
და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა
მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა: |
3 |
მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ
ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით
განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი. |
3 |
მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი
ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით
მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ
დღეს. |
4 |
სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს
ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც. |
4 |
რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე,
შევჰვრვედ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, |
5 |
რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც,
რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ
იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი. |
5 |
ვითარცა-ეგე მღდელთ მოძღუარი მეწამების მე და ყოველნი
მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს
დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა იერუსალჱმდ, რაჲთა
იტანჯნენ. |
6 |
მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი
დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით. |
6 |
იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკისასა,
შუა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა. |
7 |
მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ,
საულ, რად მდევნი მე? |
7 |
და დავვარდი ქუეყანასა ზედა და მესმა ჴმაჲ, რომელმან
მრქუა მე: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? |
8 |
მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო
ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი. |
8 |
და მე მიუგე მას: ვინ ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ
იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი. |
9 |
ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის
ხმა არ სმენიათ. |
9 |
და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო
ჴმაჲ იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. |
10 |
მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც
გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს. |
10 |
და მე ვარქუ: რაჲ-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე: აღდეგ და შევედ დამასკედ,
და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათჳს, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად. |
11 |
რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს
და ისე მიმიყვანეს დამასკოში. |
11 |
და ვითარცა-იგი მე არას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ჴელის პყრობითა თანა
მყოფთა მათ ჩემთაჲთა შევედ დამასკედ. |
12 |
ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან
პატივდებული, |
12 |
ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად სჯულისა, წამებული ყოველთაგან მკჳდრთა
დამასკისათა ჰურიათა, |
13 |
მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და
იმწამსვე დავინახე იგი. |
13 |
მოვიდა ჩემდა, ზედა მომადგა და მრქუა მე: საულ ძმაო,
აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა შინა აღვიხილენ და მივხედენ მას. |
14 |
ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია
შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო
სიტყვა. |
14 |
ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია
შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა
მისისაჲ, |
15 |
რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და
ისმინე. |
15 |
რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა. |
16 |
მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის
სახელს. |
16 |
და აწ ნურას ეურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე
სახელსა მისსა. |
17 |
ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი. |
17 |
ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ
განკჳრვებასა შინა |
18 |
ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ
მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ. |
18 |
და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალჱმით, რამეთუ არა
თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს. |
19 |
მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი
შენს მორწმუნეთ, |
19 |
და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ
და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა. |
20 |
ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი
მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი. |
20 |
და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ და
თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა. |
21 |
მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ. |
21 |
და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ. |
22 |
ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, მერე კი ხმა აიმაღლეს და თქვეს: აღიგავოს მიწის
პირისაგან ასეთი კაცი, ვინაიდან სიცოცხლის ღირსი არ არის! |
22 |
ისმენდეს მისსა ვიდრე ამის სიტყჳსამდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და თქუეს: აღიღე
ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს არს ცხორებად. |
23 |
და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში, |
23 |
და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს, და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა, და მტუერსა ზე
აღაფრქუევდეს ჰაერსა, |
24 |
ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ,
რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით. |
24 |
ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო ეგე,
რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრეთ ჴმობენ მისთჳს. |
25 |
როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ
გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე? |
25 |
და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა:
უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად? |
26 |
ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი
რომაელი ყოფილაო. |
26 |
ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე, რაჲ
გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს. |
27 |
ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ. |
27 |
მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარა შენ? ხოლო მან
ჰრქუა: ჰე. |
28 |
ათასისთავმა თქვა: მე იმდენი ფული დავხარჯე, რომ რომის მოქალაქეობა მიმეღო. ხოლო
პავლემ უთხრა: მე კი რომაელად დავიბადე. |
28 |
მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაჲ ესე მოვიპოვე. ხოლო
პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ. |
29 |
მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა
გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა. |
29 |
მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა-იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი, და
ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო
შევედრებულ. |
30 |
მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი,
ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა;
გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა. |
30 |
ხვალისაგან უნდა გულისჴმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაჲსათჳს-ძი შეასმენენ მას
ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა შეკრებაჲ მღდელთ მოძღუართაჲ და ყოვლისა მის
კრებულისაჲ, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა. |