1 |
აჰა, ერთი მხარის მცხოვრებნი, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში ბაბილონის
მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდაში, თითოეული თავის
ქალაქში,
|
1 |
და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს
ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია
კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა,
|
2 |
ისინი, რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან,
ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან,
მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან, ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელის ერის
მამაკაცთა რიცხვი: |
2 |
რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია,
სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე
არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა. |
3 |
ფარყოშიანები ორი ათას ასსამოცდათორმეტი, |
3 |
ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ. |
4 |
შეფატიანები სამას სამოცდათორმეტი, |
4 |
ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ. |
5 |
არახიანები შვიდას სამოცდათხუთმეტი, |
5 |
ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ. |
6 |
ფახათ-მოაბიანები იესოიანთაგან და იოაბიანთაგან ორი ათას
რვაასთორმეტი, |
6 |
ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და
აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ. |
7 |
ყელამიანები ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, |
7 |
ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ. |
8 |
ზათუიანები ცხრაას ორმოცდახუთი, |
8 |
ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ. |
9 |
ზაქაიანები შვიდას სამოცი, |
9 |
ძენი ქორებისნი შჳდასერგასის. |
10 |
ბანიანები ექვსას ორმოცდაორი, |
10 |
ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა. |
11 |
ბებაიანები ექვსას ოცდასამი, |
11 |
ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ. |
12 |
ყაზგადიანები ათას ორას ოცდაორი, |
12 |
ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ. |
13 |
ადონიკამიანები ექვსას სამოცდაექვსი, |
13 |
ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ. |
14 |
ბიგვაიანები ორი ათას ორმოცდათექვსმეტი, |
14 |
ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს. |
15 |
ყადიანები ოთხას ორმოცდათოთხმეტი, |
15 |
ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ. |
16 |
ხიზკიანთ ატერიანები ოთხმოცდათვრამეტი,
|
16 |
ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ.
|
17 |
ბეცაიანები სამას ოცდასამი, |
17 |
ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ. |
18 |
იორაიანები ასთორმეტი, |
18 |
ძენი იარასნი ასდაათორმეტ. |
19 |
ხაშუმიანები ორას ოცდასამი, |
19 |
ძენი ასუმისნი ორასოცდასამ. |
20 |
გიბარიანები ოთხმოცდათხუთმეტი, |
20 |
ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ. |
21 |
ბეთლემიანები ასოცდასამი, |
21 |
ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ. |
22 |
ნეტოფას ხალხი ორმოცდათექვსმეტი, |
22 |
ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს. |
23 |
ყანათოთის ხალხი ასოცდარვა, |
23 |
ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა. |
24 |
ყაზმავეთის ხალხი ორმოცდაორი, |
24 |
ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ. |
25 |
კირიათ-ყარიმელები, ქეფირელები, ბეეროთელები შვიდას ორმოცდასამი, |
25 |
ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ. |
26 |
რამელები და გაბაყელები ექვსას ოცდაერთი, |
26 |
ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ. |
27 |
მიქმასის ხალხი ასოცდაორი, |
27 |
ძენი მაქამისნი ასოცდაორ |
28 |
ბეთელისა და ჰაგაის ხალხი ორას ოცდასამი, |
28 |
ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ. |
29 |
ნებოელები ორმოცდათორმეტი, |
29 |
ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ. |
30 |
მაგბიშელები ასორმოცდათექვსმეტი, |
30 |
ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს. |
31 |
სხვა ყელამის მკვიდრნი ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
|
31 |
ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ.
|
32 |
ხარიმიანები სამას ოცი, |
32 |
ძენი არამისნი სამასდაოც. |
33 |
ლოდის, ხადიდის და ონოს ხალხი შვიდას ოცდახუთი, |
33 |
ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ. |
34 |
იერიხონელები სამას ორმოცდათხუთმეტი, |
34 |
ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ. |
35 |
სენაელები სამი ათას ექვსას ოცდაათი, |
35 |
ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ. |
36 |
მღვდლები: იედაყიანები იესოს სახლიდან ცხრაას სამოცდაცამეტი, |
36 |
და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას
სამეოცდაცამეტ. |
37 |
იმერიანები ათას ორმოცდათორმეტი, |
37 |
ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ. |
38 |
ფაშხურიანები ათას ორას ორმოცდაშვიდი, |
38 |
ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ. |
39 |
ხარიმიანები ათას ჩვიდმეტი, |
39 |
ძენი ერემისნი ათას შჳდას. |
40 |
ლევიანები: იესოიანები და კადმიელიანები ჰოდავიანთაგან სამოცდათოთხმეტი, |
40 |
და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ. |
41 |
მგალობელნი: ასაფიანები ასოცდარვა, |
41 |
და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი
ასოცდარვა. |
42 |
კარისმცველთა მოდგმა: შალუმიანები, ატერიანები, ტალმონიანები, ყაკუბიანები,
ხატიტაიანები, შობაიანები, სულ ასოცდაცხრამეტი, |
42 |
და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი
აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ. |
43 |
შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები, |
43 |
და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი. |
44 |
კეროსიანები, სიყაჰაიანები, ფადონიანები, |
44 |
ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი. |
45 |
ლებანიანები, ხაგაბაიანები, ყაკუბიანები, |
45 |
ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი. |
46 |
ხაგაბიანები, შამლაიანები, სანანიანები,
|
46 |
ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი.
|
47 |
გიდელიანები, გახარიანები, რეაიანები, |
47 |
ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი. |
48 |
რეცინიანები, ნეკოდაიანები, გაზამიანები, |
48 |
ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი. |
49 |
ყეზაიანები, ფასეახიანები, ბესაიანები, |
49 |
ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი |
50 |
ასნაიანები, მეყუნიმიანები, ნეფუსიმიანები, |
50 |
ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი. |
51 |
ბაკბუკიანები, ხაკუფაიანები, ხარხურიანები, |
51 |
ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი. |
52 |
ბაცლუთიანები, მეხიდაიანები, ხარშაიანები, |
52 |
ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი. |
53 |
ბარკოსიანები, სისრაიანები, თამახიანები, |
53 |
ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი. |
54 |
ნეციახიანები, ხატიფაიანები, |
54 |
ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი. |
55 |
სოლომონის მორჩილთა მოდგმა: სოტაიანები, სომერეთიანები, ფერუდაიანები, |
55 |
ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი. |
56 |
იაყალაიანები, დარკონიანები, გიდელიანები, |
56 |
ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი. |
57 |
შეფატიანები, ხატილიანები, ფოქერეთ-ჰაცებაიმიანები, ამიანები, |
57 |
ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი. |
58 |
შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა მოდგმა სულ სამას ოთხმოცდათორმეტი. |
58 |
ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი
სამასოთხმეოცდაათორმეტ. |
59 |
აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბ-ადანიმერიდან გამოსულნი, რომელთაც ვერ
შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, იყვნენ თუ არა ისინი
ისრაელიდან: |
59 |
და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ
შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან. |
60 |
დელაიანები, ტობიანები, ნეკოდაიანები - ექვსას ორმოცდათორმეტი; |
60 |
ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ. |
61 |
მღვდელთა მოდგმა: ხაბაიანები, ჰაკოციანები, ბარზილაიანები, რომელთაც გალაადელი
ბარზილაის ქალიშვილები მოიყვანეს ცოლად და მათ სახელზე დაეწერნენ.
|
61 |
და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი,
ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო
დავიწყება სახელთა მათთა.
|
62 |
ისინი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო წიგნს და ვერ იპოვნეს; და განეყენნენ
მღვდლობიდან. |
62 |
და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი
მღდელთაგან. |
63 |
უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა
მღვდელი ურიმითა და თურიმით. |
63 |
და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა,
ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ
ყოველნი სრულიად. |
64 |
მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაათი ათას სამას სამოც კაცს, |
64 |
და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც. |
65 |
გარდა მათ ყმათა და მხევალთა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი, მათ
შორის მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები - სულ ორასი სული. |
65 |
გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და
შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას; |
66 |
მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, მათი ჯორები - ორას ორმოცდახუთი, |
66 |
ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ. |
67 |
მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, ვირები - ექვსი ათას შვიდასოცი, |
67 |
და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც; |
68 |
მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს
შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე. |
68 |
და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ,
შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა, |
69 |
თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი
ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი. |
69 |
რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი
ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო
ასერგასის. |
70 |
დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და
შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა. |
70 |
დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი
ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა. |