1 |
როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა
პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს. |
1 |
და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე
პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ. |
2 |
ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ
უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე
მაკედონელი. |
2 |
შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა
მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი,
თესალონიკელი. |
3 |
მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა
გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა
მათგან შემწეობა მიეღო. |
3 |
და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ
აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და
მოღუაწებისა მიმთხვევად. |
4 |
როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის
გამო. |
4 |
და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე
წინააღმდგომებითა ქართაჲთა. |
5 |
კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და
ლიკიის მირაში ჩავედით, |
5 |
მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და
შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა. |
6 |
სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული
ხომალდი და მასზე გადაგვსხა. |
6 |
და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი
მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა. |
7 |
რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის
გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს,
მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს. |
7 |
ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით
კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი
სალმონით კერძო. |
8 |
რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ
ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა. |
8 |
და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა
რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ. |
9 |
მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა,
ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: |
9 |
და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი
წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე |
10 |
როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და
ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც. |
10 |
და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა
ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა. |
11 |
მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს
სიტყვებს. |
11 |
ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა
პავლეს სიტყუათა. |
12 |
და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის
გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც,
ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა
მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ. |
12 |
და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს
გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად
ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად. |
13 |
დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და
კრეტეს გასწვრივ გაცურეს. |
13 |
და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ
ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით. |
14 |
მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული
ევროკლიდონი; |
14 |
და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა
ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა. |
15 |
ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით. |
15 |
და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და
მიმოვაქუნდით. |
16 |
გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ
ნავი; |
16 |
ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად
ჴუამალდისა, |
17 |
ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და
იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა. |
17 |
რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა,
ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა. |
18 |
რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს. |
18 |
და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა. |
19 |
მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში. |
19 |
და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს. |
20 |
მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც
გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა. |
20 |
ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო.
მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა. |
21 |
დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ
დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და
ვარამს. |
21 |
და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო,
რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ. |
22 |
ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა. |
22 |
და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ
იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა. |
23 |
ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.
|
23 |
რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა
ვჰმსახურებ, |
24 |
და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა
გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე. |
24 |
და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა
მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას. |
25 |
მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება,
როგორც მეუწყა. |
25 |
ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს,
ვითარცა სახედ მეტყოდა მე. |
26 |
უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ. |
26 |
ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ. |
27 |
მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას
მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით. |
27 |
ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა
ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა. |
28 |
გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა
თხუთმეტი მხარი. |
28 |
და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს
და პოვეს ათხუთმეტი მჴარი. |
29 |
შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს
დაელოდნენ. |
29 |
და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის
გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა. |
30 |
ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიღან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ
ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, - |
30 |
ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი
ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა. |
31 |
პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან,
ვეღარაფერი გიხსნითო. |
31 |
მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა
შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების. |
32 |
მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა. |
32 |
მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი
წარტაცებად ღელვათა. |
33 |
განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი
დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში. |
33 |
და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა:
მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს. |
34 |
ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი
თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება. |
34 |
ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა,
რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს. |
35 |
ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა
დაიწყო. |
35 |
და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა
და იწყო ჭამად. |
36 |
მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას. |
36 |
გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი. |
37 |
ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. |
37 |
ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული. |
38 |
როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს
ხორბალი. |
38 |
და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა
ზღუად. |
39 |
მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე
შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ. |
39 |
და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო
ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის. |
40 |
ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის
საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი. |
40 |
მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა
იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო. |
41 |
მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო
წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ. |
41 |
და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით
კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა
სიმძაფრითა ღელვათაჲთა. |
42 |
მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და
გაქცეულიყო. |
42 |
ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე
განვინმე-ცურდეს და ივლტოდის. |
43 |
მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და
ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე, |
43 |
ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან
და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად, |
44 |
დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ
თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს. |
44 |
და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე. და
ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად. |