1 |
ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
|
1 |
და ესე არს სახელები ძეთა ისრაჱლისათა: რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ,
ზაბულონ,
|
2 |
დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი. |
2 |
დან, იოსებ, ბენიამენ, ნეფთალიმ, გად, ასერ. |
3 |
იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის
ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში,
ამიტომ მოაკვდინა იგი. |
3 |
ძენი იუდასნი: ერ და ავნან, სელომ და სამნი ესე ესხნეს
მას სავასგგან, ასულისა ქანანელისა კაცისა. და იყო ერ, პირმშო იგი იუდასი,
უკეთური წინაშე უფლისა, და მოაკუდინა იგი უფალმან. |
4 |
თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ
ხუთი ვაჟი ჰყავდა. |
4 |
და თამარ, სძალმან მისმან, უშვა ფარეზ და ზარა. ყოველნი
ესე ძენი იუდასნი ხუთ. |
5 |
ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული. |
5 |
ძენი ფარეზისნი: ესრომ და ამულ. |
6 |
ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი -
ხუთნი. |
6 |
და ძენი ზარასნი: ზამბრი, და ეთამ, და ემან, და ქალქოლ და
დარა, ესე ყოველნი ხუთ. |
7 |
ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს
უბედურება შეამთხვია. |
7 |
და ძენი ქარმისნი: აქარ, შემაძრწუნებელი ისრაჱლისა, და
რომელმან თუალ-ახუნა შენარჩუენებსა. |
8 |
ეთანის ძე: ყაზარია. |
8 |
ძე ეთამისი: აზარია. |
9 |
ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი. |
9 |
და ძენი ესრომისნი, რომელნი ესხნეს მას: ერმეელ და რამ,
ქალებ და ჰარამ. |
10 |
რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას
ძეთა წინამძღოლი. |
10 |
და არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, მთავარი სახლისა იუდასი. |
11 |
ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი. |
11 |
და ნაასონ შვა სალმან, და სალმან შვა ბოოს. |
12 |
ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე. |
12 |
და ბოოს შვა იობედ, იობედ შვა იესე. |
13 |
იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი,
მესამე - შიმყა, |
13 |
და იესემ შვა ელიაბედ, პირმშო მისი, ამინადაბ მეორე,
საამა მესამე, |
14 |
მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი, |
14 |
ნათანაელ მეოთხე, რადი მეხუთე, |
15 |
მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი. |
15 |
ასომ მეექუსე, დავით მეშვიდე |
16 |
მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
|
16 |
და დაჲ მათი, სარუია, და აბიგია. და ძენი სარუისნი: იოაბ, და აბესა, და ასაელ,
სამნი ესე.
|
17 |
აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი
იყო. |
17 |
და აბიგეა შვა ამესია, და მამა ამესიასი იეთერ,
ისმაიტელი. |
18 |
ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და
იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და
არდონი. |
18 |
და ქალებ, ძემან ესრომისამან, შეირთო გაზუბა დედაკაცი და
შვა იერიოთ, და ესე ძენი სამნი: იოასარ, სობაბ და ორნა. |
19 |
მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან
შეეძინა ხური. |
19 |
და მოკუდა გაზუბა, და შეირთო ქალებ ეფრათ, და უშვა მას
ორ. |
20 |
ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი. |
20 |
და ორ შვა ური. და ური შვა ბესელიელ. |
21 |
მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი
წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი. |
21 |
და ამისა შემდგომად შევიდა ესრომ ასულისა მის მაქირისა, მამისა გალაამისა. და ამან
შეირთო იგი. და იყო სამეოცისა წლისა და უშვა მას სერგუბ. |
22 |
სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას ოცდასამი
ქალაქი ჰქონდა. |
22 |
და სერგუბ შვა იაირ, და იყუნეს ქალაქნი მისნი ოცდასამ
გალაადს. |
23 |
გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი
თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის,
მაქირის ძენი არიან. |
23 |
და დაიპყრეს გესურ და არამ დაბნები იარისი, და კანათი და
დაბნები მისი, სამეოცი ქალაქი, ყოველი ძეთა მაქირისთა მამისა გალადისა. |
24 |
მას შემდეგ, რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის
ცოლს, აბიას შეეძინა აშხური, თეკოაყის მამა. |
24 |
და შემდგომად სიკუდილისა ესრომისა მოვიდა ქალებ ეფრათად
და უშვა მას ასდოდ, მამა თეკვსისი. |
25 |
ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი,
ბუნა, ორენი, ოცემი და ახია. |
25 |
და იყუნეს ძენი იერამელისნი, პირმშოსა ესრომისი: პირმშო
რამ და ბაან. და ძენი გესონისნი: ადამა და ესაბამ, და ეთრან, და ქარან. და
ძენი ასარისნი: ბალაამ, და აზუკამ, და ოვიკამ, და ოკამ, და არან, და ასომ,
ძმა მისი. |
26 |
იერახმეელის სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყაცრა. ის იყო
ონამის დედა. |
26 |
და იყო ცოლი ირამელისი, და სახელი მისი ატარა; ესე არს
დედა უონომისი. |
27 |
იერახმეელის პირმშოს, რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი
და ყეკერი. |
27 |
და იყუნეს ძენი რამისნი, პირმშოსა იერემელისი: მაას, და
იაბინ და აკორ. |
28 |
ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი
და აბიშური. |
28 |
და იყუნეს ძენი ენომისნი: სამა და იადაე. და ძენი
სამაასნი: ნადაბ და აბისურ. |
29 |
აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი. |
29 |
და სახელი ცოლისა მის აბისურისი აბიქეა, და უშვა მას
ზაბარ და მოლიდა. |
30 |
ნედაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა. |
30 |
და ძენი ნაბადისნი: სალად და აფაიმ. და მოკუდა სალა, და
არა ესუა მას შვილი. |
31 |
აფაიმს ყავდა ძე - იშყი. იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი.
|
31 |
და ძენი აფაიმისნი: იესსი. და ძენი იესესნი: სოსან და ძე სოსანისი - აალი.
|
32 |
იადაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი
უშვილოდ მოკვდა. |
32 |
და ძენი ელიასნი, ძმისა აქისამისნი: იეთერ და იონათან. და
მოკუდა იეთერ, და არა ესუა მას შვილი. |
33 |
იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმელის ძენი
იყვნენ. |
33 |
და ძენი იონათანისნი: ფელეთ და ოზამ. ესენი იყუნეს ძენი
რამელისნი. |
34 |
შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშეთს
ეგვიპტელი მორჩილი ჰყავდა, სახელად იარხაყი. |
34 |
და არა ესხნეს სოსანს ძენი, არამედ ასულნი. და სოსანისი
იყო მონა მეგჳპტელი, და სახელი მისი იოქელ. |
35 |
შეშეთმა თავისი ასული თავის მორჩილს, იარნაყს, მისცა
ცოლად. მას შეეძინა ყათაი. |
35 |
და მისცა სოსან ასული თჳსი იექეელს, მონასა თჳსსა, ცოლად
და უშვა ეთთი. |
36 |
ყათაიმ შვა ნათანი; ნათანმა შვა ზაბადი. |
36 |
და ეთთი შვა ნათან და ნათან შვა ზაბედ. |
37 |
ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი. |
37 |
და ზაბედ შვა ოფლალ, და ოფლალ შვა ობედ. |
38 |
ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია. |
38 |
და ობედ შვა იევუდ, და იევუდ შვა აზარია. |
39 |
ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა. |
39 |
და აზარია შვა ქელეს, და ქელეს შვა ელეასა. |
40 |
ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი. |
40 |
და ელეასა შვა სოსომე, და სოსომე შვა სალუმ. |
41 |
შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი. |
41 |
და სალუმ შვა იექონია, და იექონია შვა ელისამან. |
42 |
იერახმეელის ძმის, ხალების ძენი: მისი პირმშო მეშაყი, ეს
არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის ძენი. |
42 |
და ძენი ქალებისნი, ძმისა იერიმელისნი: მარსა, პირმშო
მისი. ესე არს მამაჲ ზიფისა, და ძენი მარსასნი, მამისა ქებრონისნი. |
43 |
ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი.
|
43 |
და ძენი ქებრონისნი: კორეე და თაფ და როკომ და სემაა.
|
44 |
შემაყმა შვა რახამი, იარკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი. |
44 |
და სემაა შვა რემ, მამაჲ იერკანისი, და იერკან შვა
სალამა. |
45 |
შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა. |
45 |
და ძე მისი მეონ, მამა ბეთსურისი. |
46 |
ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცავი და
გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი. |
46 |
და გეფა, ხარჭმან ქალებისმან, შვა არრან და იოსან და
გესუვი. |
47 |
იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და
შაყაფი. |
47 |
და ძენი იადანისნი: რეგემ და იოათამ და გერსომ და ფალეგ
და გეფა და საგაფ. |
48 |
ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა, |
48 |
და ხარჭმან ქალებისმან, მოქა, შვა სიბერ და თექნა. |
49 |
მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა შევა.
ქალების ასული ყაქსა. |
49 |
და შვა საგაფ, მამაჲ მაგენისი, სულ, მამა მაქაებენასი და
მამა ბალისი. და ასული ქალებისი - აქსაბ. |
50 |
ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას
პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა, |
50 |
ესენი იყუნეს ძენი ქალებისნი: ძენი ორისნი, პირმშოსა
ეფრათასნი, სობალ, მამაჲ კარიათიარიმისი, |
51 |
სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადელისა. |
51 |
სალმონ, მამა ბეთელომისი, მამა ბეთლემონისი, არი, მამა
ბეთეგოვრისი. |
52 |
შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები - ჰაროე
და ხაცი-ჰამენუხოთი. |
52 |
და ესხნეს ძენი სობალს, მამასა კარიათიმისსა, რომელი
ხედვიდა ნაწილსა განსუენებისასა. |
53 |
კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრიელნი, ფუთიელნი,
შუმათიელნი და მიშრაყიელნი. მათგან გამოვიდნენ: ცორყელნი და ეშთაოლელნი. |
53 |
და ნათესავისაგან კარიათიმისა: ეთაილიმ, მეფითინ,
სამათით, ემასარიმ, ამათგან გამოვიდეს სარათეველნი და ესთაულელნი. |
54 |
სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათიელნი, ყატრო-ბეთ-იოაბი,
ხაცი-ჰამანახთი, ცორყიელნი. |
54 |
ძენი სალომისნი: ბეთლემი და ნეტუფატი, ატაროთი, სახლისა
იოაბისი და ზოგი მანაათისა - ესარა. |
55 |
იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი,
შიმყათიელნი, სუქათიელნი. ესენი კინიელნი არიან, ბეთ-რექაბას მამის,
ხამათის, შთამომავლები. |
55 |
მამათა მწიგნობართა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს იაბესსა:
აგათიმელნი და სუქმითელნი და სამათიმელნი. ესე არიან სახლნი, რომელნი
მოვიდეს ემათით, მამისა სახლისა რექაბისნი. |