1 |
აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი
გაშალა.
|
1 |
და იქმნა თავისა თჳსისა სახლები ქალაქსა დავითისსა და განმზადა ადგილი კიდობნისა
მისთჳს უფლისა და უქმნა მას კარავი.
|
2 |
მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ზიდოს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია
უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და სამარადისო მსახურებად. |
2 |
მაშინ თქუა დავით: არა ვისი არს აღება კიდობნისა მის
ღმრთისა, არამედ ლევიტელთა, რამეთუ იგინი გამოირჩივნა უფალმან აღებად
კიდობნისა მის უფლისა და მსახურებად ღმრთისა მისა საუკუნოდ. |
3 |
შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ
დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო
გამზადებული. |
3 |
და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი იერუსალჱმად აღმოღებად
კიდობნისა მის უფლისა ადგილსა მას, რომელი განმზადა მისთჳს. |
4 |
შეყარა დავითმა აარონიანები და ლევიანები. |
4 |
და შეკრიბნა დავით ყოველნი ძენი აჰრონისნი და ლევიტელნი, |
5 |
კეჰათიანთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი - ასოცი
კაცი. |
5 |
ძენი კაათისნი: ურიელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცნი, |
6 |
მერარიანთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი - ორასი
კაცი. |
6 |
და ძეთაგან მერარისთანი - საიას მთავარი და ძმანი მისნი
ორასერგასისნი, |
7 |
გერშომიანთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები - ასოცდაათი
კაცი. |
7 |
და ძეთაგან გერსონისნი - იოელ მთავარი და ძმანი მისნი
ასოცდაათნი, |
8 |
ელიცაფანიანთაგან: სარდალი შემაყია და მისი მოძმენი -
ორასნი. |
8 |
და ძეთაგან ელისაფასნი - სემეა მთავარი და ძმანი მისნი
ორასნი, |
9 |
ხებრონიანთაგან: სარდალი ელიელი და მისი მოძმე - წინწილებს ახმიანებდნენ. |
9 |
ძეთაგანნი ქებრონისნი - ელიელ მთავარი და ძმანი მისნი
ოთხმეოცნი, |
10 |
ყუზიელიანთაგან: სარდალი ყამინადაბი და მისი მოძმენი -
თორმეტნი. |
10 |
ძეთაგან ოზიელისთა - ამინადაბ მთავარი და ძმანი მისნი ასდათორმეტნი, |
11 |
მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას,
იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს
|
11 |
და მოუწოდა დავით სადუკს და აბიათარს მღდელთა და ლევიტელთა: ურიელს, და საიას,
და იოელს, და სემეიას, და ელიელს და ამინადაბს,
|
12 |
და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და
თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ
ადგილას. |
12 |
და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მთავარნი ტომთა ლევიტელთანი,
განიწმიდენით თქუენ და ძმანი თქუენნი და აღიღეთ კიდობანი ღმრთისა
ისრაჱლისა, სადა-იგი განუმზადე მას. |
13 |
რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა,
შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხბოდით მას. |
13 |
ანუ არა უწინარეს ყოფისა თქუენისა განკუეთა ჩუენ შორის
ღმერთმან ჩუენმან, რამეთუ არა ვეძიებთ მას სამართლითა? |
14 |
განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის,
ისრაელის ღმერთის კიდობანი. |
14 |
და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, რათა აღიღონ
კიდობანი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ. |
15 |
ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს
ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით მხრებზე შეიდგეს. |
15 |
და აღიღეს ძეთა ლევიტელთა კიდობანი იგი ღმრთისაჲ,
ვითარცა-იგი ამცნო მოსე სიტყჳთა ღმრთისაჲთა წერილისა მისებრ აღსაღებელითა
მით მჴრითა მათითა. |
16 |
დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები
დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით,
წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ. |
16 |
და ჰრქუა დავით მთავართა მათ და ლევიტელთა: დაადგინენით
ძმანი თქუენნი მგალობელნი ფსალმუნითა, სტჳრითა და საგალობელითა, ნესტჳთა,
და ფანდურითა, და წინწილითა, ჴმითა მაღლითა და ჴმითა სიხარულისაჲთა. |
17 |
ლევიანებმა დააყენეს: ჰიმან იოელის ძე, მის მოძმეთაგან
ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი მოძმეების, მერარის ძეთაგან ეთან კუშიაჰუს
ძე. |
17 |
და დაადგინნეს ლევიტელთა ემან, ძე იოელისი, ძმათაგან
მისთა- ეთან, ძე კისესი, |
18 |
მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორეხარისხისანი: ზაქარიაჰუ,
ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუზი, ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ,
მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარისმცველნი. |
18 |
და მის თანა ძმანი მათნი მეორენი: ზაქარია, და იოელ, და
სემირანოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და ბანეა, და მაასია, და
მატათია, და ელიფალა, და მაზელია, და აბდედომ, და იელიელ და ოოზია,
მეკარენი. |
19 |
მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს
ახმიანებდნენ. |
19 |
და მგალობელნი: ემან, და ასაფ, და ეთან წინწილითა
რვალისათა სასმენელ-ყოფად, |
20 |
ხოლო ზაქარია, ყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი,
ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენიაჰუ ქნარს ქალწულურ ჰანგზე. |
20 |
და ზაქარია, და ოზიელ, და სემირამოთ, და იელიელ, და
ანანია, და ელიაბ, და მასეა, და ნათია ნესტჳთა, და ალემოთად, |
21 |
მათითიაჰუ, ელეფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ ებნებს, რვა
სიმიანს, სალოტბაროდ.
|
21 |
და მატათია, და ელიფანეა, და მაკელია, და აბდედომ, და იეიელ, და ოზია ამასენით
ებნითა განძლიერებად,
|
22 |
ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად
განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო. |
22 |
და ქონენია, მთავარი ლევიტელთა, მთავარი გალობათა, რამეთუ
გულისხმის-მყოფელ იყო, |
23 |
ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ. |
23 |
და ბარაქია და ელკანა, მეკარე კიდობნისა, |
24 |
მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა,
ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე.
ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ. |
24 |
და სობია, და იოსაფატ, და ნათანაელ და ამან, და ზაქარია,
და ბანანია; და ელიეზერ და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუსა წინაშე კიდობნისა
მის ღმრთისა: და აბდედომ და იეია მეკარე კიდობნისა მის ღმრთისა. |
25 |
და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და
ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსაბრძანებლად
ყობედ-ედომის კარ-მიდამოდან. |
25 |
და წინავიდოდა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი და
ათასისთავნი აღმოყვანებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა სახლისაგან
აბედადარისა სიხარულით. |
26 |
ღვთის შეწევნით, იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა უფლის
აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შესწირეს. |
26 |
და იყო განძლიერებასა მას ღმრთისა მიერ მთავართა, რომელთა
აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შესწირვიდეს შჳდსა ზვარაკსა და
შჳდსა ვერძსა. |
27 |
დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა, ასევე ყველა ლევიანს,
კიდობანს რომ მიაბრძანებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს.
დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა. |
27 |
და დავითს შეემოსა სამოსელი ბისონისა, და ყოველთა
ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ვიდოდეს თანა მგალობელნი
და ქონენია მთავარი გალობათა მგალობელთა. და დავითს ემოსა სამოსელი ბისონი. |
28 |
მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს
ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების
დაკვრით. |
28 |
და ყოველსა ისრაჱლსა აღმოაქუნდა კიდობანი იგი სჯულისა
უფლისაჲ სასწაულითა და ჴმითა, სოფერითა, და საყჳრითა და წინწილითა,
ჴმა-სცემდეს ნესტჳთა, ებნითა და სტჳრითა. |
29 |
როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია,
სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და
მროკველი მეფე დავითი და დასცინა მას თავის გულში. |
29 |
და იყო კიდობნისა მის სჯულისა უფლისა მისლვასა მის ვიდრე
ქალაქადმდე დავითისა და მელქოლ, ასულმან საულისმან, გარდამოიხილა
სარკუმელით და იხილა მეფე დავით, როკვიდა რა და იმღერდა და შეურაცხ-ყო იგი
გულსა თჳსსა. |