1 |
გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები და ნაძვის ძელები, კედლის
მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.
|
1 |
და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი
ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.
|
2 |
მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ
აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო. |
2 |
და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან
ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს
ისრაჱლისა. |
3 |
კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ
შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. |
3 |
მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე
მერმე დავითს ძეები და ასულები. |
4 |
აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა:
შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი, |
4 |
და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს:
სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ, |
5 |
იბხარი, ელიშუაყი, ელფალეტი, |
5 |
და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ, |
6 |
ნოგაჰი, გეფეგი, იაფიაყი, |
6 |
ნაგებ, ნაფეგ, იაფიე, |
7 |
ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი. |
7 |
ელისამ, ბაელია და ელიბალეტ. |
8 |
შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ
აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. შეიტყო ეს
დავითმა და გამოვიდა მათ წინაშე. |
8 |
და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ
ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა
და განვიდა მიგებებად მათა. |
9 |
მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ. |
9 |
და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას
გმირთასა. |
10 |
დავითი ღმერთს დაეკითხა: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში? მიუგო მას
უფალმა: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
|
10 |
და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე
იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა. |
11 |
ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები
ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს ხოლმე. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს
ბაყალ-ფერაციმი. |
11 |
და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით:
განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს
უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.
|
12 |
იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები; დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი. |
12 |
და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა
დავით დაწვა მათი ცეცხლითა. |
13 |
კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე გაიშალნენ. |
13 |
და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე
შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა. |
14 |
კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. მიუგო ღმერთმა: უკან ნუ
გაეკიდები, გარს მოუარე და თუთების მხრიდან მიადექი. |
14 |
და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას
ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ
იგინი მახლობელად სხალოვანსა მას. |
15 |
როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა
შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი
ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსვრელად. |
15 |
და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას
სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ
მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა. |
16 |
ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან
გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს. |
16 |
და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და
მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე. |
17 |
დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი
შიში მისცა ყველა ხალხს. |
17 |
და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან
მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა. |