1 |
1. მაშინ სისინესი, კოილე-სირიისა და ფინიკიის მთავარი, ბეთარ-ბოზნაი
და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანების კვალზე
|
1 |
მაშინ სისინი მთავარმან და დიდმან, რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიათ,
და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მის ტაძრისასა,
რაჟამს მოიღეს ბრძანება დარეჰ მეფისაგან,
|
2 |
სათავეში ჩაუდგნენ ამ წმინდა საქმეებს და გულმოდგინედ
ეხმარებოდნენ იუდაელთა უხუცესებს და მღვდელმთავრებს. |
2 |
იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნეს
საქმისა მოდგამთა მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართა. |
3 |
წარმატებით წარიმართა წმინდა საქმე ანგია და ზაქარია
წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით. |
3 |
და განემარჯვებოდა საქმე იგი ტაძრისა მის, და რამეთუ
წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია. |
4 |
და აღასრულეს ეს უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით; |
4 |
და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა მიერ
ღმრთისა ისრაჱლისასა და ბრძანებისაებრ და ნიჭისა კჳროსისა და დარეჰისა და
არტაშერსისა, მეფისა სპარსთასა, წელსა მას მეექუსესა დარეჰ მეფისასა. |
5 |
კიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს - სპარსელ მეფეთა
ნებით სრულ იქმნა წმინდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის
მეფობის მეექვსე წელს. |
5 |
აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა, მეოცესა თთჳსა
ადარისასა, მეექუსესა წელსა შარავანდედობასა დარეჰისასა. |
6 |
შეასრულეს ყველაფერი უცვლელად მოსეს წიგნში
დაწერილისამებრ, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან
დაბრუნებულმა დანარჩენმა ხალხმა, ვინც მიემხრო მათ. |
6 |
და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა და ლევიტელთა
ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო
წიგნთა სჯულისა მოსესთა. |
7 |
შესწირეს უფლის ტაძრის სატფურებისათვის ასი კურატი, ორასი
ვაცი, ოთხასი კრავი; |
7 |
და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისა: ზუარაკები ას, და
ვაცები ორას, და კრავები ოთხას |
8 |
და თორმეტი თხა მთელი ისრაელის ცოდვებისათვის ისრაელის
თორმეტი შტოს მთავართა რიცხვის მიხედვით. |
8 |
და წელიწდეულნი ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაჱლისათა თორმეტ,
რიცხჳსა მისებრ ტომთა და მთავართა მათ ისრაჱლისათა. |
9 |
იდგნენ მღვდლები და ლევიანები, შემოსილნი, შტოთა მიხედვით
უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთა წინაშე, შესაბამისად მოსეს წიგნისა, და
მეკარენი თითოეულ ბჭესთან. |
9 |
და განეწყუნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ და ეცვა მათ ბრჭალამდისი
იგი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ბრძანებულთაებრ წიგნთა მოსესთა და მეკარენი
იგი თჳთვეულად კართა. |
10 |
გაამზადეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა პასექი
პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმედილიყვნენ მღვდლები და
ლევიანები. |
10 |
და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი
უფლისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდეს მღდელნი იგი
და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად. |
11 |
ტყვეობიდან გამოსულთაგან ყველანი არ განწმედილან, რადგან ლევიანები განიწმინდნენ
ყველანი ერთად. |
11 |
და ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს
ლევიტელნი იგი, |
12 |
ამსხვერპლეს პასექი ყველასთვის, ტყვეობიდან
დაბრუნებულთათვის და თავიანთი ძმების, მღვდლებისა და თავიანთი თავისთვის. |
12 |
ყვეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს
ტყუეობისაგან ძმათა თჳსთა, და თჳთ მღდელთა მათ. |
13 |
ჭამეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა, ყველამ, ქვეყნის ხალხთა სიბილწეთაგან
განდგომილებმა, უფლის მაძიებლებმა. |
13 |
და ჭამეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა
ყოველნივე, რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთასა, და რომელთა გამოიძიეს
უფალი ღმერთი. |
14 |
ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს, მოხარულნი ღვთის წინაშე. |
14 |
და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისა შჳდ დღე და იხარებდეს წინაშე უფლისა. |
15 |
რადგან შეაცვლევინა აშურელთა მეფეს გადაწყვვდ;ილება მათ შესახებ, რათა
განმტკიცებულიყო მათი ხელები უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთათვის. |
15 |
რამეთუ გარემიაქცია უფალმან ზრახვა მეფისა მის ასურთასა მათა მომართ და განაძლიერნა
ჴელნი მათნი საქმესა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა. |