1 |
როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
|
1 |
დავით მოხუცებულ იყო დღეთა და სავსე სიბერითა. და მეფე ყო სოლომონ, ძე მისი, მის
წილ ისრაჱლსა ზედა.
|
2 |
თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს. |
2 |
და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, მღდელნი და
ლევიტელნი. |
3 |
აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა
სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი. |
3 |
და აღრიცხეს ლევიტელნი ოცდაათით წლითგანნი და უჟეშთაესი.
და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა კაცისა ოცდაათურამეტ ათას. |
4 |
აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა,
ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ. |
4 |
ამათგანნი იყუნეს საქმესა ზედა მდგომელნი საქმესა მას
სახლისა უფლისასა ოცდაოთხი ათასი, და მწიგნობარნი და მსაჯულნი ექუს ათასნი, |
5 |
ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით
ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა. |
5 |
და ოთხ ათასნი მეკარენი და ოთხ ათასნი მაქებელად უფლისა
ქნარითა, რომელნი იყუნეს მაქებელად უფლისა. |
6 |
დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კეჰათის და მერარის ძეთა
დასებად დაჰყო. |
6 |
და განუყუნა იგინი დავით უფალსა მდღევრად მსახურებად ძეთა
ლევისთა: გეთსონს, კაათს და მერარის, |
7 |
გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი. |
7 |
და გერსონს და ელიადა და სემის, |
8 |
ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი - სამნი. |
8 |
ძესა ლეადასსა, მთავარსა ისრაჱლისსა, და ზეთომს და იოელს; |
9 |
შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ხარაში - სამნი. ესენი
არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები. |
9 |
ძენი სემესნი: სალომილ და ზიელ და არან. სამნი ესე იყუნეს
მთავარნი ტომთანი ელიადანისა. |
10 |
შიმყის ძენი: იხათი, ზიზა, იეყუმში და ბერიყა. ესენი
არიან შიმყის ძენი - ოთხნი. |
10 |
და ძეთა სემეისთა: იეთ და ზიზა და იოას, და ბერია. ესენი
სემეისნი ოთხნი. |
11 |
იახათი უფროსი იყო, ზიზა - მომდევნო. იეყუშსა და ბერიყას
ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ. ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს
შეადგენდნენ. |
11 |
და იყო იეთ მთავარ და ზიზა შემდგომ, და იოას და ბერია.
არა მრავალ იყუნეს შვილითა და იყუნეს სახლად მამულთა აღსახილავად ერთად. |
12 |
კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი - ოთხნი.
|
12 |
და ძენი კაათისნი: ამბრამ, და ისარ, და ქებრონ, და ოზიელ - ოთხნი.
|
13 |
ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის
გამოირჩია, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი
სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ
მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ. |
13 |
და ძენი ამბრამისნი: ჰარონ და მოსე. და განიჩინა აარონ
სიწმიდედ წმიდაჲ წმიდათასა იგი და ძენი მისნი ვიდრე საუკუნოდ კმევად
საკუმევლისა წინაშე უფლისა და მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე
საუკუნოდ საუკუნედმდე; |
14 |
მოსე ღვთისკაცი იყო. მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს. |
14 |
და მოსე, კაცი ღმრთისაჲ, და ძენი მისნი იწოდნეს ტომად
ლევისა. |
15 |
მოსეს ძენი: გერშომი, ელიყეზერი. |
15 |
ძენი მოსესნი: გერსამ და ელიეზარ; |
16 |
გერშომის ძენი: შებუელი - უფროსი. |
16 |
ძენი გერსამისნი: სუბელ. |
17 |
ელიყეზერის ძენი იყვნენ: რეხაბია, უფროსი. ელიყეზერს მეტი
შვილი არც ჰყოლია. რეხაბის ძენი კი ძალიან გამრავლდნენ. |
17 |
და იყუნეს ძენი ელიეზარისნი: რაბია მთავარი და არა იყუნეს
ელიეზარისნი ძენი სხუანი. ძენი რაბიასნი აღორძინდეს სიმაღლედ; |
18 |
იცჰარის ძენი: შელომითი - უფროსი. |
18 |
და ძენი საარისნი: საულ და მოე მთავარნი. |
19 |
ხებრონის ძენი: იერიაჰუ - უფროსი, ამარია - მეორე,
იახაზიელი - მესამე, იეკამაყი - მეოთხე. |
19 |
და ძენი ქებრონისნი: იერია მთავარი, ამარია შემდგომი,
იაზიელ მესამე, იეკემიეს მეოთხე; |
20 |
ყუზიელის ძენი: მიქა - უფროსი, იშია - მეორე. |
20 |
ძენი ოზიელისნი: მიქა მთავარი და ესეა შემდგომი; |
21 |
მერარის ძენი: მახლი და მუში. მახლის ძენი: ელყაზარი და
კიში. |
21 |
ძენი მერაარისნი: მოოლი და მუსი. და ძენი მოოლისნი:
ელეაზარ და კის. |
22 |
ელყაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები
დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს. |
22 |
და მოკუდა ელეაზარ. და არა ესხნეს მას ძენი, არამედ
ასულნი. და მიიყუანნეს იგინი ძეთა კისისთა, ძმათა მათთა; |
23 |
მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერემოთი - სამნი.
|
23 |
ძენი მუსისნი: მოლი, და ედერ, და არიმოთ - სამნი.
|
24 |
აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით,
მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით
აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი
წლის ასაკს გადაცილებულნი. |
24 |
ესე ძენი ლევისნი სახლად და მამათა მათთა. მთავარნი
ტომთანი იყუნეს ესენი ახილვისაებრ მათისა, მსგავსად რიცხჳსა სახელებისა
მათისა თავად-თავადისა მათისა ჰყოფდეს საქმესა მსახურებისა სახლისა
უფლისასა, ოცით წლითგან და უზეშთაესი. |
25 |
ვინაიდან თქვა დავითმა: უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა
ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი სამარადისოდ. |
25 |
და ჰრქუა დავით: განუსუენა უფალმან ღმერთმან ერსა თჳსსა
ისრაჱლსა და დაემკჳდრა ისრაჱლი ვიდრე საუკუნედ. |
26 |
აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად
სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება. |
26 |
და ლევიტელთა მათ არა მოვლო კარავი იგი, არცა ყოველი
ჭურჭელი სამსახურებელად მისა; |
27 |
დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოცი
წლის ასაკს გადაცილებული ლევიანები. |
27 |
რამეთუ სიტყჳთა დავითისითა უკუანასკნელითა არს რიცხჳ ძეთა
ლევისთა ოცით წლითგანნი და უზეშთაესი. |
28 |
ისინი უნდა მდგარიყვნენ აარონიანთა გვერდით, ემსახურათ
უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და
აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური, |
28 |
რამეთუ დაადგინნა იგინი ჴელსა ქუეშე არონისსა მსახურებად
სახლსა შინა უფლისასა, ბჭეებსა და ტაძრებსა, განრჩევად ყოველსა წელსა და
მსახურებასა სახლისა ღმრთისასა, |
29 |
ეზრუნათ საწირ პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე
და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე, |
29 |
პურთა წინაშე დასაგებელთა და სამინდოსა შესაწირავისა და
ლელანგოსა, უცომოსა ტაბაკსა და შესვარულსა ზეთითა სამინდოსა, და ყოველსა
საწყაულსა, |
30 |
დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე, |
30 |
და წარდგომად განთიად და ქებად და აღსარებად უფლისა, და
ეგრეცა მწუხრი |
31 |
ყოველგვარ აღსავლენებზე უფლისათვის შაბათობით,
ახალმთვარობების და დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც
მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად, |
31 |
ყოველთა ზედა შესაწირავთა ყოვლად დასაწველთა უფლისათა,
შაბათთა შინა, და ახალთათჳს თავთა და დღესასწაულთა რიცხჳსაებრ და
სამართლისაებრ მათ ზედა მარადის უფლისა. |
32 |
რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ,
დადგენილება საწმიდარის შესახებ და დადგენილება აარონიანთა, მათი ძმების
შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად. |
32 |
და სცვიდეთ საცავსა მას კარვისა საწამებელისასა და ძეთა
არონის, ძმისა მათისათა, ხოლო მსახურებდეს სახლსა შინა უფლისასა. |