1 |
ეუბნებოდა საული თავის ძეს იონათანს და თავის მორჩილთ, მოეკლათ დავითი, მაგრამ
იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი.
|
1 |
ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა
მონათა მისთა, რათამცა მოკლეს დავით.
|
2 |
შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს
საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე. |
2 |
იონათანს, ძესა საულისასა, უყუარდა დავით ფრიად და
მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჩემი გიმზირს შენ
მოკლვად. აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაიმალე
ადგილსა ერთსა. |
3 |
მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში,
სადაც შენ იქნები. შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს; შევხედავ საქმეს და
შეგატყობინებ. |
3 |
და მე შევიდე თავით ჩემით მამისა ჩემისა და გამოვიკითხო,
რაჲ გულსა ედვას და გაუწყო შენ! |
4 |
გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და
უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ
შეუცოდავს მას შენს წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები. |
4 |
და შევიდა იონათან საულ მამისა თჳსისა კეთილის-თხოვად
დავითისათჳს, ჰრქუა მას: ნუ უყოფ ბოროტსა, მეფე, დავითს, რამეთუ არა
შეუცოდებიეს შენდა, არამედ ყოველნი საქმენი მისნი კეთილ არიან შენდა! |
5 |
არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და
მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა
შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით? |
5 |
და თავი თჳსი მისცა ჴელთა მტერთასა, და მოკლა უცხოთესლი
იგი შენსა წინაშე და ქმნა უფალმა ცხორებაჲ დიდი ჴელითა მისითა ისრაჱლსა
ზედა; და იხილა ყოველმან ისრაჱლმან და განიხარა. აწ რაჲსა სცოდავ შენ და
დასთხევ სისხლსა მართლისასა და მოაკუდინებ დავითს უბრალოდ? |
6 |
დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა:
უფალს ვფიცავ, არ მოკვდება. |
6 |
ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე იონათანისი საულს, ფიცა და
თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, ვითარმედ არა მოკუდეს დავით! |
7 |
დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი.
მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე. |
7 |
მაშინ მოუწოდა იონათან დავითს და ჰრქუა, რასა-იგი იტყოდა
საულ მისთჳს და შეიყვანა იონათან დავით წინაშე საულისა. და იყო იგი მის
წინაშე, ვითარცა გუშინ და ძოღან. |
8 |
კიდევ გაიმართა ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა
ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ივლტოდნენ მისგან
ფილისტიმელები. |
8 |
მერმე შე-ღავე-სძინეს ღვაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მათ
მიმართ და დავით უფროს განძლიერდებოდა და მოწყუედდა უცხოთესლთა მათ
წყლულებითა დიდ-დიდითა, ნეშტთა მათ მეოტად წარიქცევდა. |
9 |
შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა
ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა. |
9 |
და მოიწია სული იგი უკეთური უფლისამიერი საულისა ზედა და
ჯდა იგი სახლსა შინა თჳსსა, და ლახვარი ჴელთა აქუნდა და დავით წინაშე მისსა
ქნარითა განაცხრობდა ნელიად. |
10 |
უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს
მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით. |
10 |
და საულ ემარჯვებოდა განგმირად დავითისა და შესტყორცა ლახვარი იგი დავითს
და ვერ მიამთხჳა, რამეთუ დავით მიჰრიდა და ლახვარი იგი შეამსჭვალა კედელსა.
და დავით გამოვიდა და წარვიდა მისგან. |
11 |
მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ
დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ
ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ. |
11 |
და მასვე ღამესა წარავლინა საულ ერი რჩეული სახიდ დავითისა, რათა მოიცვან
იგი სახლსა შინა მისსა, და განთიად მოკლან იგი. და უთხრა სიტყუაჲ იგი
მელქოლ, ცოლმან თჳსმან, დავითს და ჰრქუა: არა თუ წარხჳდე შენ ამას ღამესა
და არა აცხოვნო თავი შენი, ხვალე სიკუდიდ ხარ. |
12 |
სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი; წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა. |
12 |
და გარდამოსვა მელქოლ დავით სარკმლით და წარვიდა სივლტოლით და განერა.
|
13 |
აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხისურის ფარდაგი დაუგო და
სამოსელი გადააფარა.
|
13 |
და შექმნა მელქოლ ცხედარსა მისსა ზედა კაცისსახედ ღჳძლი
თხისა და ბირთჳ ერთი თმა სასთუნალით დაუდვა, დაბურა იგი სამოსლითა. |
14 |
გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა თქვა: ავად
არის. |
14 |
მერმე მიავლინა კუალად შეპყრობად დავითისა და ჰრქვა
მელქოლ მოციქულთა მათ: იგი ჭირვეული ძეს ცხედარსა ზედა და სულთა ბრძავს. და
უთხრეს ესე საულს. |
15 |
გაგზავნა საულმა გზირები დავითის სანახავად და დააბარა: თავის საწოლიანად
წამოიყვანეთ, რათა მოიკლას. |
15 |
და კუალად მიავლინა საულ მოციქულნი დავითისა და ჰრქუა:
მითვე ცხედრითურთ მომართუთ მე იგი აქა, რათა მოვკლა იგი! |
16 |
მივიდნენ გზირები და, აჰა, კერპი დევს საწოლზე და თხისურის ფარდაგი უგია
სასთუმლად. |
16 |
და მოვიდეს მოციქულნი იგი და იხილეს ცხედარი იგი სამარის
მსგავსად შემკული და ღვიძლი თხისა და თმანი. მივიდეს და უთხრეს საულს. |
17 |
უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ
გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა
მომაკვლევინო თავიო? |
17 |
და ჰრქუა საულ მელქოლს: რაჲსათჳს განმარინე მე და
წარავლინე მტერი ჩემი და განმერა? მიუგო მელქოლამ საულს და ჰრქუა: მან ესრე
მრქუა: უკუეთუ არა წარმგზავნო, მოგკლა შენო. |
18 |
გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. მოვიდა სამუელთან რამათში და ყველაფერს
მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა მას. მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნავათში
დადგნენ. |
18 |
ივლტოდა და განერა დავით და მოვიდა სამოველისა არმათემად
და უთხრა ყოველი, რაჲცა უყო მას საულ. და წარვიდეს დავით და სამოველ
ნავათად ჰარამასასა და მუნ იყოფებოდეს. |
19 |
შეატყობინეს საულს: აჰა, ნავათს არის დავითი, რამათში. |
19 |
და უთხრეს საულს და ჰრქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს
დავით ნავათს ჰარამასასა! |
20 |
გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ როცა იხილეს ქადაგთა
გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და
გაქადაგდნენ. |
20 |
და წარავლინნა საულ შეპყრობად დავითისსა. და ვითარცა
მივიდეს, იხილეს მათ კრებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს
და სამოველ მათ თანა. და მოიწია ერსა მისსა ზედა საულისასა სული ღმრთისა და
იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს. |
21 |
შეატყობინეს საულს ეს ამბავი და მანაც სხვა გზირები გაგზავნა; ისინიც
გაქადაგდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა გზირები, მაგრამ ისინიც გაქადაგდნენ. |
21 |
ვითარცა ესმა ესე საულს, მიავლინნა სხუანი მოციქულნი და
იგინიცა წინაწარმეტყველებდესვე, და შესძინა საულ სხუანი მოციქულნი და
იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე. |
22 |
მაშინ თავად გაემართა რამათს და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუსთან რომ არის,
და იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი? მიუგეს: ნავათს არიანო, რამათში. |
22 |
და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა, აღდგა და
მივიდოდა იგი თჳთ არმათემად. და მოვიდა იგი ვიდრე დიდ ჯურღმულამდე, რომელი
იყო სოქოთს. და იკითხჳდა საულ და თქვა: სადა არიან სამოველ და დავით?
მიუგეს და ჰრქვეს: ნავათს ჰრამასასა! |
23 |
გაემართა ნავათისკენ, რამათს; მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც
გაქადაგდა გზაში, ნავათში მისვლამდე. |
23 |
და მოვიდოდა საულ ნავათად ჰრამასასა და მოიწია მის ზედა
სული ღმრთისა, და სლვით ვიდოდა, და იგიცა წინასწარმეტყველებდავე, ვიდრემდი
მოვიდა ნავათად ჰრამასსა. |
24 |
შემოიძარცვა სამოსელი და ისიც ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო
მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: საულიც კი გაქადაგდაო. |
24 |
და განიძარცვა სამოსელი თჳსი წინაშე სამოველისა და
წინაწარმეტყველებდა. და მივარდა შიშველი ღამე ყოელ და დღე ყოელ, ამისთჳს
სიტყჳს ჯერად თქჳან: აწ საულცა წინაწარმეტყველთა თანავე! |