1 |
ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოსისა, ძისა ეპიფანესი, და დაიპყრო
ტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა. |
|
|
2 |
გაიგო ეს მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და
გამოვიდა მასთან საომრად. |
|
|
3 |
გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის
სიტყვებით, რათა განედიდებინა იგი. |
|
|
4 |
რადგან ამბობდა: დავასწროთ მათთან ზავის დადება, სანამ
ალექსანდრესთან შეკრავდეს იგი კავშირს ჩვენს წინააღმდეგ. |
|
|
5 |
გაგიხსენებს ყველა ბოროტებას, რაც მას, მის მოძმეებსა და
ხალხს დავმართეთო. |
|
|
6 |
მისცა დემეტრიოსმა ნება, შეეკრიბა ლაშქარი, მოემზადებინა
იარაღი და ყოფილიყო მისი მოკავშირე. ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ მისთვის
მძევლები ციხეებიდან. |
|
|
7 |
წავიდა იონათანი იერუსალიმში და წაიკითხა წერილი მთელი
ხალხისა და ციხეში მყოფთა გასაგონად. |
|
|
8 |
დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს
მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია. |
|
|
9 |
ციხეში მყოფებმა გადასცეს იონათანს მძევლები და დაუბრუნა
ისინი თავიანთ მშობლებს. |
|
|
10 |
დასახლდა იონათანი იერუსალიმში და შეუდგა ქალაქის შენებასა და განახლებას. |
|
|
11 |
დაავალა მუშაკებს, გასამაგრებლად სიონის მთის გარშემოც
აეგოთ ქვების ოთხკუთხა კედელი. და ასეც გააკეთეს. |
|
|
12 |
გადაიხვეწნენ უცხო ტომები, რომლებიც ბაკხიდეს აშენებულ სიმაგრეებში იდგნენ. |
|
|
13 |
ყველამ დატოვა თავისი ადგილი და თავისი ქვეყნისკენ
გაეშურა. |
|
|
14 |
მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩნენ მავანნი, ვინც გადავიდნენ
რჯულსა და აღთქმებს, რადგან ეს იყო მათი თავშესაფარი. |
|
|
15 |
შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დაპირებები რომ შეუთვალა
დემეტრიოსმა იონათანს; უამბეს იონათანისა და მისი ძმების გადახდილ ომებზე
და გასაჭირზე, რაც მათ გადაიტანეს. |
|
|
16 |
თქვა: ასეთ კაცს მეორეს ვერ მოვნახავთ; მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ
გავიხადოთ. |
|
|
17 |
დაწერა წერილი და გაუგზავნა ასეთი სიტყვებით: |
|
|
18 |
მეფე ალექსანდრე ძმას, იონათანს, მოგიკითხავ. |
|
|
19 |
გაგვიგონია შენზე, რომ მაგარი კაცი ხარ და შეგფერის ჩვენი
მეგობარი იყო. |
|
|
20 |
დღეს, ამიერიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად
და მიწოდებია შენთვის მეფის მეგობარი (გაუგზავნა მას ძოწეული და ოქროს
გვირგვინი), გეჭიროს ჩვენი მხარი და გაუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას. |
|
|
21 |
შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის
მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე, შეკრიბა ჯარები და მოიმარაგა დიდძალი
იარაღი. |
|
|
22 |
გაიგო დემეტრიოსმა ეს ამბები, გაწყრა და თქვა: |
|
|
23 |
ეს როგორ მოგვივიდა, რომ დაგვასწრო ალექსანდრემ და
საყრდენად დაიმეგობრა იუდაელნი? |
|
|
24 |
მეც მივწერ მათ გასამხნევებელ სიტყვებს და პატივსა და
ძღვენს დავპირდები, რომ ჩემი მხარდამჭერნი შეიქნანო. |
|
|
25 |
და შეუთვალა მათ შემდეგი სიტყვები: მეფე დემეტრიოსი
იუდაელთა ერს მოგიკითხავთ. |
|
|
26 |
გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენთან დადებულ
შეთანხმებებს, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და ჩვენს მტრებს არ
ემხრობოდით. |
|
|
27 |
ახლაც ეცადეთ, კვლავ გაუფრთხილდეთ ჩვენს ნდობას და
სიკეთეს მოგაგებთ თქვენ იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენთვის გააკეთებთ. |
|
|
28 |
ბევრ შეღავათს გაგიწევთ და ძღვენს გამოგიგზავნით. |
|
|
29 |
ახლა კი თქვენ ნებაზე გიშვებთ და ვათავისუფლებ ყველა
იუდაელს გადასახადისგან, და მარილისა და გვირგვინების ბაჟისგან. |
|
|
30 |
ამიერიდან გამიუქმებია მარცვლეულის მესამედი და ხის
ნაყოფთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან იგზავნება იუდას ქვეყნიდან და სამი
ოლქიდან, რომლებიც მას აკრავს, სამარიდან და გალილეადან, ამიერიდან
სამარადისოდ. |
|
|
31 |
ხოლო იერუსალიმი, მისი სანახები, მეათედები და შემოსავალი წმიდა და თავისუფალი
იყოს. |
|
|
32 |
გამიუქმებია უფლება იერუსალიმის ციხეზე და
მღვდელმთავრისთვის მიმიცია, რომ მის დასაცავად ჩააყენოს იქ კაცები, ვისაც
თვითონ დაასახელებს. |
|
|
33 |
ყოველ იუდაელს, იუდას ქვეყნიდან წარტყვევნილს, მთელ ჩემს
სამეფოში, უსასყიდლოდ ვათავისუფლებ. ყველამ გააუქმოს მათი ცხვარ-ძროხის
გადასახადი. |
|
|
34 |
ყოველი დღესასწაული: შაბათი, ახალმთვარობა და დაწესებული
დღეები - სამი დღე ზეიმამდე და სამიც ზეიმის შემდეგ, ყველა იქნება
შეღავათიანი და საუქმო ყოველი იუდაელისთვის, ვინც კი ჩემს სახელმწიფოშია. |
|
|
35 |
არავის ექნება უფლება მათგან ვინმე დაავალდებულოს ან
რაიმე საქმის კეთება აიძულოს. |
|
|
36 |
იუდაელთაგან მეფის ლაშქრისთვის გამოიყოს სამი ათასი კაცი,
და მიეცეს მათ სარჩო, როგორც დაწესებულია მეფის ყოველი ჯარისკაცისთვის. |
|
|
37 |
ისინი უნდა იყვნენ ჩაყენებული მეფის დიდ ციხესიმაგრეებში
და განწესდნენ სამეფო საქმეებზე, რომლებიც ერთგულებას საჭიროებენ. მათი
ზედამხედველნიცა და წინამძღოლებიც მაგათგან უნდა იყვნენ და იცხოვრონ
თავიანთი რჯულით, როგორც მეფემ დაადგინა იუდას ქვეყანაში. |
|
|
38 |
სამი ოლქი, რომლებიც სამარიის ქვეყნიდან ეკვრის,
მიუერთდეს იუდას, რათა ჩაითვალოს, რომ ერთიანია, და არ დამორჩილდეს სხვა
ძალაუფლებას, გარდა მღვდელმთავრისა. |
|
|
39 |
პტოლემაისს და მის გარეშემოს საჩუქრად ვუბოძებ
იერუსალიმის საწმიდარს, რათა იტვირთოს საწმიდარის ხარჯები. |
|
|
40 |
მე კი ყოველ წელიწადს შესაბამისად თხუთმეტ ათას შეკელ
ვერცხლს გავცემ მეფის შემოსავლიდან - შესაბამისი ადგილებიდან. |
|
|
41 |
და მთელი დანარჩენი ნაწილი, რაც შემოსავლიდან არ
გაცემულა, როგორც წინა წლებში გაიცა, დღეიდან ტაძრის საქმეებს მოხმარდეს. |
|
|
42 |
და გარდა ამისა, ხუთიათასი შეკელი ვერცხლი, რომელსაც
იღებდნენ საწმიდარის შემოსავლიდან გაუქმებულია, რადგან ის მომსახურე
მღვდლებს ეკუთვნით. |
|
|
43 |
თუკი ვინმე, ვისაც სამეფო ანდა სხვა საქმე მართებს
იერუსალიმის ტაძარში, ანდა რომელიმე მის სანახში, გაიქცევა, გათავისუფლდეს
და დაუბრუნდეს ყველაფერი, რაც ჩემს სამეფოში აბადია. |
|
|
44 |
საწმიდარის ასაგებად და მის განსაახლებლად სახსრები
გაიცეს სამეფო შემოსავლიდან. |
|
|
45 |
იერუსალიმის კედლების ასაგებად და გარშემო გასამაგრებლად
სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან, ასევე კედლების ასაგებად იუდაში. |
|
|
46 |
როდესაც იონათანმა და ხალხმა ეს სიტყვები მოისმინეს, არ ერწმუნენ მათ, არც მიიღეს,
რადგან ახსოვდათ დიდი სიავე, ისრაელში რომ ჩაიდინა დემეტრიოსმა და სასტიკად
შეაჭირვა ისინი. |
|
|
47 |
ხოლო ალექსანდრესთან კავშირი სასიკეთოდ მიიჩნიეს, რადგან
მან შესთავაზა პირველად მშვიდობის სიტყვა და მასთან ერთად იბრძოდნენ
მრავალი ხნის განმავლობაში. |
|
|
48 |
შეკრიბა მეფე ალექსანდრემ დიდი ჯარი და დადგა დემეტრიოსის
პირისპირ. |
|
|
49 |
შეებრძოლა ერთმანეთს ორი მეფე, უკუიქცა დემეტრიოსის
ლაშქარი, მისდია მას ალექსანდრემ და სძლია მას. |
|
|
50 |
ძალზე გაასასტიკა ბრძოლა მზის ჩასვლამდე და დაეცა იმ დღეს
დემეტრიოსი. |
|
|
51 |
ალექსანდრემ ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან გაგზავნა ელჩები
და დააბარა შემდეგი სიტყვები სათქმელად: |
|
|
52 |
როდესაც დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, დავჯექი ჩემი
მამა-პაპის სამეფო ტახტზე, ხელში ავიღე ხელმწიფება, ვძლიე დემეტრიოსს და
განვაგე ჩვენი ქვეყანა, |
|
|
53 |
შევები მას, დამარცხდა იგი თავისი ბანაკითურთ და დავჯექი
მის სამეფო ტახტზე. |
|
|
54 |
ახლა კი დავუმოყვრდეთ ერთმანეთს და მომეცი ახლა შენი
ქალიშვილი ცოლად. დაგიმოყვრდები და შენცა და მასაც შენს საკადრის საჩუქრებს
გიძღვნით. |
|
|
55 |
მიუგო მას მეფე პტოლემეოსმა, თქვა: კურთხეულია დღე, როცა
დაბრუნდი მამა-პაპის ქვეყანაში და მასამეფო ტახტზე დაბრძანდი. |
|
|
56 |
ახლა აგისრულებ, რაც მომწერე. ოღონდ შემეგებე
პტოლემაისში, რათა ვიხილოთ ერთმანეთი, და დაგიმოყვრდები, როგორც შენ თქვი. |
|
|
57 |
გამოვიდნენ ეგვიპტიდან თვითონ პტოლემეოსი და კლეოპატრა,
მისი ასული, და ჩავიდნენ პტოლემაისში ასსამოცდამეორე წელს. |
|
|
58 |
შეეგება მას მეფე ალექსანდრე და მისცა მას კლეოპატრა,
თავისი ასული. პტოლემაისში გადაუხადა მას დიდებული ქორწილი, როგორც მეფეებს
ეკადრებოდათ. |
|
|
59 |
მისწერა მეფე ალექსანდრემ იონათანს, წამოსულიყო მის
შესახვედრად, |
|
|
60 |
და ისიც დიდებით გაემგზავრა პტოლემაისისკენ და შეხვდა ორ
მეფეს. უძღვნა მათ და მათ მეგობრებს ვერცხლი და ოქრო, და უხვი მოსაკითხავი
და ჰპოვა მადლი მათ წინაშე. |
|
|
61 |
შეითქვა მის წინააღმდეგ ღვარძლიანი ხალხი ისრაელიდან, რჯულსგანმდგარი კაცები, და
დააბეზღეს ის, მაგრამ არ შეიწყნარა ისინი მეფემ. |
|
|
62 |
გასცა მეფემ განკარგულება, გაეხადათ იონათანისთვის მისი
ტანისამოსი და ძოწეულით შეემოსათ იგი. ასეც გააკეთეს. |
|
|
63 |
გვერდით მოისვა ის მეფემ და უთხრა თავის მთავრებს: მასთან
ერთად გამოდით შუა ქალაქში და გამოაცხადეთ, რომ არც ერთ საქმეში არ
დააბეზღონ იგი და არც არავინ შეაწუხოს ის რაიმეს გამო. |
|
|
64 |
როცა დაინახეს შემწამებლებმა მისი დიდება, თანახმად
გამოცხადებულისა, და რომ ძოწეული მოსავს მას, მიმოიფანტნენ ყველანი. |
|
|
65 |
განადიდა იგი ხელმწიფემ, შერაცხა უახლოეს მეგობრად და
მიანიჭა მას სარდლობა და მხარის უფროსობა. |
|
|
66 |
დაბრუნდა იონათანი იერუსალიმში მშვიდობითა და სიხარულით. |
|
|
67 |
ასსამოცდამეხუთე წელს კრეტადან გაემართა დემეტრიოსი, ძე
დემეტრიოსისა, თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ. |
|
|
68 |
შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დამწუხრდა მეტად და ანტიოქიაში
გაბრუნდა. |
|
|
69 |
დემეტრიოსმა სარდლად დანიშნა აპოლინიოსი, რომელიც კოილეს
სირიის მთავარი იყო. შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და დაბანაკდნენ იამნიასთან.
ასე შეუთვალა მღვდელმთავარ იონათანს: |
|
|
70 |
შენ ხარ ერთადერთი, რომ გვეწინააღმდეგები ჩვენ; დასაცინი
და გასაკიცხი შევიქენი შენს გამო, რისთვის გვემალები მთებში? |
|
|
71 |
ახლა კი, შენი ჯარების თუ გეიმედება, ჩამოდი ჩვენთან,
ვაკეზე, და აქ გამოვცადოთ ერთმანეთი, რადგან ჩემთანაა ქალაქთა ძალა. |
|
|
72 |
მკითხე და გაიგე, თუ ვინა ვარ მე და ვინ არიას დანარჩენი
ჩემი თანამდგიამნი; გეტყვიან, რომ ვერ დაგვიდგებით ჩვენ, რადგან ორგზის
უკუქცეულა შენი მამა-პაპა თავისი ქვეყნისკენ. |
|
|
73 |
ახლა შენ ვეღარ დაუდგები ცხენოსან ლაშქარს ვაკეზე, სადაგ
არც ქვაა, არც ხეობა, არც გასაქცევი ადგილი. |
|
|
74 |
როგორც კი გაიგო იონათანმა აპოლონიოსის სიტყვები, დაიძრა
განრისხებული. აარჩია ათიათასი კაცი და გამოემართა იერუსალიმიდან. შეეგება
მას სიმონი, მისი ძმა, მისაშველებლად. |
|
|
75 |
იაფოსთან დაბანაკდა, მაგრამ ქალაქის ხალხმა ჩაუკეტა
კარიბჭეები, რადგახ აპოლონიოსის დაცვა იდგა იაფოში; და შეებრძოლენ მას. |
|
|
76 |
შეეშინდა ქალაქის ხალხს და გაიღო კარიბჭეები, და აიღო იონათანმა იაფო. |
|
|
77 |
როცა შეიტყო ეს აპოლონიოსმა, შეჰყარა სამი ათასი მხედარი
და დიდი ლაშქარი, და დაიძრა აშდოდისკენ, თითქოს თავს არიდებსო.
სინამდვილეში კი ვაკეზე გავიდა, რადგან ურიცხვი ცხენი ჰყავდა და ამის იმედი
ჰქონდა. |
|
|
78 |
მისდია მას იონათანმა აშდოდისკენ და შეეტაკნენ ერთმანეთს
ჯარები. |
|
|
79 |
მათ ზურგში აპოლონიოსს ჰყავდა ათასი მხედარი, ფარულად
დატოვებული. |
|
|
80 |
მიხვდა იონათანი, რომ მის ზურგში მტერი იყო ჩასაფრებული,
რადგან მომწყვდეული ჰყავდათ მისი ჯარი და დილიდან შეღამებამდე ესროდნენ მის
ხალხს ისრებს. |
|
|
81 |
ხალხი კი იდგა, როგიარც იონათანმა დააწყო. დაიქანცნენ
მათი ცხენოსნები. |
|
|
82 |
წინ გაიყვანა სიმონმა თავისი ჯარი და შეება რაზმებს;
ცხენოსნები კი დაიღალნენ, იძლივნენ მათ მიერ და უკუიქცნენ. |
|
|
83 |
ცხენოსნები დაიფანტნენ ვაკეზე, აშდოდისკენ გაიქცნენ და
შეცვივდნენ ბეთ-დაგონში, თავიანთ საკერპოში თავის გადასარჩენად. |
|
|
84 |
გადაწვა იონათანმა აშდოდი და მისი გარეშემო ქალაქები.
მოხვეტა ნადავლი, დაგონის ტაძარი კი ლტოლვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა. |
|
|
85 |
მახვილით დაცემულები გადაბუგულებთან ერთად რვაათას
კაცამდე იყო. |
|
|
86 |
დაიძრა იქიდან იონათანი და აშკელონს შემოადგა; გამოვიდნენ
ქალაქიდან მის შესახვედრად დიდი პატივით. |
|
|
87 |
დაბრუნდა იონათანი თავის თანამდგომებთან იერუსალიმში
დიდძალი ნადავლითურთ. |
|
|
88 |
როგა გაიგო მეფე ალექსანდრემ ეს ამბები, კიდევ მეტად
განადიდა იონათანი. |
|
|
89 |
გაუგზავნა მას ოქროს ბალთა, როგორსაც, ჩეეულებრივ, მეფეთა
ნათესავებს უძღვნიდნენ ხიალმე; უბოძა ყეკრონი მთელი მისი მიწა-წყლითურთ
სამემკვიდრეოდ. |
|
|