1 |
მოიარა მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები და შეიტყო, რომ სპარსეთში ყოფილა ქალაქი
ელიმაისი, სიმდიდრით, ვერცხლითა და ოქროთი განთქმული; |
|
|
2 |
რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს
ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე
ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად. |
|
|
3 |
მიადგა ქალაქს და ცდილობდა მის აღებასა და გაძარცვას,
მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ცნობილი გახდა მისი განზრახვა ქალაქელებისთვის. |
|
|
4 |
ბრძოლით დახვდნენ მას, გაიქცა იგი და დიდად შეწუხებული
გაემართა იქიდან ბაბილონისკენ. |
|
|
5 |
მაშინ ეახლა მას ვინმე სპარსი და მოახსენა, რომ
დაფანტულია იუდას ქვეყნისკენ მომავალი ლაშქარი; |
|
|
6 |
რომ პირველად ლისია მიდიოდა დიდძალი ჯარით, მაგრამ
უკუიქცა მათ წინაშე; რომ იუდაელები გაძლიერდნენ საჭურვლით, ჯარით და
დიდძალი ნადავლით, რომელიც დამარცხებული ლაშქრისგან აიღეს; |
|
|
7 |
რომ იერუსალიმის საკურთხეველზე დაშენებული სისაძაგლე
დალეწეს, საწმიდარი უწინდელივით მოზღუდვს მაღალი კვდლით, და ბეთ-ცურიც,
მისი ქალაქი. |
|
|
8 |
როდესაც მეფემ მოისმინა ეს ამბავი, გაოგნდა და შეშფოთდა
დიდად, ლოგინად ჩავარდა და დასნეულდა მწუხარებისგან, რადგან არ აუსრულდა
საწადელი. |
|
|
9 |
ასე იწვა იქ მრავალი დღე, რადგან უახლოვდებოდა უზომო
მწუხარება და ფიქრობდა, ვკვდებიო. |
|
|
10 |
მოუხმო თავის ყველა მეგობარს და თქვა მათ წინაშე: განშორდა ძილი ჩემს თვალებს და
გული შემიღონდა მწუხარებისგან. |
|
|
11 |
ვუთხარი ჩემს თავს: ეს რა გასაჭირში ჩავვარდი-მეთქი! რა
ნიაღვარმა წამლეკა, ჩემს ზეობაში კი საჭირო და ძვირფასი კაცი ვიყავი-მეთქი. |
|
|
12 |
ახლაღა მაგონდება ბოროტებანი, იერუსალიმში რომ ჩავიდინე, გამოვზიდე იქიდან მთელი
ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მოსახლეობის
მოსაოხრებლად. |
|
|
13 |
მივხვდი, რომ მათი გულისთვის მეწია ეს უბედურება და, აჰა,
უცხო მიწაზე ვიღუპები დიდ მწუხარებაში. |
|
|
14 |
და უხმო ფილიპეს, ერთს თავის მეგობართაგანს, და დაუმტკიგა
მას მთელი თავისი სამეფო. |
|
|
15 |
მისცა თავისი გვირგვინი, მოსასხამი და ბეჭედი, რომ
აღეზარდა ანტიოქოსი, მისი ვაჟი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი. |
|
|
16 |
ასორმოცდამეცხრე წელს მიიცვალა იქ მეფე ანტიოქოსი. |
|
|
17 |
როცა გაიგო ლისიამ, რომ მოკვდა მეფე, გაამეფა მისი ძე ანტიოქოსი, რომელსაც ზრდიდა
ბავშვობისას, და სახელად ევპატორი უწოდა. |
|
|
18 |
ამასობაში ციხე-სიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს
სამსხვერპლოს მიდამოებში; მუდამ ცდილობდნენ ევნოთ მათთვის, ხოლო
წარმართებისთვის მხარი დაეჭირათ. |
|
|
19 |
გადაწყვიტა იუდამ მათი შემუსრვა და მოუწოდა მთელს ერს,
გარსშემორტყმოდნენ. |
|
|
20 |
შეიკრიბნენ და გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს
ასორმოცდამეათე წელს, გააკეთეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები. |
|
|
21 |
ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ
მხარეზე გადავიდა ისრაელიდან. |
|
|
22 |
წავიდნენ მეფესთან და უთხრეს: როდემდის აბრკოლებ
სამართალს და არ იძიებ შურს ჩვენი ძმებისთვის? |
|
|
23 |
ჩვენ კმაყოფილებით დავემორჩილეთ მამაშენს, ვცხოვრობთ მის
ნებაზე და მივყვებით მის განკარგულებებს. |
|
|
24 |
ჩვენი ხალხის შვილები გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს და
მტრად გადაგვეკიდნენ; ჩვენიანს ვისაც წააწყდებიან, კლავენ და ჩვენს მამულს
იტაცებენ. |
|
|
25 |
მხოლოდ ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელს მათ
მიწა-წყალზე. |
|
|
26 |
და აჰა, შემოადგნენ დღეს იერუსალიმში ციხეს ასაღებად და
გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური. |
|
|
27 |
თუ არ დაასწარი მათ, მეტსაც იზამენ, და ვეღარ შეძლებ მათ
დამარცხებას. |
|
|
28 |
განრისხდა მეფე, ეს რომ მოისმინა, და შეკრიბა ყველა
თავისი მეგობარი, ჯარის მეთაურები და ხელისუფალნი. |
|
|
29 |
მივიდნენ მასთან მოქირავნე ჯარები სხვა სამეფოთაგან და
ზღვათა კუნძულებიდან. |
|
|
30 |
მათი ჯარების რიცხვი იყო: ასი ათასი ქვეითი, ოცი ათასი
მხედარი და ოცდათორმეტი საომრად გაწვრთნილი სპილო. |
|
|
31 |
გადაიარეს ედომი და შემოადგნენ ბეთ-ცურს. მრავალ დღეს იბრძოდნენ და აწყობდნენ
საბრძოლო მანქანებს; მაგრამ გამოვიდნენ იუდაელები და ცეცხლით გადაწვეს ისინი და
მამაცურად შეებრძოლენ. |
|
|
32 |
გამოვიდა იუდა ციხიდან და დაბანაკდა ბეთ-ზაქარიასთან,
მეფის ბანაკის პირისპირ. |
|
|
33 |
დილაადრიანად ადგა მეფე და ჩქარი სვლით წაიყვანა ბანაკი ბეთ-ზაქარიას გზაზე;
საომრად განემზადა ლაშქარი და დაჰკრეს ბუკებს. |
|
|
34 |
დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად
რომ გაეხელიბინათ. |
|
|
35 |
ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს
ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს
ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა. |
|
|
36 |
ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო,
და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ. |
|
|
37 |
სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომლებიც ფარავდა
თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული; თითოეულ
მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც
მისი ინდოელი გამძღოლი. |
|
|
38 |
დანარჩენი ცხენოსნები აქეთ-იქიდან დაუყენეს ლაშქარს,
ორსავე მხარეს, რომ დაერტყათ მტრისთვის, თავად კი დაცულნი ყოფილიყვნენ
გვერდებიდან. |
|
|
39 |
როდესაც ოქროსა და სპილენძის ფარებზე მზე აკაშკაშდა,
მთებმა ლაპლაპი დაიწყეს მათგან და აელვარდნვნ ცეცხლის ლამპრებივით. |
|
|
40 |
ერთი ნაწილი მეფის ლაშქრისა მაღალ მთებში გაიშალა, სხვები
კი ბარში, და მიაბიჯებდნენ შეუდრეკლად და მწყობად. |
|
|
41 |
შეშფოთდა ყველა, ვინც კი გაიგო მათი სიმრავლის ხმა, ამ
უამრავი ხალხის სვლა და იარაღთა ჟღარუნი, რადგან მართლაც ძალზე დიდი და
ძლიერი ლაშქარი იყო. |
|
|
42 |
ჩაერთო იუდა და მისი ბანაკი ბრძოლაში და დაეცა |
|
|
43 |
დაინახა ელეაზარმა, ავარანის ძემ, ერთ-ერთი ცხოველი,
სამეფო ჯავშნით დაფარული და აღმატებული ყველა ცხოველზე, და ეგონა, რომ
მასზე იყო მეფე, |
|
|
44 |
და გასწირა თავი, რათა ეხსნა თავისი ხალხი, ხოლო
თავისთვის საუკუნო სახელი მოეხვეჭა. |
|
|
45 |
შევარდა გაბედულად რაზმებს შორის, რომ გაეღწია მისკენ;
კვეთდა მარჯვნივ და მარცხნივ, და აქეთ-იქით იჩეხებოდნენ მის წინაშე; |
|
|
46 |
სპილომდე გააღწია, ქვემოდან შეუვარდა მას და გაფატრა იგი, მიწას დაენარცხა სპილო და
ქვეშ მოიყოლა, და იქვე მოკვდა ელეაზარი. |
|
|
47 |
როცა დაინახეს იუდაელებმა მეფის ძალა და ჯარების
შემოტევა, გაბრუნდნენ მათგან. |
|
|
48 |
მებრძოლები მეფის ლაშქრიდან იერუსალიმისკენ წავიდნენ მათ
წინააღმდეგ, მეფემ კი იუდაში და სიონის მთასთან დაიბანაკა. |
|
|
49 |
დაუზავდა ბეთ-ცურელებს და ისინიც ქალაქიდან გამოიშალნენ,
რადგან არ ჰქონდათ იქ სარჩო ალყაში გასაძლებად. შაბათის წელი იდგა
ქვეყანაში. |
|
|
50 |
აიღო მეფემ ბეთ-ცური და დაცვა ჩააყენა იქ. |
|
|
51 |
მერე საწმიდარს შემოადგა და დიდხანს ჰყავდა
ალყაშემორტყმული; აღმართა იქ სატყორცნები და საომარი მანქანები:
ცეცხლსატყორცნები, ლოდსატყორცნები და ისართსატყორცნები, რომ ისრები და
ლოდები ეტყორცნათ. |
|
|
52 |
იუდაელებმაც გააკეთეს საომარი მანქანები მათი საომარი
მანქანების საპირისპიროდ და იბრძოდნენ მრავალი დღის განმავლობაში. |
|
|
53 |
მაგრამ ჭურჭელში სურსათი აღარ იყო, რადგან მესამე წელი
იდგა, და წარმართთაგან გადარჩენილმა იუდაელებმა მარაგის ნარჩენებიც
შეჭამეს. |
|
|
54 |
საწმიდარში ცოტანიღა დარჩნენ, რადგან შიმშილმა ძლია მათ
და ყველანი თავ-თავისი ადგილებისკენ გაიფანტნენ. |
|
|
55 |
როცა შეიტყო ლისიამ, რომ ფილიპე, რომელიც მეფე ანტიოქოსმა
ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დააყენა თავისი ძის, ანტიოქოსის მეფედ
აღსაზრდელად. |
|
|
56 |
სპარსეთიდან მობრუნებულა და მოემართება; რომ მას მოჰყვება
ურიცხვი ძალა და გადაწყვეტილი აქვს ხელში აიღოს სახელმწიფო საქმეები, |
|
|
57 |
სასწრაფოდ გასცა ბრძანება, დაძრულიყვნენ და მიმართა
მეფეს, ჯარების სარდლებსა და კარისკაცებს: დღითიდღე ვმცირდებით და საზრდოც
აღარ გვყოფნის, ადგილიც, რომლისთვისაც ალყა გვაქვს შემორტყმული, მაგარია;
სამეფო საქმეებიც მძიმედ გვაწევს. |
|
|
58 |
მოდით, გავუწოდოთ ამ კაცებს მარჯვენა და დავუდოთ ზავი
მთელ მათ ხალხს. |
|
|
59 |
ნება მივცეთ მათ, მიჰყვნენ თავიანთ წესებს უწინდელივით,
რადგან იმ წესების გულისთვის, რომლებიც ავკრძალეთ, გაშმაგდნენ, და ეს
ყოველივე მოიმოქმედეს. |
|
|
60 |
მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, შეუთვალეს და
შესთავაზეს მათ ზავი, მათაც მიიღეს. |
|
|
61 |
შეჰფიცეს მათ მეფემ და მთავრვბმა და ამ სიტყვაზე
გამოვიდნენ სიმაგრიდან იუდაელები. |
|
|
62 |
მაგრამ როცა ავიდა მეფე სიონის მთაზე და იხილა
გამაგრებული ადგილი, გატეხა დადებული ფიცი, და ბრძანა, შემოენგრიათ ირგვლივ
კედელი. |
|
|
63 |
შემდეგ საჩქაროდ დაიძრა და ანტიოქიაში დაბრუნდა, სადაც
ფილიპე დახვდა ქალაქის განმგებლად; შეება მას და ძალით დაიმორჩილა ქალაქი. |
|
|