
| 
|
პირველი ნეშტთა
თავი მესამე
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინნენ მას: პირმშო ამონი,
ახინოყამ ისრაელიანისგან, მეორე - დანიელი, აბიგაილ ქარმელელისგან,
|
1 |
და ესენი იყუნეს ძენი დავითისნი, რომელნი ესხნეს მას ქებრონს: პირმშო ამონ
აქინამასაგან იეზრაიტელისა; მეორე - დალუა, აბიგეასგან კარმელისა.
|
2 |
მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი, მეოთხე - ადონია,
ხაგითის ვაჟი. |
2 |
მესამე - აბესალომ, ძე მოქასი, ასულისა თოლმისი, მეფისა
გესურისა; მეოთხე - ადონია, ძე ანგითისი. |
3 |
მეხუთე - შეფატია, აბიტალისგან, მეექვსე - ითარეყამი,
ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან. |
3 |
მეხუთე - საფატია აბიტალისგან; მეექუსე იეთრამ,
აგალისგან, ცოლისა მისისა. |
4 |
ექვსნი შეეძინნენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე
იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი - იერუსალიმში. |
4 |
ესენი ესხნეს ქებრონს; და იმეფა მუნ შჳდ წელ და ექუს თთუე
და ოცდაათცამეტ წელ მეფობდა იერუსალჱმსა. |
5 |
ესენი შეეძინნენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი,
სოლომონი - ოთხნი ბათშუაყისგან, ყამიელის ასულისგან. |
5 |
და ესენი ესხნეს მას იერუსალჱმს: სამაა, სობაბ, ნათან და
სოლომონ ბერსაბესგან, ასულისა ამელისა, |
6 |
იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი, |
6 |
იებაარ, და ელისაუ. |
7 |
ნოჰაგი, ნეფეგი, იაფიაყი, |
7 |
და ელიფალეტ, და ნაგებ, და ნაფეკ, და ნაფია, |
8 |
ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეგი - ცხრანი. |
8 |
და ელისამა, და ელიათადა და სოქაინ, |
9 |
სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა; თამარიც მათი და იყო. |
9 |
ყოველნი ესე ძენი დავითისნი ცხრა გარეშე ძეთა ხარჭთა
მისთასა,- და თამარ, დაჲ მათი. |
10 |
სოლომონის ძე რობოამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი
ძე იოშაფატი, |
10 |
და ძენი სოლომონისნი: რობოამ, აბია, ძე მისი, ასა, ძე მისი, იოსაფატ, ძე მისი, |
11 |
მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში, |
11 |
იორამ, ძე მისი, ოზია, ძე მისი, |
12 |
მისი ძე ამაციაჰუ, მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი, |
12 |
ამასია, ძე მისი, აზარია, ძე მისი, იოვას, ძე მისი,
იოთამ, ძე მისი, |
13 |
მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
|
13 |
აქაზ, ძე მისი, ეზეკია, ძე მისი, მანასე, ძე მისი,
|
14 |
მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ. |
14 |
ამონ, ძე მისი, იოსია, ძე მისი, |
15 |
იოშიაჰუს ძენი: პირმშო იოხაზანი, მეორე - იეჰოიაკიმი,
მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი. |
15 |
და ძენი იოსიასი: პირმშო იოაქაზ, მეორე - იოაკიმ, მესამე
- სედეკია, მეოთხე - სალუმ. |
16 |
იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკია. |
16 |
და ძენი იოვაკიმისანი: იექონია, ძე მისი, და სედეკია, ძე
მისი. |
17 |
იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შელათიელი, |
17 |
და ძენი იოქონისნი: ასირ, სალათიელ, ძე მისი. |
18 |
მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი,
ნედაბია. |
18 |
მელქირამ, და ფადია, და სენესარ, და იეკენია, და იოსამოთ
და ნადაბია. |
19 |
ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი:
მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი; |
19 |
და ძენი სალათიელისნი: ზორობაბელ და სემეა. და ძენი
ზორაბაბელისნი: მოსალამოს და ანანია და სალომითი, დაჲ მათი. |
20 |
ხაშუბა, ოჰელი, ბერექია და ხასადია. |
20 |
და ასება, და ოლ, და ბარაქია, და ასადია, და სობედ, -
ხუთნი ესე. |
21 |
ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია. რეფაიას ძენი და არნანის ძენი, ყობადიას ძენი და
შექანიას ძენი. |
21 |
და ძენი ანანიასნი: ფალატია და იესეი, ძე მისი, და რაფაია, ძე მისი, ორნა, ძე მისი,
აბდია, ძე მისი, სექენია, ძე მისი. |
22 |
შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგალი,
ბარიახი, ნეყარია, შეფატი - ექვსნი. |
22 |
და ძე სექენიასი: სამეა. და ძენი სამეასნი: ქატუს, და
იოელ, და ბარია, და ნოადია და საფატ, ექუსნი ესე. |
23 |
ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი - სამნი. |
23 |
და ძენი ნოადიასნი: ელიონე, და ეზეკია და ეზრიკამ, სამნი. |
24 |
ელიოყენაის ძენი: ჰოდაგიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი.
იოხანანი, დელაია, ყანანი - შვიდნი. |
24 |
და ძენი ელიეოასნი: ოდუია, და ელიასიბ, და ფალაგია,
აკკუბ, და იონან, და დალეა, და ანანია, - შჳდნი. |
|
|

|
|