1 |
ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ,
მღვდელმთავართან მივიდა |
1 |
ხოლო სავლე უფროჲსად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა
მათ ზედა უფლისათა, მოუჴდა მღდელთ მოძღუარსა მას |
2 |
და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა
თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი
მიეყვანა იერუსალიმს. |
2 |
და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ
კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა,
მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ. |
3 |
გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად
ნათელმა მოიცვა ზეცით. |
3 |
და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა,
მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო. |
4 |
მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ,
რად მდევნი მე? |
4 |
და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან
ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. |
5 |
მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო,
რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. |
5 |
მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე
ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. |
6 |
შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა
ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი
ქმნაც გმართებს. |
6 |
არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ,
რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ. |
7 |
მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ
ვერავის ხედავდნენ. |
7 |
და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს
დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. |
8 |
წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ
ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში. |
8 |
აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა
ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. |
9 |
სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა. |
9 |
და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა. |
10 |
ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა:
ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო! |
10 |
ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია. და ჰრქუა მას უფალმან
ჩუენებით: ანანია! და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო. |
11 |
უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში
იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი. |
11 |
ჰრქუა მას უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი,
და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა-ეგერა ილოცავს
მუნ. |
12 |
ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო,
რათა კვლავ ახელოდა თვალი. |
12 |
და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ჴელნი მას
ზედა, რაჲთა აღიხილნეს. |
13 |
მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს
წმიდებს იერუსალიმში. |
13 |
მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის
კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა, |
14 |
აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას
ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს. |
14 |
და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან
შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა. |
15 |
მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს
ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. |
15 |
ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე
აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა
ისრაჱლისათა. |
16 |
მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის. |
16 |
და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს. |
17 |
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ
გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით
წმიდით. |
17 |
აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და
ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას,
რომელსა მოხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა. |
18 |
მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრათ, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო. |
18 |
და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა
და აღდგა და ნათელ-იღო. |
19 |
საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში. |
19 |
და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე
რაოდენმე; |
20 |
დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა. |
20 |
და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე
ღმრთისაჲ. |
21 |
ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ
ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და
მღვდეღმთავართათვის მიეგვარა ისინი? |
21 |
და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი
ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს
მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა თანა? |
22 |
სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს,
რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. |
22 |
ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს
დამასკეს შინა და გულისჴმა-უყოფდამ ვითარმედ: ესე არს ქრისტე. |
23 |
საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი. |
23 |
ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი. |
24 |
მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ
კართან. |
24 |
და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა. |
25 |
მაშინ მოწაფეებმა ღამით აიყვანეს და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით. |
25 |
|
26 |
სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა
მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. |
26 |
და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა
ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე. |
27 |
ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე
უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით. |
27 |
ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა
ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა
სახელითა იესუჲსითა. |
28 |
ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის
სახელით. |
28 |
და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალჱმს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა
იესუჲსითა. |
29 |
ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი. |
29 |
ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, ხოლო იგინი განიზრახვიდეს
მოკლვასა მისსა. |
30 |
ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს. |
30 |
და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ. |
31 |
ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა,
უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული. |
31 |
ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და
სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და
ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს. |
32 |
მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც
ცხოვრობდნენ ლიდიაში. |
32 |
და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი
მკჳდრ იყვნეს ლჳდიას. |
33 |
და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა
სარეცელზე. |
33 |
და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე
ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ. |
34 |
უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე
შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა. |
34 |
და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ და გარდაყარენ
სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა. |
35 |
მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა. |
35 |
და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონოსათა, რომელთა-იგი მოაქციეს
უფლისა. |
36 |
ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს;
სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა. |
36 |
ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა,
რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა,
რომელსა-იგი იქმოდა. |
37 |
მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს. |
37 |
და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს
ქორსა მას შინა. |
38 |
რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად
აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან. |
38 |
რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს
მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე. |
39 |
პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ
ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს,
რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო. |
39 |
და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა აღიყვანეს ქორსა მას
ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა
და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა. |
40 |
პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და
თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. |
40 |
ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა
გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და,
იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. |
41 |
ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი
წარუდგინა იგი. |
41 |
ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და
წარუდგინა იგი ცოცხალი. |
42 |
ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი. |
42 |
აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და ჰრწმენა მრავალთა უფალი. |
43 |
პეტრე დიდხანს დარჩა იოპეს, ვინმე სიმონ დაბაღის სახლში. |
43 |
და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სიმონ ვისმე მეპრატაკისა თანა. |