1 |
მოიძებნა იერემიას ჩანაწერები, სადაც წინასწარმეტყველი უბრძანებს გადმოსახლებულთ,
აიღონ ცეცხლი, რაც ზემოთაც იყო აღნიშნული, |
|
|
2 |
და რჯულს აძლევს და უანდერძებს წინასწარმეტყველი
გადმოსახლებულთ, არ დაივიწყონ უფლის მცნებები და არ აერიოთ გონება
მაცთუნებელი სანახაობით - ოქროსა და ვერცხლის კერპებით და მათზე
ჩამოკიდებული სამკაულებით. |
|
|
3 |
სხვასაც ბრძანებდა, ამის მსგავსს, მოძღვრავდა
გადმოსახლებულთ, რათა არ განდგომოდა რჯულს მათი გული. |
|
|
4 |
წერილი გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველს, უფლის
შთაგონებით, კარვისა და კიდობნისათვის უბრძანებია, მას გაჰყოლოდნენ, როცა
მთისკენ გაემართა, საიდანაც მოსემ უფლის წილხვედრი იხილა. |
|
|
5 |
მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა
კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი. |
|
|
6 |
როცა მის კვალზე აქ მოვიდნეხ ზოგიერთნი მის თანმხლებ
პირთაგან, რომ მოენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი. |
|
|
7 |
როცა გაიგო ეს იერემიამ, უსაყვედურა მათ და თქვა: უცნობი
იქნება ეს ადგილი, ვიდრე არ შემოკრებს აქ ღმერთი თავის ხალხს და მოწყალების
თვალით არ დახედავს მათ. |
|
|
8 |
მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის
დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც
ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ყოფილიყო კურთხეული. |
|
|
9 |
ისიც ცხადი გახდა, რომ სიბრძნის მფლობელმა სოლომონმა აქ
შესწირა მსხვერპლი სატფურებისა და ტაძრის განსრულებისათვის, |
|
|
10 |
როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა
მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი
მსხვერპლი. |
|
|
11 |
მოსემ თქვა: დაიწვა იგი, რადგან არ იჭმევა ცოდვის
მსხვერპლი. |
|
|
12 |
ასევე გაატარა სოლომონმაც რვა დღე. |
|
|
13 |
მსგავსი ამბებია მოთხრთრილი ნეემიას ჩანაწერებსა და მოგონებებში, რომ მან დააფუძნა
წიგნთსაცავი და თავი მოუყარა წიგნებს მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე, რომ
შეაგროვა დავითის წიგნები და ნაწერები შესაწირავთა თაობაზე. |
|
|
14 |
ასევე იუდამაც თავი მოუყარა ომიანობის დროს გაფანტულ
წიგნებს და ახლა ჩვენა გვაქვს ყველაფერი. |
|
|
15 |
თუ დაგჭირდათ ამათგან რაიმე, გამოგვიგზავნეთ ხალხი და
გამოვატანთ. |
|
|
16 |
უკვე მოგწერეთ, რომ გვსურდა განწმედის დღესასწაულის გადახდა; კარგი იქნებოდა,
თქვენც რომ აღგენიშნათ ეს დღეები. |
|
|
17 |
ღმერთმა იხსნა მთელი თავისი ხალხი და დაუბრუნა წილხვედრი ყველას, სამეფო,
სამღვდელოება და საწმიდარი, |
|
|
18 |
როგორც აღთქმული ჰქონდა რჯულით; ღმერთის იმედი გვაქვს,
რომ მალე შეგვიწყალებს და შემოგვკრებს ყოველი მხრიდან ცისქვეშეთში თავის
წმიდა ადგილზე. აკი გვიხსნა კიდეც დიდი ბოროტებისაგან და განწმიდა ეს
ადგილი. |
|
|
19 |
ხოლო იუდა მაკაბელისა და მისი ძმების ამბავს, დიდი ტაძრის
განწმედას და საკურთხევლის სატფურებას, |
|
|
20 |
აგრეთვე ანტიოქოს ეპიფანესა და მისი ძის - ევპატოსის
წინააღმდეგ წარმოებულ ომებს, |
|
|
21 |
და ხილვებს, ციდან რომ გარდმოდიოდა, იმ მებრძოლებზე,
ესოდენი თავდადებით რომ იბრძოდნენ იუდაელებისთვის, და სიმცირის მიუხედავად,
ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და განდევნეს ბარბაროსთა ურდოები, |
|
|
22 |
და აღადგინეს საქვეყნოდ განთქმული ტაძარი, გაათავისუფლეს
ქალაქი და გადაარჩინეს რჯული, განადგურების პირზე რომ იყო მისული, როცა
უფალმა თავისი კეთილმოწყალება მოიღო მათზე, - |
|
|
23 |
ყოველივე ამას, იასონ კირენელის მიერ ხუთ წიგნში
მოთხრობილს, ვეცდებით ერთ წიგნში მოვუყაროთ თავი. |
|
|
24 |
რაკი ვგრძნობთ, რაზომ სირთულეს შეუქმნის რიცხვთა სიმრავლე
ისტორიულ გადმოცემათა სიღრმეში შეღწევის მსურველთ, |
|
|
25 |
ამიტომაც მიზნად დავისახეთ, გვეამებინა მათთვის, ვისაც
ამბავთა გაცნობა სურს; განსჯის მოყვარულთა სულები კი სისადავით მოგვეხიბლა,
მეხსიერებაში ადვილად რომ აღბეჭდილიყო გადმოცემები; ხოლო ნებისმიერი
მკითხველისთვის სარგებლობა მოგვეტანა. |
|
|
26 |
არ იყო ადვილი ამბების შეკუმშვით გადმოცემა, რაც
მოითხოვდა ჩვენგან ოფლის ღვრას და უძილო ღამეებს, |
|
|
27 |
ისევე, როგორც არ არის ადვილი ნადიმის მოწყობა და სხვათა სიამოვნებისთვის ზრუნვა.
და მაინც ჩვენ მრავალთა სასიკეთოდ ვიტვირთეთ ეს ძნელი საქმე, |
|
|
28 |
მივანდეთ რა თითოეული ამბის წვრილმანები მემატიანეს, ჩვენ
კი მთელი გულისყური ამბავთა შეკუმშვისაკენ მივმართეთ. |
|
|
29 |
იმ ხუროთმოძღვრის მსგავსად, რომელიც ძველი შენობისაგან
ახალს აგებს და ნანგრევებისგან მთლიანობის აღდგენა ევალება და არა
მოჩუქურთმება და მოხატვა, რაც უკვე სხვა ხელობის კაცის საქმეა, ვფიქრობ,
ასევეა ჩვენი საქმეც. |
|
|
30 |
ჩაღრმავება და ამბის გამოწვლილვით გადმოცემა იმ
მემატიანის საქმეა, რომელიც პირველად იწყებს თხრობას, |
|
|
31 |
ხოლო სათქმელის მოკლედ გადმოცემა და ვრცელ ამბავთა
დაწვრილებითი განჩხრეკისათვის თავის არიდება შეკუმშვის მოთავეს მოეთხოვება. |
|
|
32 |
ამ ნათქვამიდან გამომდინარე ვიწყებთ თხრობას, რადგან
ვერაფერი საქმეა თხრობამდე განავრცო სიტყვა, თავად თხრობა კი შეამოკლო. |
|
|