ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თქვა დავითმა თავის გულში: ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით; ამიტომაც მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას ისრაელში, და მეც გადავურჩები მას. |
1 |
განიზრახა დავით გულსა თჳსსა და თქუა: მე უწყი, რამეთუ შე-სამე-ვარდე დღესა ერთსა ჴელთა საულისთა, და არა კეთილ იყოს იგი ჩემდა, არამედ წარვიდე მე ქუეყანასა მას უცხოთესლთასა. და თუ მეძიებდეს მე საულ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა, ხოლო მე განვერე ჴელთაგან მისთა. |
2 | ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან. | 2 | და წარვიდა დავით ექუს ათასითა მით კაცითა და მივიდა იგი ანქუშისა, ძისა მის მოაქისა, მეფისა მის გეთელთასა. |
3 | ცხოვრობდა დავითი აქიშთან გეთში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი - ახინოყაბი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი. | 3 | და დადგა დავით ანქუშის თანა გეთსა შინა, იგი თავადი და ერი იგი და ყოველი სახლი მათი და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტერი და აბგეა, ცოლი იგი ნაბალისი კარმელელისა. |
4 | შეატყობინეს საულს, გეთში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი. | 4 | და უთხრეს საულს, ვითარმედ: წარვიდა დავით სივლტოლით გეთად, ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, და არღარა შესძინა საულ ძიებად დავითისა. |
5 | უთხრა დავითმა აქიშს: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მორჩილი შენს გვერდით სამეფო ქალაქში? | 5 | და ჰრქვა დავით ანქუშს: უკუეთუ მიპოვნიეს მადლი მონასა შენსა წინაშე შენსა, მიბოძე მე ადგილი ქალაქსა ერთსა და მუნ დავჯდე და რასა ვზი მონა შენი ქალაქსა სამკჳდრებელსა სამეფოსა შენსა? |
6 | მისცა აქიშმა იმ დღესვე ციკლაგი; ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს. | 6 | და მისცა მას ანქუშ მას დღესა შინა სეკელა, რამეთუ იყო სეკელა მოაქა-ჟამამდე მეფისა მის ჰურიასტანელთასა. |
7 | ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში. | 7 | დაყო მუნ დავით აგარაკსა მას უცხოთესლთასა ოთხ თთვე. |
8 | ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი. | 8 | და გამოვიდეს დავით და კაცნი იგი, რომელნი მის თანა იყუნეს, და დაესხნეს მახლობელსა მას სოფლებსა გესირს და ამალეკსა და ყოველსა ქუეყანასა, რომელ-იგი მკჳდრ იყუნეს მშჳდობით გესურითგან ვიდრე ქუეყანამდე ეგჳპტისა. |
9 | დაამარცხებდა დავითი მთელს ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან. | 9 | მოსრვიდეს ქუეყანასა მათსა და არა აცხოვნებდეს მამაკაცსა, არცა დედაკაცსა; და წარმოსტყუენვიდეს ცხოვარსა და მროწეულსა მათსა, რემაკებსა აქლემთა, ვირთა, სამოსელთა და მოვიდეს ანქუშისავე. |
10 | ეტყოდა აქიში: სად არბევდით დღეს? მიუგებდა დავითი აქიშს, იუდას სამხრით, იერახმეელთა სამხრით და კენიელთა სამხრით. | 10 | და ჰრქუა ანქუშ დავითს: ვიდრე კერძო მივეტევნეთ დღეს? მაშინ ჰრქუა დავით: სამხრით კერძო ჰურიასტანით და იერამელის კერძო და კენეზის კერძო. |
11 | არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო. | 11 | და მოსრვიდა დავით მამაკაცსა და დედაკაცსა ერთბამად და არა შეუტევებდა მთხრობელსა გეთად, რამეთუ ესრეთ თქუეს: ნუუკუე უთხრან გეთელთა, ვითარმედ დავით ამას იქსო. და ესე საქმე იყო დავითისი ყოველთა დღეთა, ვიდრე იგი დამკჳდრებულ იყო ადგილსა მას უცხოთესლთასა. |
12 | მიენდო აქიში დავითს; ფიქრობდა, თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და ჩემი გახდებაო სამუდამოდ. | 12 | სარწმუნო ეყო დავით ანქუშს ფრიად და თქუა ანქუშ: სირცხჳლ-უჩნდეს დავითს მისლვად აწ ერისა მის ისრაჱლისა, არამედ იყოს ესე ჩემდა მონა უკუნისამდე ჟამთა. |