ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს; გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი. |
1 |
და უცხოთესლნი იგი ებრძოდეს ისრაიტელთა მათ. და ძლევასა მიეცა ისრაელი და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მბრძოლი ისრაჱლისა პირისაგან უცხოთესლთასა და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა. |
2 | მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები. | 2 | და მიიწინეს უცხოთესლნი იგი საულის ზედა და ძეთა მისთა და მოკლეს ონათან და ამინადაბ და მელქისაკე, ძენი საულისანი. |
3 | გაუძნელდა ბრძოლა საულს; ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს იგი მშვილდოსნებმა. | 3 | დამძიმდა ღუაწლი იგი საულს ზედა და ჰპოვეს იგი კაცთა მოისართა, და წყლეს იგი ძნიად, რამეთუ სცეს მას გულისეზოთა და ნესტუსა მიუწიეს. |
4 | უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო. | 4 | და ჰრქუა საულ მენიჟაგორესა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, ნუუკუე მოვიდენ წინადაუცუეთელნი იგი და მომკლან მე, და სულთა აღმოსლვასა კიცხევით დამწერტდენ მე. და არა უნდა მემშჳლდკაპარჭესა მას მიყოფად ჴელი მისი საულისა, რამეთუ ეშინოდა ფრიად და აღმოიჴადა საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა. |
5 | როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა მასთან ერთად. | 5 | ვითარცა იხილა მემშჳლდკაპარჭემან მან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, იჴადა მანცა ჴმალი თჳსი და დაეცვა და მოკუდა იგიცა მის თანა. |
6 | ერთ დღეს, ერთად დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი. | 6 | და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი მის თანა და ყოველნი კაცნი მისნი ერთბამად. |
7 | როცა დაინახეს ტაშირს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ. | 7 | და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი-იგი მიერ იყუნეს ღელესა მას, და რომელნი-იგი წიაღ იყვნეს იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები იგი მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი, დაემკჳდრნეს მათ შინა. |
8 | მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად, და როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი, | 8 | და ხვალისაგან მოიქცეს უცხოთესლნი იგი დაძარცვად მძორებისა მის, და ჰპოვეს საულ და სამნივე ძენი მისნი მთასა მას ზედა გელბუესა. |
9 | თავები დააჭრეს და საჭურველი აჰყარეს. დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისა და ხალხისათვის. | 9 | განსძარცვეს სამოსელი მას, მოჰკუთეს თავი მისი და წარიღეს საჭურველი მისი და წარავლინეს მახარობელი კერპთა მიმართ მათთა და ერისა მიმართ მათისა და ყოველსა ქუეყანასა მათსა. |
10 | დადვეს მისი საჭურველი აშთაროთის ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს. | 10 | და მოიღეს საჭურველი მათი და დადვეს ბაგინსა მათსა კერპთა მათთასა, და გუამი მისი დამოჰკიდეს ზღუდესა მას ზედა ბელსანისასა. |
11 | როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს, | 11 | ვითარცა ესმა იგი მკჳდრთა მათ იაბის გალადისთა, რა-იგი უყვეს საულს, |
12 | ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დაწვეს. | 12 | აღდგეს ყოველნი კაცნი ძლიერნი, წარვიდეს და წარმოიღეს გვამი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა, ბეთსანით და აღიხუნეს იგინი იაბის და დაწუნეს ჴორცნი მათნი ცეცხლითა. |
13 | აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ, მერე შვიდ დღეს მარხულობდნენ. | 13 | ხოლო ძვალნი იგი მათნი დაფლეს ყანასა მას იაბისა და იმარხვიდეს შჳდ დღე. |