1 |
ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულს, კეთილდღეობას და მშვიდობას უთვლიან ძმები -
იერუსალიმში და იუდაში მყოფი იუდაელები. |
|
|
2 |
დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა
აბრაამის, ისაკისა და იაკობის - თავის ერთგულ მორჩილთა მიმართ. |
|
|
3 |
დაე, სუყველას მოგცეთ გული, რთამ თაყვანი სცეთ მას და
აღასრულოთ მისი ნება მტკიცე გულითა და მოწადინე სულით. |
|
|
4 |
გული გაგიხსნათ მან თავისი რჯულისათვის და მცნებებისთვის,
მშვიდობა მოგფინოთ. |
|
|
5 |
შეისმინოს უფალმა თქვენი ლოცვა-ვედრება და შეგიწყნაროთ
გასაჭირში და არ გაგწიროთ. |
|
|
6 |
ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ. |
|
|
7 |
დემეტრიოსის მეფობის დროს, ას სამოცდა ცხრა წელს, ჩვენ,
იუდაელებმა, მოგწერეთ თქვენ დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით, რომელიც
განვიცადეთ ჩვენ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა
მიწას და სამეფოს, |
|
|
8 |
და გადაწვეს კარიბჭეები, დაღვარეს უმანკო სისხლი. მაგრამ
ჩვენ შევევედრეთ უფალს და შესმენილ იქნა ჩვენი ვედრება და შევწირეთ
მსხვერპლი და ძღვენი, დავანთეთ კანდლები და პური დავუწყვეთ გვერდით. |
|
|
9 |
ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს, ქისლევის თვეში
ას ოთხმოცდა რვა წელს. |
|
|
10 |
მეფე პტოლომეოსის მასწავლებელს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და
ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმში და იუდაში
მყოფნი, უხუცესობა და იუდა. |
|
|
11 |
დიდად ვუმადლით ღმერთს, საშინელ საფრთხეთაგან ჩვენს
მხსნელს, რომ შეგვეწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში |
|
|
12 |
და უკუაქცია წმინდა ქალაქზე გამოლაშქრებული ჯარი, |
|
|
13 |
რადგან სპარსეთს რომ მიადგა წინამძღთალი თავისი ლაშქრით, როშელიც უძლეველად იყო
მიჩნეული, ნაკუწ-ნაკუწად აკაფეს ნანეას ტაძარში ამ ტაძრის ქურუმთა ეშმაკობის
წყალობით. |
|
|
14 |
ანტიოქოსი ხომ თითქოსდა მასთან შეუღლების სურვილით წამოვიდა ხსენებული ადგილისაკენ
და მასთან ერთად მისი მეგობრებიც მოვიდნენ აქ, მზითვის ფულის ასაღებად. |
|
|
15 |
ნანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი
ამალით კვრივის გალავანში შემოვიდა. და, როგორც კი შედგა ტაძარში
ანტიოქოსმა ფეხი, შიგნით მოიმწყვდიეს იგი ქურუმებმა, |
|
|
16 |
გახსნეს თაღზე ფარული კარი, დაუშინეს იქიდან ქვები და ჩაქოლეს ყველა - წინამძღოლიცა
და თანმხლებნიც; შემდეგ მოკვეთეს მათ თავები და გარეთ გამოყარეს. |
|
|
17 |
ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელები; |
|
|
18 |
ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს
გვედღესასწაულა ტაძრის სატფურების დღესასწაული, საჭიროდ ვცანით,
გვეუწყებინა თქვენთვის, რომ თქვენც გაგემართათ კარვობისა და ცეცხლის
დღესასწაული, როგორც ნეემიამ, ტაძრისა და სამსხვერპლოს ამშენებელმა,
შესწირა მსხვერპლი. |
|
|
19 |
რადგან როცა სპარსეთში ტყვედ წაასხეს ჩვენი მამა-პაპა,
ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან საიდუმლოდ წამოიღეს ცეცხლი და
მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს ჭაში, რაკი არავინ
იცოდა ეს ადგილი. |
|
|
20 |
გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რათა სპარსეთის
მეფეს ნეემია გაეგზავნა ცეცხლისთვის მისი შემნახველი მღვდლების
შთამომავლებთან; როცა გვაცნობეს, რომ არ აღმოჩნდა ცეცხლი, არამედ მხოლოდ
შემკვრივებული წყალი, უბრძანა მათ ნეემიამ, მოეტანათ იგი. |
|
|
21 |
როცა ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ
მღვდლებს უბრძანა, ეპკურებინათ წყალი შეშისთვის და მასზე დაწყობილი
მსხვერპლისთვის. |
|
|
22 |
ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამოანათა მზემ,
აქამდე ღრუბლებით რომ იყო დაფარული, და აღეგზნო დიდი ცეცხლი; გააოცა ამან
ყველა. |
|
|
23 |
მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ
მღვდლებიც და ყველანი. იონათანი იწყებდა და დანარჩენები ხმას აყოლებდნენ,
და ნეემიაც მათ შორის. |
|
|
24 |
ასეთი იყო მათი ლოცვა: უფალო, უფალო, ღმერთო, ყოვლის
შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და ლმობიერო, ერთადერთო
მეუფევ, კეთილისმყოფელო, |
|
|
25 |
ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო
და მარადიულო, რომელმაც იხსენი ისრაელი ყოველივე ბოროტისაგან, რომელმაც
გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი; |
|
|
26 |
შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის, ისრაელის
გულისთვის, დაიცავი შენი წილხვედრი და წმინდაჰყავ იგი. |
|
|
27 |
გევედრებით, კვლავ შეკრიბო ჩვენი გაფანტული ხალხი, იხსნა დატყვევებულნი წარმართთა
შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ; დაე, უწყოდნენ წარმართებმა, რომ ჩვენი
ღმერთი ხარ; |
|
|
28 |
დასაჯე ჩვენი მოძალადეები, ამპარტავნობით რომ
გვაგულისებენ. |
|
|
29 |
დანერგე შენი ხალხი შენს წმიდა ადგილას, როგორც თქვა
მოსემ. |
|
|
30 |
მღვდლები კი ამასობაში საზეიმო სიმღერებს გალობდნენ. |
|
|
31 |
როგორც კი შეიწირა მსხვერპლი, ნეემიამ ბრძანა, დანარჩენი
წყალი დიდ ქვებზე მოეღვარათ. |
|
|
32 |
როგორც კი ეს ბრძანება აღასრულეს, იფეთქა ალმა, მაგრამ
სამსხვერპლოსაგან გამოტევებულ შუქზე ჩანელდა იგი. |
|
|
33 |
განცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ
ადგილას, სადაც გადმოსახლებული მღვდლები ინახავდნენ ცეცხლს, აღმოჩნდა წყალი
და ამ წყლით ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი. |
|
|
34 |
მეფემ საქმის ვითარება რომ გაიცნო, ბრძანა შემოესაზღვრათ
ეს ადგილი, როგორც კვრივი. |
|
|
35 |
ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ ბევრი ძღვენი უბოძა, რაც
თავად ჰქონდა მიღებული. |
|
|
36 |
ხოლო ნეემიას თანმხლებმა ხალხმა უწოდა ამ ადგილს ნეფთარ,
რაც განწმედად ითარგმნება. ბევრი კი მას ნეფთაის უწოდებს. |
|
|