1 |
ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი
და სადუკეველნი, |
1 |
და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი
იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი, |
2 |
განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და
აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. |
2 |
ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და
მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით, |
3 |
დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე,
რადგანაც უკვე ბინდდებოდა. |
3 |
და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი
დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა. |
4 |
ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი
რიცხვი ხუთი ათასამდე. |
4 |
და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და
იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ. |
5 |
მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი,
უხუცესნი და მწიგნობარნი, |
5 |
და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ
და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს, |
6 |
ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე,
აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან. |
6 |
და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოჰანე და
ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაჲსა. |
7 |
შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან
ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს? |
7 |
და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა
ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე? |
8 |
მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ:
ერისმთავარნო და უხუცესნო, |
8 |
მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ:
მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო, |
9 |
რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი
ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი, |
9 |
უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა
ესე ცხონდა, |
10 |
დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს
წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი
აღადგინა მკვდრეთით. |
10 |
ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ
ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა
მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი. |
11 |
ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა. |
11 |
ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ
საკიდურთა, |
12 |
სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი
წყალობითაც ვიხსნიდით თავს. |
12 |
და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული
კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა. |
13 |
პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი
არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ
იესოს. |
13 |
ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა
და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი,
დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს. |
14 |
ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა.
|
14 |
და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა
და ვერ ეძლო მათა ცილობად. |
15 |
სინედრიონიდან გასვლა უბრძანეს მათ და ერთმანეთში დაიწყეს ბჭობა. |
15 |
და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას |
16 |
ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი
შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას. |
16 |
და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ,
ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად? |
17 |
მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში,
მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით. |
17 |
არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით
უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახლითა ამით არავის კაცსა. |
18 |
მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და
აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით. |
18 |
და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა
სწავლად სახელითა იესუჲსითა. |
19 |
ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად
განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ
გისმინთთ, ვიდრე ღმერთს. |
19 |
ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ
სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. |
20 |
არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია. |
20 |
რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და
ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ. |
21 |
ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით
ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც
მოხდა. |
21 |
ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ
ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს. |
22 |
ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც
მოხდა განკურნების ეს სასწაული. |
22 |
რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა
ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ. |
23 |
განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც
მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ. |
23 |
ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა
და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ. |
24 |
ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს:
ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის
მათში, |
24 |
ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ
ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და
ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, |
25 |
ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი
სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი? |
25 |
რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ
სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? |
26 |
აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა
და მისი ქრისტეს სამტროდ“. |
26 |
მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად
უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. |
27 |
ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა
მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე,
წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად. |
27 |
რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა
შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე
თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა |
28 |
რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
|
28 |
საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან
წინაჲსწარ განაჩინა ყოფად. |
29 |
ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს
მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა, |
29 |
და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც
მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა, |
30 |
როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და
სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით. |
30 |
განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და
ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა. |
31 |
როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და
ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად. |
31 |
და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს
შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას
ღმრთისასა განცხადებულად. |
32 |
ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი
სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო
ჰქონდათ. |
32 |
ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ
ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე
მათდა ზოგად. |
33 |
მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს
აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე. |
33 |
და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას
აღდგომისასა უფლისა ჩეუნისა იესუ ქრისტჱსსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა
ზედა, |
34 |
არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა
თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ, |
34 |
და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი
პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა
სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ |
35 |
მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს,
ვისაც რა სჭირდებოდა. |
35 |
და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა
კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა. |
36 |
ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც
თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა, |
36 |
ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ,
რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი კჳპრელი
ნათესავით, |
37 |
გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით
დადო. |
37 |
ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა
ფერჴთა თანა მოციქულთასა. |