1 |
დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და
იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი
რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
|
1 |
და დაადგინნა მეფემან დავით მთავართა ძლიერებისათა საქმესა ზედა ძეთა თანა
ასაფისთა ემან და იდითუმ, შემასხმელნი ქნარითა და ებნითა და წინწილითა. და იყო
რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა, მოქმედთა საქმისა მათისთა.
|
2 |
ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, აშარელა - ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის
ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ. |
2 |
ძენი ასაფისნი: ზაქურ და იოსეფ და ნათანა და იესიელ, ძენი
ასაფისნი, მახლობელად მეფისა. |
3 |
იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია,
ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ,
რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს. |
3 |
და იდითუნს და ძენი იდითუნისნი: გოდოლია და სური, და ეიმ
და სემეი, და ასაბია და მატათია ექუსნი მამისა მათისა თანა იდითუმისა
ქნარითა ცემად, აღსარებად და ქებად უფლისა. |
4 |
ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი,
შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი,
იაშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი. |
4 |
და ძენი ემანისნი: ბოკია, და მათთანია, და ოზიელ, და
სუბაელ და ერიმუთ ანანია, და ანან და ელია და გედოლათა და რომეთი, ეზერ და
სებეკათან, და მელამოთ, და იოთირი და მაზიოთ, |
5 |
ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის მისანი
იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად.
ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა. |
5 |
ესე ყოველნი ძენი ემანისნი ქნარითა ცემასა წინაშე მეფისა
და სიტყჳთა ღმრთისაჲთა აღმაღლებად რქა. და მისცნა ღმერთმან ემანს ძენი
ათხუთმეტნი და სამნი ასულნი, |
6 |
ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის
სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის
გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით. |
6 |
ესე ყოველნი მამისა მათისა თანა გალობად სახლსა შინა
უფლისასა წინწილითა, ნესტჳთა და ებნითა მახლობელად მეფისა, ასაფ და იდითუნ
და ემან. |
7 |
უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა
რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა. |
7 |
და იყო რიცხჳ მათი ძმათა მათ სწავლულნი გალობად უფლისა.
ყო- ველნი გულისხმისმყოფელნი ორას ოთხმეოცდარვა. |
8 |
სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და
პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ. |
8 |
და განიგდეს ამათაცა წილი დღითიდღედ მსახურებისა
მცირისაებრ და დიდისა სრულთა და მოსწავლეთა. |
9 |
პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის, მეორე -
გედალიაჰუს; იგი, მისი ძმები და შვილები - თორმეტნი. |
9 |
და გამოუჴდა წილი პირველი ასაფსა და ძეთა მისთა და ძმათა
მისთა. იოსეფ პირველი, გოდოლია მეორე და ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ, |
10 |
მესამე - ზაქურს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
10 |
მესამე ზაქურ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ. |
11 |
მეოთხე - იცრის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
11 |
მეოთხე იეზრი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ. |
12 |
მეხუთე - ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
12 |
და მეხუთე ნათანია და ძენი მისნი და ძმანი მისნი, -
ათორმეტ. |
13 |
მეექვსე ბუკიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
13 |
მეექუსე ბოკიას და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ. |
14 |
მეშვიდე - იეშარელას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
|
14 |
მეშჳდე ესოელ, ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.
|
|
|
15 |
მერვედ იოსია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ. |
15 |
მეცხრე - მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
16 |
მეცხრედ მათანი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ. |
16 |
მეათე - შიმყას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
17 |
მეათედ სემეი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ. |
17 |
მეთერთმეტე - ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
18 |
მეათერთმეტედ ეზდრიელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი -
ათორმეტ. |
18 |
მეთორმეტე - ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
19 |
მეათორმეტედ ასაბია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
19 |
მეცამეტე - შუბაელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
20 |
მეათცამეტედ სუბაელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
20 |
მეთოთხმეტე - მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
21 |
მეათოთხმეტედ მატთა, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
21 |
მეთხუთმეტე - იერემოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
22 |
მეათხუთმეტედ იერიმუთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
22 |
მეთექვსმეტე - ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი -
თორმეტნი. |
23 |
მეათექუსმეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი -
ათორმეტ. |
23 |
მეჩვიდმეტე - იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი- თორმეტნი. |
24 |
მეათჩჳდმეტედ იეზბაკათან, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
24 |
მეთვრამეტე - ხანანის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
25 |
მეათურამეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
25 |
მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
26 |
მეათცხრამეტედ მალეთი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
26 |
მეოცე - ელიათას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
27 |
მეოცედ ელიათ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ. |
27 |
ოცდამეერთე - ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი -თორმეტნი. |
28 |
ოცდამეერთედ იეთირი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
28 |
ოცდამეორე - გიდალთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
29 |
ოცდამეორედ გეელოი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |
29 |
ოცდამესამე - მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. |
30 |
ოცდამესამედ მააზოთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, ათორმეტ. |
30 |
ოცდამეოთხე - რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი -
თორმეტნი. |
31 |
ოცდამეოთხედ რომიეთეზე, ძმანი მისნი და ძენი მისნი, -
ათორმეტ. |