ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამასობაში ფილისტიმელებმა შეკრიბეს მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში. ხოლო ისრაელი წყაროსთან იყო დაბანაკებული, იზრეყელში. |
1 |
და შეკრბეს უცხოთესლნი იგი, მოვიდეს და დაიბანაკეს აფეკს და ისრაჱლმან აენდომს, რომელ-იგი არს იეზრაელით კერძო. |
2 | ფილისტიმელთა წინამძღოლნი თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი უკან მოდიოდნენ აქიშთან ერთად. | 2 | და მთავარნი იგი უცხოთესლთანი წარმოვიდოდეს ათასნი ათასებითა და ბევრნი ბევრეულითა და დავით გუნდითურთ მოვიდოდა ანქუშის თანა. |
3 | თქვეს ფილისტიმელთა სარდლებმა: რა უნდათ ამ ებრაელებს? მიუგო აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: ეს ხომ დავითია, საულ ისრაელის მეფის მორჩილი. რამდენიმე წელია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე. | 3 | მაშინ თქუეს მთავართა მათ უცხოთესლთა: ვინ არიან ესენი, რომელნი მჴრით ვლენან გუნდსა ამას ჩუენსა? მიუგო ანქუშ და ჰრქუა: არა ესე თვით დავით არს, მონა იგი საულისი, მეფისა მის ისრაჱლისა, და ესე ორი წელი არს, ვინათგან ჩუენ თანა არს, და არა ვპოვე მაგის თანა ბიწი არცა ერთი. |
4 | გაუბრაზდნენ მას ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი, დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია; ნუ წამოვა ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რათა ომის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით? | 4 | და ვითარცა ესმა უცხოთესლთა მათ, შეძრწუნდეს ფრიად და ჰრქუეს მას: უკუნაქციე კაცი ეგე და მივიდეს ადგილსა თჳსსა, სადაცა დაგიდგინებიეს და ნუ მოვალნ ჩუენ თანა ღუაწლსა ამასა, რათა არა შინაგამცემელ ეყოს ერსა ამას ჩუენსა და ბოროტი დიდი შეგვამთხჳოს ჩუენ! და აწ დაეგოს უფალსა მას თჳსსა თავებითა ამათ კაცთათა, რომელ-ესე ჩუენ თანა არიან? |
5 | ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო? | 5 | ანუ არა ესე იგი დავით არს, რომელსა-იგი გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: საულ დასცნა ათასეულნი და დავით დასცნა ბევრეულნი? |
6 | უხმო აქიშმა დავითს და უთხრა: ცხოველ არს უფალი! რიგიანი კაცი ხარ და მახარებს შენი მისვლა-მოსვლა, ჩემს ბანაკში. რადგან ცუდი არაფერა შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან. მაგრამ წინამძღოლებს არ მოუდიხარ თვალში. | 6 | და მოუწოდა ანქუშ დავითს და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! რამეთუ წრფელ და კეთილ-მიჩნ წინაშე ჩემსა მშჳდობასაცა და ღუაწლსაცა, და არა ვპოვე შენ თანა საქმე უკეთური ჩემდა მომართ და ამათ მთავართაცა კეთილვე უჩნ შენ. |
7 | ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ წინამძღოლებს. | 7 | ხოლო აწ უკუნიქეც შენ მშჳდობით, რათა არა გეჭუდენ შენ უცხოთესლნი ესე! |
8 | უთხრა დავითმა აქიშს: რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მორჩილს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ ამეკრძალოს ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა? | 8 | მიუგო დავით ანქუშს და ჰრქუა: რა შეგცოდე შენ, ანუ რა ჰპოვე ბოროტი მონისა შენისა თანა, ვინათგან მოვედ მე შენ წინაშე, რამეთუ არა მიტევებ მე მისლვად შენ თანა მოსრვად მტერთა მათ უფლისა ჩემსა მეფისათა? |
9 | მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო საბრძოლველად. | 9 | მიუგო ანქუშ დავითს და ჰრქუა: მე თჳთ უწყი, რამეთუ სათნო ხარ ჩემდა მომართ, ხოლო მთავარნი ესე უცხოთესლთანი ესრე იტყჳან, ვითარმედ: ნუ მოვალს დავით ჩუენ თანა ღვაწლსა ამას ბრძოლისასა! |
10 | ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მორჩილნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და როცა ინათებს, გაბრუნდით უკან. | 10 | აწ აღიმსთუე განთიად და შევედ ერითურთ შენით ადგილსა მას, რომელსაცა დაგადგინენ თქუენ და სიტყუასა ბოროტსა გულსა შენსა ნუ დაიდებ, რამეთუ სათნო-მიჩნ წინაშე თუალთა ჩუენთა ყოვლით კერძოვე, ვითარცა მოციქული ღმრთისა გზასა. აწ აღიმსთვე და წარვედ და გზასამცა განგითენდების. |
11 | ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ ავიდნენ. | 11 | და წარვიდა დავით ერითურთ, განთიად დაცვად ქუეყანისა მის უცხოთესლთასა და უცხოთესლნი ბრძოდეს ისრაჱლთა. |