1 |
ასორმოცდამეთერთმეტე წელს რომიდან გამოვიდა დემეტრიოსი, სელევკის ძე, გაემართა
ზღვისპირა ქალაქის მცირეოდენი ხალხით და იქ გამეფდა.
|
|
|
2 |
როდესაც შედიოდა თავისი მამა-პაპის სამეფო სახლში, ჯარმა
შეიპყრო ანტიოქოსი და ლისია, რომ მიეგვარათ მისთვის. |
|
|
3 |
გაიგო მან ეს ამბავი და თქვა: ნუ მიჩვენებთ მათ სახეებს. |
|
|
4 |
მეომრებმა დახოცეს ისინი და დაბრძანდა დემეტრიოსი სამეფო
ტახტზე. |
|
|
5 |
ყველა ურჯულომ და უღვთო კაცმა ისრაელიდან მას მიაშურა;
მიუძღოდა მათ ალკიმოსი, მღვდელმთავრობის მოწადინე. |
|
|
6 |
როცა შეიკრიბა ხალხი მის წინაშე, თქვეს: გაწყვიტეს იუდამ
და მისმა ძმებმა ყველა შენი მოკეთე, ჩვენც გაგვაძევა ჩვენი ქვეყნიდან. |
|
|
7 |
ახლა გაგზავნე კაცი, ვისაც ენდობი. წავიდეს, ნახოს მთელი
უბედურება, რაც ჩვენ და მეფის ქვეყანას გვიყო, დასაჯოს ისინი ყველა მათ
მშველელთან ერთად. |
|
|
8 |
ამოირჩია მეფემ თავის მოკეთეთაგან ბაკხიდე, რომელიც
მდინარისგაღმა მხარეს განაგებდა, დიდ კაცად შეირაცხებოდა სამეფოში და მეფის
ერთგული იყო. |
|
|
9 |
გაგზავნა იგი და მასთან ერთად უღვთო ალკიმოსი, რომელიც
მღვდელმთავრად ჰყავდა დანიშნული, და ისრაელიანთა დასჯა დაავალა. |
|
|
10 |
გაემართნენ და დიდძალი ჯარით იუდას ქვეყანას მიადგნენ; გაუგზავნა მოციქულები იუდას
და მის ძმებს მშვიდობის სიტყვით, მაგრამ მზაკვრულად. |
|
|
11 |
მაგრამ მათ ყურად არ იღეს მათი სიტყვები, რადგან
დაინახეს, რომ დიდძალი ჯარით იყვნენ მოსულნი. |
|
|
12 |
მაშინ ალკიმოსთან და ბაკხიდესთან შეიკრიბა მწიგნობართა კრებული სამართლის
საძიებლად. |
|
|
13 |
პირველნი ხასიდიანები იყვნენ ისრაელიანთაგან, რომლებიც
მათგან მშვიდობას მოელოდნენ. |
|
|
14 |
თქვეს: ჯარით არის მოსული სამღვდელო კაცი, აარონის
მოდგმიდან, და არ შეურაცხგვყოფს. |
|
|
15 |
სამშვიდობო სიტყვები უთხრა მათ და შეჰფიცა: ავს არაფერს
შეგამთხვევთო არც თქვენ, არც თქვენს მეგობრებს. |
|
|
16 |
და ერწმუნენ მას. მაგრამ მან გამოიყვანა მათგან ექვსასი კაცი და დახოცა ისინი ერთ
დღეში თანახმად დაწერილისა: |
|
|
17 |
შენს წმიდათა სხეული და მათი სისხლი დაღვარეს იერუსალიმის
გარშემო და დამმარხავი არავინ იყო. |
|
|
18 |
და მოიცვა მათგან შიშმა და ძრწოლამ მთელი ხალხი და თქვეს:
არ არის მათში სიმართლე და სამართალი, რადგან გატეხეს პირობა და ფიცი,
რომლითაც დაიფიცეს. |
|
|
19 |
ბაკხიდე კი წავიდა იერუსალიმიდან და ბეთსაიდაში
დაბანაკდა. გაგზავნა და დააჭერინა ბევრნი, რომლებიც მისგან იყვნენ
გაქცეულნი, და ზოგიერთნი ხალხიდანაც, და ერთ დიდ ჭაში ჩახოცა ისინი. |
|
|
20 |
ჩააბარა ქვეყანა ალკიმოსს და დაუტოვა ჯარი დასახმარებლად.
მერე გაბრუნდა მეფესთან. |
|
|
21 |
ალკიმოსი მღვდელმთავრობისთვის იბრძოდა. |
|
|
22 |
თავი მოიყარა მასთან მათი ხალხის ყველა მაშფოთებელმა.
გაბატონდნენ იუდას ქვეყანაზე და დიდი რბევა მოაწყვეს ისრაელში. |
|
|
23 |
როცა დაინახა იუდამ მთელი ბოროტება, რაც ჩაიდინეს
ალკიმოსმა და მისმა თანამდგომებმა ისრაელიანებს შორის, რომ გადაამეტეს
წარმართებს, |
|
|
24 |
მოიარა იუდაელთა მთელი მიწა-წყალი ირგვლივ და შური იძია
განდგომილ ხალხზე. და შეწყვიტეს მათ ქვეყანაში შემოსვლა. |
|
|
25 |
დაინახა ალკიმოსმა, რომ გაძლიერდნენ იუდა და მისი
თანამდგომნი, და მიხვდა, რომ ვერ გაუძლებდა მათ, დაბრუნდა მეფესთან და
ბოროტად დაადანაშაულა ისინი. |
|
|
26 |
მეფემ გაგზავნა ნიკანორი, ერთ-ერთი თავის სახელოვან
მთავართაგანი, მოძულე და მტერი ისრაელისა, და უბრძანა მას ხალხის აწიოკება. |
|
|
27 |
მიადგა ნიკანორი იერუსალიმს დიდძალი ჯარით და შეუთვალა
იუდასა და მის ძმებს სამშვიდობო სიტყვები, მაგრამ მზაკვრულად: |
|
|
28 |
ნუ მოხდება ბრძოლა ჩემსა და თქვენს შორის; მანდ ვიქნებით
მცირეოდენი ხალხით, რათა პირისპირ გიხილოთ მშვიდობით. |
|
|
29 |
გაემართა იუდასკენ და მშვიდობით შეხვდნენ ერთმანეთს.
მეომრები კი მზად იყვნენ იუდას შესაპყრობად. |
|
|
30 |
მაგრამ შეიტყო იუდამ, რომ მზაკვრობით იყო მოსული მის
წინააღმდეგ, და მეტად აღარ მოუსურვებია მისი პირისხილვა. |
|
|
31 |
მიხვდა ნიკანორი, რომ გამჟღავნდა მისი განზრახვა და გავიდა იუდასთან საბრძოლგვლად
ხაფარსალამის მახლობლად. |
|
|
32 |
დაეცა ნიკანორის მხრიდან ხუთიათასამდე კაცი და გაიქცნენ
დავითის ქალაქისკენ. |
|
|
33 |
ამ ამბების მერე იყო, რომ ავიდა ნიკანორი სიონის მთაზე და
გამოვიდნენ საწმიდარიდან სამღვდელონი და ხალხის უხუცესები, რათა მშვიდობით
მიგებებოდნენ და მეფისთვის შეწირული აღსავლენი ეჩვენებინათ მისთვის. |
|
|
34 |
მან აბუჩად აიგდო ისინი, დასცინა მათ, წაბილწა ისინი და
თავხედურად ლაპარაკობდა. |
|
|
35 |
მერე რისხვით დაიფიცა და თქვა: თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ
იუდას და მის ლაშქარს, ასე მოხდება: მშვიდობით თუ მოვბრუნდი, გადავწვავ ამ
სახლს. და გამოვიდა დიდად განრისხებული. |
|
|
36 |
შევიდნენ მღვდლები და დადგნენ სამსხვერპლოსა და ტაძრის
წინაშე, ატირდნენ და თქვეს: |
|
|
37 |
შენ აირჩიე ეს სახლი, რომ შენი სახელით წოდებულიყო, რათა
ჰქონოდა იგი შენს ერს სამლოცველო და სავედრებელ სახლად. |
|
|
38 |
შური მიაგე ამ კაცსა და მის ლაშქარს, დაე, მოისრნენ
მახვილით. მოიხსენე მათი მკრეხელობა და მეტს ნუღარ აცოცხლებ. |
|
|
39 |
ხოლო ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან, ბეთხორონში
დაბანაკდა და შეუერთდა მას სირიის ჯარი. |
|
|
40 |
იუდა კი დაბანაკდა ხადაშაში სამი ათასი კაცითურთ. ილოცა
იუდამ და თქვა: |
|
|
41 |
როდესაც მოჰყვნენ მკრეხელობას მეფის მოციქულები, გამოვიდა
შენი ანგელოზი და მოსრა მათგან ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი. |
|
|
42 |
ასევე დააქციე ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე; დაე, იცნან
დარჩენილებმა, რომ ბოროტად ილაპარაკა მან შენს საწმიდარზე, და უყავ
სამართალი თავისი ბოროტებისამებრ. |
|
|
43 |
შეიბნენ ჯარები საომრად ადარის თვის ცამეტს და განადგურდა
ნიკანორის ლაშქარი; პირველი ის დაეცა ბრძოლაში. |
|
|
44 |
როდესაც დაინახა მისმა ჯარმა, რომ დაეცა ნიკანორი,
დაყარეს იარაღი და გაიქცნენ. |
|
|
45 |
მისდიეს მათ ერთი დღის გზაზე ხადაშადან გეზერის
მისადგომამდე და მათ უკან ომის მაუწყებელ ბუკებს აყვირებდნენ. |
|
|
46 |
გამოვიდნენ იუდას გარშემო ყველა დაბიდან და გარსშემოერტყნენ მათ, მტერი შემობრუნდა
მათკენ და მახვილით დაეცა ყველა. |
|
|
47 |
ახვეტეს ნადავლი და სარჩო, ხოლო ნიკანორს მოჰკვეთეს თავი
და მარჯვენა, რომელიც მედიდურად გაიშვირა. წაიღეს და იერუსალიმს გარეთ
ჩამოკიდეს. |
|
|
48 |
ძლიერ გაიხარა ხალხმა და ის დღე გაატარეს, როგორც დიდი
სიხარულის დღე. |
|
|
49 |
და დაადგინეს, რომ ედღესასწაულათ ეს დღე ყოველ წელიწადს
ადარის ოცდაათში. |
|
|
50 |
მცირე ხნით დაწყნარდა იუდას ქვეყანა. |
|
|