1 |
კარისმცველთა დასები. კორხიელთაგან: მეშელემიაჰუ კორეხის ძე - ასაფის ძეთაგან.
|
1 |
განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა.
|
2 |
მეშელემიაჰუს ძენი: ზექარია - პირმშო, იედიყაელი - მეორე, ზებადიაჰუ - მესამე,
იათნიელი - მეოთხე, |
2 |
და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე,
აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ |
3 |
ყელამი - მეხუთე, იეჰოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი -
მეშვიდე. |
3 |
მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე. |
4 |
ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი -
მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე. |
4 |
და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ
მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე, |
5 |
ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე, ფეყულთაი - მერვე,
რადგან ღმერთმა აკურთხა იგი. |
5 |
ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ
აკურთხა იგი უფალმან. |
6 |
მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს
განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. |
6 |
და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი
ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს. |
7 |
შემაყიას ძენი: ყათნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი
ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ. |
7 |
ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და
აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და
ისბაკობ. |
8 |
ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი
ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი
ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა. |
8 |
ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და
ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი
აბდედომს. |
9 |
მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა, მაგარი ვაჟკაცები,
ჰყავდა. |
9 |
და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ. |
10 |
ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი
იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა); |
10 |
და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და
სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან
მთავარ. |
11 |
ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარიაჰუ -
მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა. |
11 |
ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე
ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ. |
12 |
კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის
სახლში სამსახურის გასაწევად.
|
12 |
ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად
ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა.
|
13 |
ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე
პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. |
13 |
განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და
სახლად მამათა მათთა ბჭეთა. |
14 |
აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს
ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე
შეხვდა. |
14 |
და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და
ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს
წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ, |
15 |
ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს -
საკუჭნაო. |
15 |
აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე
სახლსა ასაფისასა. |
16 |
შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის
ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას. |
16 |
მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით
აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით. |
17 |
აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით დღეში ოთხი
იდგა, სამხრეთით დღეში ოთხი იდგა, საკუჭნაოსთან კი ორ-ორი. |
17 |
ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და
სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით, |
18 |
ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად
ფარბართან კი - ორნი. |
18 |
დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით, |
19 |
აჰა, კორახისა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები. |
19 |
ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა
მერარისთა. |
20 |
ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი
ნივთების საგანძურს დარაჯობდა. |
20 |
და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა
განწმედილთასა, |
21 |
ლაყდანის ძენი, გერშუნელთა ძენი ლაყდანისგან, მამისსახლის
თავკაცები ლაყდან გერშუნელისგან: იეხიელი. |
21 |
ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა
ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ, |
22 |
იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის სახლის
საგანძურს დარაჯობდნენ. |
22 |
და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა
ზედა სახლისა უფლისათა, |
23 |
ყამრამელებისგან, იცჰარელებისგან, ხებრონელებისგან და ყაზიელებისგან იყო:
|
23 |
ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ,
|
24 |
შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, რომელიც საგანძურის
ზედამხედველი იყო. |
24 |
და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა
ზედა, |
25 |
მისი ძმები ელიყეზერისგან: მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე
იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე შელომითი. |
25 |
და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე
მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი, |
26 |
ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა
მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა,
ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს. |
26 |
ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა
წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და
ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა, |
27 |
ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის
შესანახად. |
27 |
რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და
განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა, |
28 |
ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის
ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი
შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო. |
28 |
და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა.
და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა
სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა
მისთათა, |
29 |
იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო
სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად. |
29 |
ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და
ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად, |
30 |
ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი
ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან
დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი
სამსახურისთვის. |
30 |
ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი,
ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა
დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა, |
31 |
ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ
გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და
მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში. |
31 |
ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა
მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე
აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა
გალაადისასა. |
32 |
მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ -
მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და
მენაშეს ტომის ნახევარში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო
საქმისთვის. |
32 |
და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას
მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და
გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და
სიტყუასა მეფისასა. |