
| 
|
პირველი ნეშტთა
თავი პირველი
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
ადამი, შეთი, ენოში,
|
1 |
ადამ, სეთ, ენოს.
|
2 |
კენანი, მაჰალალეელი, იარედი, |
2 |
კაინან, მალალელ, იარედ. |
3 |
ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი, |
3 |
ენუქ, მათუსალა, ლამექ. |
4 |
ნოე, სემი, ქამი, იაფეთი. |
4 |
ნოე, ძენი ნოესნი: სემ, ქამ და იაფეთ. |
5 |
იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი,
მეშექი და თირამი. |
5 |
ძენი იაფეთისნი: გამერ, მიაგოგ, მადაი, ოვიგან, ელისან,
თობელ, მოსოქ და თირას. |
6 |
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. |
6 |
ძენი გომერისნი: ასქანას და რიფატ და თერგამ. |
7 |
იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და დოდანიმი. |
7 |
ძენი იოვიგანისანი: ელისა და თარსის, კიტელნი(!) და
როდინელნი(!) |
8 |
ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. |
8 |
ძენი ქამისნი: ქუშ და მესტრემ, ფუდ და ქანან. |
9 |
ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი. |
9 |
ძენი ქუშისანი: საბა და ევილა, და საბათა, რეგამა და
საბათაქა. ძენი რეგამისნი: საბა და დიედან. |
10 |
ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. |
10 |
და ქუშ შვა ნებროთ, ამან იწყო გმირ-ყოფა და მონადირებად ქუეყანასა ზედა. |
11 |
მიცრაიმმა შვა ლუდიმი და ყანანიმი, ლეჰაბიმი და ნაფთუხიმი, |
11 |
და მესტრომ შვა ლუდიმელნი და ლობიმელნი და ზანაიმელნი და ნეფთალიმელნი. |
12 |
ფათრუმიმი და ქასლუხიმი, რომელთაგანაც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ. |
12 |
და პატროსიმელნი. და ქალონიმელნი, რომლისაგან გამოვიდნენ
ფილისტიმელნი და ქაბდორიმელნი. |
13 |
ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი. |
13 |
და ქანან შვა სიდონ, პირმშო თჳსი, და ქანანელნი. |
14 |
იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშეველნი, |
14 |
და იებოსელნი და ამორეველნი და გერგესეველნი. |
15 |
ხიველნი, ყარკიელნი, სინაელნი, |
15 |
ეველნი და არეველნი და არსანელელნი. |
16 |
არვადიელნი, ცემარიელნი და ხამათიელნი.
|
16 |
და ასადელნი და სამარელნი და ამათელნი.
|
17 |
სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი,
ხული, გეთერი და მეშექი. |
17 |
ძენი სემისნი: ელამ და ასსურ და არფაქსად და ლუდ და არამ.
და ძენი არამისნი: ოვსესოლ და გათერ და მოსოქ. |
18 |
არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი. |
18 |
და არფაქსატ შვა კაინან, და კაინან შვა სალა, და სალა შვა
ებერ. |
19 |
ყებერს ორი ვაჟი შეეძინა; ერთის სახელი იყო ფელეგი,
რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იაკტანი. |
19 |
და ებერ შვნა ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფოლეგ, რამეთუ
დღეთა მისთა განიყო ქუეყანა, და სახელი ძმისა მისისა იეკტან. |
20 |
იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი, |
20 |
და იეკტან შვა ელმოდად და სალობ და ზარამათ. |
21 |
ჰადორამი, უზალი, დიკლა, |
21 |
და კედურამ, და ზეზელ, და დეკლან, და ზირა. |
22 |
ყებალი, აბიმაელი, შება, |
22 |
და კამაან, და ზაბიმეელ, და საბა. |
23 |
ოფირი, ხავილა, იობაბი. ყველა ესენი იაკტანის ძენი არიან. |
23 |
და სუფირ, ზევი დ იორამ. და ყოველნი ესე ძენი იეკტანისნი. |
24 |
სემი, არფაქშადი, შალახი, |
24 |
და ძენი... |
25 |
ყებერი, ფელეგი, რეყუ, |
25 |
ებერ, ფალეგ, რაგავ. |
26 |
სერუგი, ნახორი, თარახი, |
26 |
სერუქ, ნაქორ, თარა. |
27 |
აბრამი, იგივე აბრაამი. |
27 |
აბრამ, ესე იგი არს, აბრაჰამ. |
28 |
აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი. |
28 |
და ძენი აბრაჰამისნი: ისაკ და ისმაელ. |
29 |
ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი,
ადბეელი, მიბსამი, |
29 |
და ესე ნაშობნი არიან ისმაელისანი: ნაბეოთ და კედარ,
ნაბდეელ და მაბსალ. |
30 |
მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, |
30 |
და მასმა, იდუმა და მასე, ქოდად და თემან. |
31 |
იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი.
|
31 |
ეგტურ და ნაფეს, და კედმა. ესენი არიან ძენი ისმაილისნი. |
32 |
კეტურას, აბრაამის ხარჭას ძენი: მან შვა ზიმრა, იაკშანი,
მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი, იაკშანის ძენი: შება და დედანი. |
32 |
და ესე ძენი ქეტურისნი, ხარჭისა აბრაჰამისნი, რომელ უშვნა მას ზემბრამ, და
იეკსან, და მადან, და მადიან, და იესბოკ, და სოვიე და ძენი იეკსანისნი: დედან და
საბე და ძენი დედანისნი: ასურიმ და ლატუსიმ და ლოვმინ.
|
33 |
მიდიანის ძენი: ყეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა.
ყველა ესენი კეტურას ძენი არიან. |
33 |
ძენი მადიამისნი: გეფარ და ენოქ და ოფერ და აბიდან და
ელად. ესენი ყოველნი - ძენი ქეტურისნი. |
34 |
აბრაამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი. |
34 |
და შვა აბრაჰამ ისაკი. და ძენი ისაკისნი: იაკობ და ესავ. |
35 |
ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და
კორახი. |
35 |
ძენი ესავისნი: ელიფაზ, და რაგუელ, და ეულ, და იეგლომ და
კორე. |
36 |
ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი,
თიმნაყი, ყამალეკი. |
36 |
ძენი ელიფაზისნი: თემან და ომარ და სოფარ და გოოთამ და
კენეზე; თამნა, ხარჭმან ელიფაზისმან, უშვა მას ამალეკი. |
37 |
რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. |
37 |
ძენი რაგუელისნი: ნაქედ, ზარე, სომე, და მოზე. |
38 |
სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი,
ეცერი და დიშანი. |
38 |
ძენი სეირისნი: ლოტან, სობალ, სებეგონ, ანა, დესონ და
აკარ და რისონ. |
39 |
ლოტანის ძენი: ნორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი. |
39 |
ძენი ლოტანისნი: ბოროი და ემან, და დაჲ ლოტანისი - თამნა. |
40 |
შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ყებალი, შეფი, ონამი.
ციბყონის ძენი: აია და ყანა. |
40 |
ძენი სუბალისნი: გოლამ, მანაქათ, და გებელ და სოფარ, და
ონან და ძენი სებეგონისნი აია და ანა. ესე ძენი ანასნი: დესონ... |
41 |
ყანას ძე დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი,
ქერანი. |
41 |
ხოლო ძენი დესონისნი: ამრან, ესებან, ითრან და ქერრან. |
42 |
ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი:
ყუცი და არანი. |
42 |
და ძენი ესერისნი: ბილან და ავალ და ააკან. და ძენი
დესონისნი: ოვს და არან. |
43 |
აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელიანებში გამეფდებოდა
მეფე: ბეყალი, ძე ბეორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
|
43 |
და ესე მეფენი მათნი, რომელნი მთავრობდენ ქუეყანასა
ედომისასა, რომელნი პირველად ზედა ძეთა ისრაჱლთასა მეფობდენ, ბალაკ, ძე
ბეორისი და სახელი ქალაქისა მათისა დენება. |
44 |
მოკვდა ბეყალი და მის ნაცვლად გამეფდა იობაზ ზერახის ძე,
ბოცრელი. |
44 |
და მოკუდა ბალაკა, მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.
|
45 |
მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშანი, თემანის
ქვეყნიდან. |
45 |
და მოკუდა იობაბ, და მეფობდა მის წილ ასომ ქუეყანისაგან
თემანელთასა. |
46 |
მოკვდა ხუშანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადად ბედადის ძე,
რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა. მისი ქალაქის სახელი იყო
ყავითი. |
46 |
და მოკუდა ასომ, და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი,
რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისა მისისა
გეთემ. |
47 |
მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა. |
47 |
და მოკუდა ადად, და მეფობდა მის წილ სამაა მასეკეთით. |
48 |
მოკვდა სამლა და მის ნაცვლად საული გამეფდა, მდინარისპირა
რეხობოთიდან. |
48 |
და მოკუდა სამაა, და მეფობდა მის წილ საულ რობეთელი,
რომელ არს მდინარესა თანა. |
49 |
მოკვდა საული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანან ყაქბორის ძე
გამეფდა. |
49 |
და მოკუდა საულ, და მეფობდა მისა შემდგომად ბალაენონ, ძე
აქობორისი. |
50 |
მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი
ქალაქის სახელი იყო ფაყი. სახელი მისი ცოლისა მეჰატაბელი, ასული მატრედისა,
ასული მიეზაჰაბისა. |
50 |
და მოკუდა ბალაენონ, ძე აქობორისი, და მეფობდა მისა
შემდგომად ადად, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მისისა
ამეტაბელ, ასული მატრადისი. |
51 |
მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: მთავარი თიმნაყი,
მთავარი ყალია, მთავარი ითეთი, |
51 |
და მოკუდა ატად. და იყუნეს მთავარნი ედომს: |
|
|
52 |
მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერ. |
52 |
მთავარი ოჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი, |
53 |
მთავარი ელისაკამას, მთავარი ელას, მთავარი ფინონ. |
53 |
მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი, |
54 |
მთავარი კენოზ, მთავარი თემან, მთავარი იარასარ. |
54 |
მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის
მთავრები. |
55 |
მთავარი მეგედიელ, მთავარი ზაფოინ. ესე მთავარნი
მედომისნი. |
|
|

|
|