1 |
ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ
ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს. |
1 |
შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა
ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს. |
2 |
როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: |
2 |
და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და
თქუა: |
3 |
შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს
მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით
ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს. |
3 |
მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა,
რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა
ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა. |
4 |
მაგრამ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გთხოვ მოკლედ მოგვისმინო
შენთვის ჩვეული მოწყალებით. |
4 |
ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა
შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა. |
5 |
რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ
იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის
წინამძღვრად ვცანით, |
5 |
რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა
შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა
წვალებისაჲ, |
6 |
თვით ტაძრის შებილწვაც რომ სცადა, ამიტომ ჩვენც
შევიპყარით და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა იგი. |
6 |
რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ
და მსგავსად სჯულისა ჩუენისა ვინებთ განკითხვაჲ. |
7 |
მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა
ხელიდან და შენთან გამოგზავნა. |
7 |
ზედა მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა
ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა. |
8 |
მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა; შეგიძლია
დაჰკითხო და მისგანვე გაიგებ, რასაც ვდებთ ბრალად. |
8 |
და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად,
რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ
ვსწამებთ მაგას თანა. |
9 |
იუდეველებმაც დაუმოწმეს, სწორედ ასეაო. |
9 |
ეწამებოდეს ჰურიანიცა წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: |
10 |
ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი
წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის
მართლებას. |
10 |
მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ
მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო. |
11 |
თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი
თაყვანისცემად. |
11 |
რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა
დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად. |
12 |
არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც
სინაგოგაში და არც ქალაქში. |
12 |
და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის
კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა, |
13 |
ვერც იმას დაამტკიცებენ შენს წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს. |
13 |
არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად,
რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე. |
14 |
იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით,
რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და
მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ. |
14 |
ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა
ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა
წერილ არს. |
15 |
და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე
უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან. |
15 |
სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს
მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა. |
16 |
ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა
წინაშე. |
16 |
ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის. |
17 |
მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და
შესაწირავი. |
17 |
მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და
შესაწირავისა, |
18 |
სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე, |
18 |
რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა. |
19 |
ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ
ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. |
19 |
ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი
აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ. |
20 |
არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე, |
20 |
ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის. |
21 |
გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ
მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს? |
21 |
ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ:
აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ. |
22 |
ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის
განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო. |
22 |
ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა:
რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს. |
23 |
ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც
ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა. |
23 |
და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა
ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა. |
24 |
რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და
პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა. |
24 |
ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა,
ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს. |
25 |
მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა,
ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო. |
25 |
და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა,
შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა
მოგიწოდო შენ. |
26 |
თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და
ესაუბრებოდა მას. |
26 |
და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი.
ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას. |
27 |
მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა
იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე. |
27 |
ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი
ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა
შინა. |