1 |
როცა დაინახა იონათანმა, რომ დაუდგა შესაფერი ჟამი, ამოირჩია კაცები და გაგზავნა
რომში მათთან მეგობრობის განსამტკიცებლად და განსაახლებლად. |
|
|
2 |
ასეთივე წერილები დაგზავნა სპარტაში და ყველა მხარეში. |
|
|
3 |
გაემართნენ რომისკენ. შევიდნენ საბჭოში და თქვეს:
მღვდელმთავარმა იონათანმა და იუდაელმა ხალხმა მოგვავლინა ჩვენ ერთმანეთს
შორის ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად. |
|
|
4 |
მისცეს მათ წერილები, ყოველი მხარის გამგებელთა მიმართ
მიწერილი, რათა მშვიდობით გაესტუმრებინათ ისინი იუდას ქვეყანაში. |
|
|
5 |
აი, ასლი წერილისა, რომელიც მისწერა იონათანმა
სპარტელებს: |
|
|
6 |
მღვდელმთავარი იონათანი, ერის უხუცესნი, მღვდლები და
დანარჩენი იუდაელი ხალხი სპარტელებს, ძმებს, მოგიკითხავთ. |
|
|
7 |
ჯერ კიდევ წინანდელ დროში თქვენი მეფის, არეიოსის მიერ
მღვდელმთავარ ონიასთან გამოგზავნილი ყოფილა წერილი, რომ თქვენ ჩვენი ძმები
ხართ, როგორც ამას ასლი წარმოგვიდგენს. |
|
|
8 |
პატივით მიიღო ონიამ გამოგზავნილი კაცი და გამოართვა
წერილი, რომელიც ნათლად მოწმობდა მოკავშირეობასა და მეგობრობას. |
|
|
9 |
თუმცა ჩვენ ახლა ეს აღარ გვჭირდება, რადგან
გასამხნევებლად ხელთ წმიდა წიგნები მოგვეპოვება. |
|
|
10 |
გადავწყვიტეთ თქვენთვის გამოგვეგზავნა წერილი ძმობისა და მეგობრობის განსაახლებლად,
რათა არ გაგიუცხოვდეთ, რადგან მრავალ დროებას ჩაუვლია მას შემდეგ, რაც მოგვწერეთ. |
|
|
11 |
ჩვენ ახლა ყოველ დროს, დღესასწაულებშიცა და დანარჩენ
სადაგ დღეებშიც გიხსენებთ თქვენ აღსავლენის შეწირვისას და ლოცვებში, რადგან
ჯერ არს და ხამს ძმების გახსენება. |
|
|
12 |
თქვენი დიდებით გახარებულნი ვართ, |
|
|
13 |
თუმცა ჩვენ უზომო გასაჭირით და ხშირი ომებით ვიყავით
გარემოცულნი; გვებრძოდნენ ჩვენ გარეშემო მეფეები. |
|
|
14 |
მაგრამ არ გვსურდა თქვენი და ჩვენი დანარჩენი
მოკავშირეებისა და მეგობრეხის შეწუხება იმ ომებში; |
|
|
15 |
რადგან ციდან გვქონდა შეწევნა და ჩვენ ბევრჯერ
გადავრჩენილვართ მტრების ხელიდან, ჩვენი მოძულენი კი დათრგუნულან. |
|
|
16 |
ახლა ავირჩიეთ ნუმენიოსი, ანტიოქოსის ძე, და ანტიპატროსი, იასონის ძე, და
გამოვგზავნეთ რომაელებთან, რათა განვაახლოთ მათთან მეგობრობა და წინანდელი
მოკავშირეობა. |
|
|
17 |
დავავალეთ მათ თქვენთან გამომგზავრებაცა და თქვენი
მოკითხვაც; აგრეთვე, რომ გადმოგცენ ჩვენი წერილი ჩვენი ძმობის განახლების
თაობაზე. |
|
|
18 |
ახლა კარგს იზამთ, თუ გვიპასუხებთ ამაზე. |
|
|
19 |
აი, ასლი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს ონიას: |
|
|
20 |
არეიოსი, მეფე სპარტელთა, მღვდელმთავარ ონიას მოგიკითხავ. |
|
|
21 |
წერილში აღმოჩნდა, რომ სპარტელები და იუდაელები ძმები და
აბრაამის მოდგმისანი არიან. |
|
|
22 |
ახლა, რაკი ეს ამბავი შევიტყვეთ, კარგს იზამთ, თქვენს
კეთილდღეობაზე თუ მოგვწერთ. |
|
|
23 |
ხოლო ჩვენ გწერთ, რომ თქვენი ცხვარ-ძროხა და ქონება
ჩვენია, ჩვენი კი - თქვენი. ნაბრძანები გვაქვს, გაცნობოთ ეს ამბავი. |
|
|
24 |
გაიგო იონათანმა, რომ დაბრუნდნენ დემეტრიოსის მთავრები
წინანდელზე მეტად ურიცხვი ლაშქრით მათთან საომრად. |
|
|
25 |
გამოვიდა იერუსალიმიდან და დახვდა მათ ხამათის მხარეში და
არ შეუშვა თავის მიწა-წყალზე. |
|
|
26 |
გაგზავნა მზვერავები მათი ბანაკისაკენ; დაბრუნდნენ და
მოახსენეს, რომ ღამით ამზადებდნენ მათზე თავდასხმას. |
|
|
27 |
როცა მზე ჩაესვენა, იონათანმა უბრძანა თავისთან მყოფებს,
ეფხიზლათ და იარაღასხმულნი მდგარიყვნენ, რომ მზად ყოფილიყვნენ ომისათვის
მთელი ღამის განმავლობაშა და გუშაგებიც დააყენა ბანაკის გარშემო. |
|
|
28 |
შეიტყვეს მოწინააღმდეგეებმა, რომ მზად არიან საომრად
იონათანი და მასთან მყოფნიც. შეშინდნენ, გულები შეუდრკათ, კოცონები დაანთეს
ბანაკში და უკუიქცნენ. |
|
|
29 |
ხოლო იონათანს და მასთან მყოფებს დილამდე არ გაუგიათ ეს,
რადგან ხედავდნენ ანთებულ ცეცხლებს. |
|
|
30 |
მისდია მათ უკან იონათანმა, მაგრამ ვერ მიეწია, რადგან
მდინარე ელეფთეროსს გაღმა იყვნენ გასულნი. |
|
|
31 |
მაშინ არაბებს გადაწვდა იონათანი, რომლებიც ზაბადეიანებად იწოდებოდნენ, სძლია მათ
და მოხვეტა ნადავლი. |
|
|
32 |
მერე აიყარა და მიადგა დამასკოს, და გაიარა მთელი ის
მხარე. |
|
|
33 |
სიმონი კი გაეშურა და იარა აშკელონამდე და მახლობელ
ციხე-სიმაგრეებამდე, შემდეგ გაუხვია იაფოში და აიღო იგი, |
|
|
34 |
რადგან გაიგო, რომ იქაურებს სურდათ ციხე-სიმაგრე
დემეტრიოსთან მყოფთათვის გადაეცათ. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად. |
|
|
35 |
დაბრუნდა იონათანი, მოუხმო ხალხის უხუცესებს და
მოითათბირა მათთან, რომ აეგოთ სიმაგრეები იუდაში, |
|
|
36 |
აემაღლებინათ იერუსალიმის კედლები და აღემართათ დიდი
ზღუდე ციხე-სიმაგრესა და ქალაქს შორის, რათა გამოეყოთ ის ქალაქისგან, რომ
ცალკე ყოფილიყო და შემწყდარიყო მათ შორის ყიდვა-გაყიდვა. |
|
|
37 |
შეიკრიბნენ ქალაქის ასაშენებლად და აღადგინეს ჩანგრეული
კედელი ხევთან, აღმოსავლეთით, ხაფენათად წოდებული. |
|
|
38 |
ხოლო სიმონმა ააგო, ადიდა შეფელაში, გაამაგრა ის და
დაუყენა ურდულებიანი კარიბჭე. |
|
|
39 |
ტრიფონი კი ცდილობდა, აზიის მეფე გამხდარიყო, გვირგვინი
დაედგა და ხელი აღემართა მეფე ანტიოქოსზე. |
|
|
40 |
ეშინოდა, არ დაებრკოლებინა იგი იონათანს და ომი არ დაეწყო
მის წინააღმდეგ. ამისთვის ცდილობდა მის შეპყრობას მოსაკლავად ადგა და
ბეთ-შანისკენ გაემართა. |
|
|
41 |
გამოვიდა იონათანი მის დასახვედრად ორმოციათასი საბრძოლოდ
მზადმყოფი კაცით და მიადგა ბეთ-შანს. |
|
|
42 |
როცა დაინახა ტრიფონმა. რომ იგი დიდძალი ლაშქრით არის
მოსული, შეეშინდა, აღემართა ხელი მასზე. |
|
|
43 |
ამიტომ პატივით მიიღო იგი და წარუდგინა ყველა თავის
მეგობარს, უბოძა საჩუქრები და უბრძანა თავის მეგობრებსა და ლაშქარს,
დამორჩილებოდნენ, როგორც თავად მას მორჩილებდნენ. |
|
|
44 |
უთხრა იონათანს: რისთვის გასარჯე მთელი ეს ხალხი, თუ ომი
არ გველის? |
|
|
45 |
მაშ, გაუშვი ახლა ისინი თავ-თავიანთ სახლებში, შენთვის კი აარჩიე რამდენიმე კაცი,
ვინც შენთან დარჩება და ერთად გავემგზავროთ პტოლემაისისკენ. ჩაგაბარებ მას და
დანარჩენ ციხე-სიმაგრეებს, დანარჩენ ჯარებს და ყველა გამგებელს; მერე კი შინ
გავბრუნდები. ამის გულისთვის ვიმყოფები აქ. |
|
|
46 |
ერწმუნა მას და ისე მოიქცა, როგორც უთხრა. დაითხოვა
ჯარები და წავიდნენ იუდას ქვეყნისკენ. |
|
|
47 |
თავისთან კი დაიტოვა სამიათასი კაცი, რომელთაგან ორი
ათასი გალილეაში დარჩა, ათასი კი მას გაჰყვა. |
|
|
48 |
როცა იონათანი პტოლემაისში შევიდა, ჩაკეტეს კარიბჭეები
პტოლემაისელებმა და შეიპყრეს იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო შესული,
მახვილით დახოცეს. |
|
|
49 |
გაგზავნა ტრიფონმა ჯარები და ცხენოსნები გალილეაში და დიდ
ვაკეზე, რომ გაეწყვიტათ ყველანი, იონათანის თანამდგომნი. |
|
|
50 |
მაგრამ როცა გაიგეს მათ, რომ შეპყრირილია იონათანი, მისი
ხალხი კი დახოცილი, გაამხნევეს ერთმანეთი და დაიძრნენ საომრად შემართულნი. |
|
|
51 |
მდევრებმა დაინახეს, რომ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო
იქნებოდა, და უკუიქცნენ. |
|
|
52 |
დაბრუნდნენ ყველანი მშვიდობით იუდას ქვეყანაში და
დაიტირეს იონათანი და მისი ხალხი; ძალზე შეშინებული იყო და დიდი მოთქმით
მოთქვამდა მთელი ისრაელი. |
|
|
53 |
მათ ირგვლივ მოსახლე ყველა ხალხი ცდილობდა მათ
განადგურებას, რადგან ამბობდნენ, აღარ ჰყავთ არც წინამძღვარი და არც
მშველელიო. მაშ, ახლა ვეკვეთოთ და წარვხოცოთო კაცთა შორის მათი
სახსენებელი. |
|
|