1 |
ასორმოცდაცხრა წელს იუდას ყურამდე მივიდა ამბავი, რომ ანტიოქოს ევპატორი დიდი
ლაშქრით მოდის იუდაში, |
|
|
2 |
და რომ მასთან ერთადაა ლისიაც, მეფის მეურვე და
სახელმწიფო საქმეთა გამრიგე. თითოეული მათგანის ხელში იყო ელინთა სამხედრო
ძალა - ასათიათასი ქვეითი და ხუთიათას სამასი ცხენოსანი, ოცდაორი სპილო და
სამასი ეტლი, ცელებით შეიარაღებული. |
|
|
3 |
მათ შემოუერთდა მენელაოსიც და დიდის თვალთმაქცობით
აქეზებდა ანტიოქოსს იუდაელთა წინააღმდეგ - არა სამშობლოს ხსნისთვის, არამედ
ხელისუფლების ხელში ჩაგდების იმედით. |
|
|
4 |
ხოლო მეუფეთა მეუფემ აღაგზნო ამ უწმიდურის წინააღმდეგ
ანტიოქოსის რისხვა და ლისიამაც დაუსაბუთა მეფეს, რომ მენელაოსია ყოველივე
ბოროტების მიზეზი. ანტიოქოსმაც გადაწყვიტა მენელაოსი ბერეაში წაეყვანათ და
ადგილობრივი რჯულის მიხედვით დაესაჯათ. |
|
|
5 |
ამ ადგილას არის ორმოცდაათი წყრთის სიმაღლის გოდოლი,
ნაცრით სავსე; მასზე მოწყობილია იარაღი წრიულად მბრუნავი და ნაცრის მიმართ
დამრეცად მოქცეული. |
|
|
6 |
აქ მოჰყავდათ ხოლმე სიკვდილმისჯილნი - ტაძრის მძარცველები
ან სხვა რამ ზღვარგადასული ბოროტების ჩამდენნი. |
|
|
7 |
ასეთი სიკვდილით მოკვდა უწმიდური მენელაოსი, მიწაც არ
ღირსებია მას სამარედ და სავსებით სამართლიანად, |
|
|
8 |
რადგან ბევრჯერ შესცოდა მან სამსხვერპლოებს, სადაც წმიდაა
ცეცხლი და ნაცარი. ამიტომაც უწია ნაცარში სიკვდილმა. |
|
|
9 |
ხოლო მეფემ, რისხვით თავგზააბნეულმა, განიზრახა თავის
მამაზე უარესი საქმეები დაეტეხა იუდაელებისთვის. |
|
|
10 |
ეს იუდამაც გაიგო და უბრძანა თავის ხალხს დღედაღამ ლოცვები აღევლინათ უფლისათვის,
რომ როგორც ყოველთვის, ახლაც შეწევნა მოევლინა რჯულის, სამშობლოსა და წმიდა ტაძრის
დაცვის მსურველთათვის; |
|
|
11 |
არ ჩაეგდო უღვთოთა ხელში ხალხი, რომელმაც ეს-ესაა სული
მოითქვა. |
|
|
12 |
როცა ეს ბრძანება ერთსულოვნად აღასრულეს, ლოცვები აღუვლინეს მოწყალე უფალს, სამი
დღის მანძილზე განუწყვეტლივ გოდებდნენ, მარხულობდნენ და მუხლმოდრეკით იდგნენ. მერე
მოუხმო ხალხს იუდამ და მზადყოფნისკენ მოუწოდა. |
|
|
13 |
უხუცესებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, გასულიყვნენ ქალაქიდან და ღვთის შეწევნით
წარემართათ საქმე, ვიდრე მეფის ლაშქარი იუდაში შემოიჭრებოდა. |
|
|
14 |
სამყაროს შემოქმედის მფარველობას რომ მიენდო, მაკაბელმა მოუწოდა თავისიანებს,
ღირსეულად ებრძოლათ რჯულისთვის, ტაძრისთვის, ქალაქისთვის, სამშობლოსთვის და
მოქალაქეობისთგის, და მოდეინის მიდამოებში განალაგა ბანაკი. |
|
|
15 |
მისცა პირობით ნიშნად სიტყვები - ღვთის გამარჯვება - და უმამაცესი ჭაბუკების რაზმით
მეფის კარავს დაეცა ღამით, და ორიათასამდე კაცი გაწყვიტა ბანაკში. მოკლეს მეთაური
სპილო და მისი მხედარი. |
|
|
16 |
ბოლოს, შიში და აღრეულობა რომ შეიტანეს მტრის ბანაკში, გამარჯვებულნი უკან
მობრუნდნენ. |
|
|
17 |
უკვე გათენებული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა ღვთის
შეწევნით. |
|
|
18 |
ხოლო მეფემ, იუდაელთა სიმამაცე რომ იწვნია თავის თავზე,
სცადა ხრიკებითა და მოტყუებით დაეკავებინა ადგილები. |
|
|
19 |
მიადგა ბეთ-ცურს, იუდაელთა ციხე-სიმაგრეს, მაგრამ
უკუაქციეს იგი, მარცხი აგემეს, დაამცირეს. |
|
|
20 |
მეციხოვნიებს კი იუდამ აუცილებელი სახსარი შეუგზავნა. |
|
|
21 |
აუწყა მტერს ეს საიდუმლოება როდოკოსმა იუდაელთა
ბანაკიდან, მაგრამ იგი ამხილეს, შეიპყრეს და ჩაამწყვდიეს. |
|
|
22 |
მეორეჯერ წამოუწყო მოლაპარაკება მეფემ ბეთ-ცურში
გამაგრებულთ, ზავი შესთავაზა, მძევლები გაცვალეს, უკან გამობრუნდა, თავს
დაესხა იუდას რაზმებს და დამარცხდა. |
|
|
23 |
შეიტყო, რომ ფილიპე, რომელიც ანტიოქიაში იყო დატოვებული
სახელმწიფო საქმეებისთვის, აჯანყდა; იგი დაიბნა, თხოვნით იუდაელებს მიადგა,
მათ დამორჩილდა და ფიცით აღუთქვა ყველაფერი, რაც სამართლიანად ეკუთვნოდათ,
შეეშვა მათ და, მსხვერპლიც კი შესწირა. პატივი მიაგო ტაძარს და მკვიდრი
ხალხისადმი სიყვარულით განეწყო. |
|
|
24 |
მან მაკაბელიც მიიღო და დატოვა განმგებლად ჰეგემონიდე
პტოლემაისიდან გერენაიმდე. |
|
|
25 |
მერე პტოლემაისში წავიდა. პტოლემაისის მკვიდრნი კი
მოლაპარაკებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და დადგენილების გაუქმება
სურდათ. |
|
|
26 |
ლისია საჯაროდ გამოვიდა და თავი გაიმართლა. ხალხი
დაარწმუნა, დაამშვიდა, კეთილად განაწყო და ანტიოქიისკენ გაემართა. ასე
დასრულდა მეფის შეტევა და უკუდახევა. |
|
|