1 |
აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს
ემალებოდა, ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ,
|
1 |
და ესენი მოვიდეს დავითისა სეკელაკად, ვიდრე შე-ღა-წყუდეულ იყო საულის მიერ,
ძისა კისისა, და ესენი ძლიერთა მათ თანა შეეწეოდეს ბრძოლასა,
|
2 |
მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი,
საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან: |
2 |
მშჳლდითა მარჯვენითა და მარცხენითა, და მეშურდულენი ქვითა
და შჳლდითა - ძმათაგან საულისთანი და ბენიამენისგანნი: |
3 |
მეთაური ახიყეზერი და იოაში - შემაყა გიბყათელის ძენი,
იზიელი და ფელეტი - ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი, |
3 |
მთავარნი აქიეზერ და იოას - ძენი სამეასნი, გაბაათელნი;
იაზელ და ფალეტ, ძენი ამოთისნი: ბარაქია და იეულ, ანათოთელნი, |
4 |
იშმაყია გაბაონელი, ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის
მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი, |
4 |
და საბეა, გაბაონელი, ძლიერი ოცდაათთა შორის და ოცდაათთა
თანა; იერემია, და იეზეკიელ და იონან, და იოზაბად, გათეროთელნი, |
5 |
ელყუზაი, ირიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ, შეფატიაჰუ
ხარუფელი, |
5 |
ელიოზი, და არიმუთ, და ბაალია, და სამარია, და საფატია,
არიფელნი, |
6 |
ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი, იოყეზერი, იაშაბყამი -
კორახელნი, |
6 |
ელკანა, ესია, ელიელ, ოზორა, იესაბამ აკორელნი, |
7 |
იოყელა და ზებადია - იეროხამ გედორელის ძენი. |
7 |
იოველ და ზაბათია, ძენი ჰეროამისნი, გედურელისნი. |
8 |
გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან უდაბნოს საფარში
მივიდნენ მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით
შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი. |
8 |
და გადისაგანნი შეუდგეს დავითს უდაბნოს, ძლიერნი ძალითა
კაცნი, წყობასა ბრძოლისასა, რომელნი აღიღებდეს ფარსა და ლახვარსა; ვითარცა
პირი ლომისა - პირები მათი და მალენი ფერჴთა მათთა ზედა, ვითარცა ქურციკნი
სიმალითა. |
9 |
მეთაური ყეზერი, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი, |
9 |
იეზერ მთავარი, აბდია შემდგომი, ელიაბ მესამე, |
10 |
მეოთხე - შიშმანა, მეხუთე - იერემია, |
10 |
მასამან მეოთხე, იერემიელ მეხუთე, |
11 |
მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი, |
11 |
უთთი მეექუსე, ელიელ მეშჳდე, |
12 |
მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი, |
12 |
იოანან მერვე, ელაზაბ მეცხრე, |
13 |
მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი. |
13 |
იერმია მეათე, მიქაბან მეათერთმეტე. |
14 |
ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი.
ყველაზე ნაკლები ერთი ასს უმკლავდებოდა და ყველაზე დიდი - ათასს. |
14 |
ესე ძეთაგანნი გადისთანი მთავარნი ერისანი: ერთი ასთა
მიმართ მცირე და დიდ ათასთა. |
15 |
მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული
მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთითა და დასავლეთით
განდევნეს ამ ველის მკვიდრნი. |
15 |
ესენი, რომელნი წიაღმოჴდეს იორდანესა თვესა მას პირველსა, და ესენი დაემკჳდრნეს
ყოველსა ნადინებსა მისსა, და ამათგან დევნეს ყოველნი დამკჳდრებულნი ღელესა მას,
მზისა აღმოსავლითგან ვიდრე მზისა დასავლადმდე.
|
16 |
ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მოვიდნენ დავითთან საფარში.
|
16 |
და მოვიდეს ძეთაგან იუდასთა და ბენიამენისნი შემწედ
დავითისა. |
17 |
გამოეგება მათ დავითი, გამოელაპარაკა და უთხრა: თუ
სამშვიდობოდ და დამხმარედ მოსულხართ ჩემთან, გიერთგულებთ; თუ იმისთვის
მოხვედით, რომ ჩემი მტრის ხელში მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა,
დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს. |
17 |
და დავით განვიდა მიგებებად მათა, და არქუა მათ: უკუეთუ
მშჳდობით მოსულ ხართ ჩემდა, იყავნ გული ჩემი მარტოდ თქუენ ზედა; უკუეთუ
მიცემად მოხუედით მტერთა ჩუენთა არა ჭეშმარიტითა ჴელითა, იხილოს ღმერთმან
მამათა თქუენთამან და გამხილენ თქუენ. |
18 |
მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა:
მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა,
რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა
ჩააბარა. |
18 |
და სულმან უფლისამან განაძლიერა ამასია, მთავარი იგი
ოცდაათთა, და თქუა: ვიდოდე, დავით, ძეო იესესო, მშჳდობა შენდა და მშჳდობაჲ
შემწეთა შენთა! რამეთუ შეგეწია შენ ღმერთი შენი. და შეიერთნა იგინი დავით
მის თანა და დაადგინნა იგინი მთავრად ძლიერებისა. |
19 |
მენაშესგანაც მიემხრნენ დავითს, როდესაც იგი
ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი,
რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი:
თქვეს, ჩვენდა საზიანოდ თავის ბატონ საულს მიემხრობაო. |
19 |
და მანასესგანნი მოადგეს დავითს, მოსლვასა მას
უცხოთესლთასა საულის ზედა ბრძოლად და არა შეეწივნეს მათ, რამეთუ ზრახვა
ესრეთ იყო ერისთავთა მათგან უცხოთესლთასა, რამეთუ თქუეს: თავებითა მათ
კაცთათა მივიქცეთ უფლისა ჩუენისა საულისა. |
20 |
როდესაც ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი,
იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიაჰუ, ცილათი - მენაშელთა
ასისთავები. |
20 |
მისულასა მას მისსა სეკელაკად მოადგეს მას მანასესგანი:
იდანა, და იოზაბად, და იედიელ, და მიქაელ და იოზაბედ, და ელიუ, და სელათი,
მთავარნი ათასეულთანი მანასესნი. |
21 |
ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში,
რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ. |
21 |
და ესენი ბრძოდეს დავითის თანა გედდურს, ისწრაფეს,
რამეთნუ ძლიერ იყუნეს ყოველნი ძალითა და იყუნეს წინამძღუარ ერსა მას ზედა
ძალითა. |
22 |
დღიდან დღემდე მიედინებოდნენ დავითთან და ეხმარებოდნენ,
ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა. |
22 |
რამეთუ დღითი დღედ მოვიდოდეს დავითისა ძალად დიდად,
ვითარცა ძალი ღმრთისაჲ. |
23 |
აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც
დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო
გადაეცათ მისთვის. |
23 |
და ესე არს სახელები მთავართა მათ ერისათა, რომელნი
მოვიდეს დავითისა ქებრონად, მოქცევად მეფობაჲ საულისა მისა, სიტყჳსა მისებრ
უფლისა: |
24 |
იუდიანები, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი
იყვნენ, საომრად აღჭურვილნი. |
24 |
ძენი იუდასნი, ფაროსანნი და ლახუროსანნი ექუს ათას და
რვაასნი, ძლიერნი ძალითა წყობასა; |
25 |
სიმონიანთაგან შვიდიათას ასი მამაცი მოყმე იყო. |
25 |
ძენი სჳმიონისნი, ძლიერნი ძალითა წყობასა შჳდ ათას და ას; |
26 |
ლევიანთაგან - ოთხიათას ექვსასი. |
26 |
ძენი ლევისნი - ოთხ ათას და ექუსას; |
27 |
ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან სამიათას
შვიდასი ახლდა. |
27 |
და იუდა, მთავარი აჰრონისი, ძეთა მისთა თანა სამ ათას და
შჳდასნი; |
28 |
ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს ოცდაორი
მეთაური ჰყავდა. |
28 |
და სადუკ, ჭაბუკი ძლიერი ძალითა, და მამულისაგან მისისა მთავარნი ოცდაორი;
|
29 |
საულის ძმები ბენიამინიანთაგან სამიათასნი იყვნენ. მათგან
დიდი წილი საულის სახლში დარჩა. |
29 |
და ძეთაგან ბენიამენისთა, ძმათა საულისთა, რიცხჳ სამ
ათას; - და მერმე სხუანი უმრავლესნი მათგანნი ხედვიდესღა საცოსა სახლისა
საულისასა. |
30 |
ეფრემიანები ოციათას რვაასნი იყვნენ - მამაცი მოყმენი და მამისსახლთა სახელოვანი
ვაჟკაცები.
|
30 |
და სახლისაგან ეფრემისი ოცი ათასი და რვაასი, ძლიერნი
ძალითა კაცნი სახელოვანნი სახლად მამათა მათთა; |
31 |
მენაშეს ტომის ნახევრიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ,
რომელნიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ. |
31 |
და კერძოსაგან ნათესავისა მანასესისა ათურამეტი ათასი,
რომელთა სახელ-ედვა მათ სახელით მეფე-ყოფა დავითისა; |
32 |
ისაქარიანთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ
დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს.
ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა. |
32 |
და ძეთაგან ისაქარისთა, რომელთა იცოდეს გულისხმის-ყოფა
ჟამთა და უწყოდეს, რაჲ-იგი ყოფად ღირს არს ისრაჱლთა სამთავროსა თჳსსა
ორასნი, და ყოველნი ძმანი მათნი მათ თანა; |
33 |
ზაბულუნიდან საბრძოლველად გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ
დარაზმულნი ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასი, რათა
უორგუღოდ დახმარებოდნენ. |
33 |
და ზაბულონისგანნი, რომელნი გამოვიდოდეს წყობასა
ბრძოლისასა ყოვლითა საჭურველითა და საბრძოლითა ერგასის ათას, შეწევნად
დავითისა არა ჴელითა ცალიერითა. |
34 |
ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი
ფარ-შუბოსნის თანხლებით. |
34 |
და ნეფთალემისგანნი მთავარნი - ათას და მათ თანა
ფაროსანნი და ლახუროსანნი ოცდაათჩჳდმეტ ათას; |
35 |
დანიდან იყვნენ ოცდარვაათას ექვსასნი, საომრად
დარაზმულნი. |
35 |
დანის ნათესავისაგანნი განწყობილნი ბრძოლასა ოცდარვა ათას
და ექუსას; |
36 |
აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული
გამოდიოდა. |
36 |
ასერის ტომისაგანნი, გამომავალნი შემწედ ბრძოლასა ორმოცი
ათასი; |
37 |
იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან
და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი
ათასი. |
37 |
და წიაღ იორდანისა, რუბენის ტომისა და გადისი და კერძოსა
ნათესავისა მანასესი, ყოვლითა ჭურითა და საბრძოლითა ას და ოც ათას. |
38 |
ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი
გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი
დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად. |
38 |
ყოველნი ესე კაცნი მბრძოლნი, რომელნი ეწყვებოდეს წყობასა
სულითა მშჳდობისათა და მოვიდეს ქებრონად მეფობად დავითისა ყოველსა ისრაჱლსა
ზედა. და ნეშტი იგი ისრაჱლისა გულითა ერთითა იყუნეს მეფობად დავითისა. |
39 |
სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ. ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან
მათ ძმებს ყველაფერი მათთვის მოემზადებინათ. |
39 |
და იყუნეს მუნ სამ დღე. ჭამდეს და სუმიდეს, რამეთუ
მოუმზადეს მათ ძმათა მათთა |
40 |
ასევე მათ მეზობლებს, ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის
ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით
სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი ხარ-ძროხა
და ცხვარი. ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში. |
40 |
და მომძღურეთა მათთა, ვიდრე ისაქარითგან და ზაბულონით და
ნეფთალემით მოართმიდეს მათ აქლემებითა და ჯორებითა და ვირებითა და
აზავრებითა საზრდელსა: ფქჳლსა და ლეღჳსკუერსა, სკიჭსა და ღჳნოსა, ზეთსა,
ჴბოსა და ცხოვარსა მრავლად, რამეთუ სიხარული იყო ისრაჱლსა. |