1 |
ასევე შეიპყრეს შვიდი ძმაც დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ რჯულით
აკრძალული ღორის ხორცი, ემუქრებოდა შოლტებითა და ძარღვებით წამებას. |
|
|
2 |
და როცა ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა საპასუხოდ და თქვა, რა
გინდა შეგვეკითხო და რას მოელი ჩვენგან პასუხად? უმალ მოვკვდებით, ვიდრე
მამაპაპეულ რჯულს დავარღვვვდეთო, |
|
|
3 |
მეფე გაბოროტდა და ტაფებისა და ქვაბების გახურება ბრძანა. |
|
|
4 |
როგორც კი ტაფებსა და ქვაბებს ცეცხლი შეუნთეს, ბრძანა,
მოპასუხისათვის დედისა და ძმების თვალწინ ენა ამოეკვეთათ, ტყავი გაეძროთ და
ოთხში ამოეღოთ. |
|
|
5 |
სრულიად უმწეოქმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი, მეფის
ბრძანებით, კოცონთან მიიყვანეს და გახურებულ ტაფაზე დასვეს. როცა ტახტიდან
ზრქელი ოხშივარი ამოვარდა, ისინი დედასთან ერთად ერთმანეთს ამხნევებდნენ,
ღირსეულად შეხვედროდნენ სიკვდილს, ამბობდნენ: |
|
|
6 |
უფალი ღმერთი მოგვხედავს და შეგვიწყალებს ჩვენ, როგორც
განაცხადა მოსემ თავის გალობაში: უფალი შეიწყალებს თავის მორჩილთო, ხალხის
წინაშე. |
|
|
7 |
ამ წამებაში რომ აღესრულა პირველი ძმა, ახლა მეორე
გამოიყვანეს შესაგინებლად; თავზე ტყავს აძრობდნენ თმებიანად და თან
ეუბნებოდნენ: ჭამა არ გირჩევნია ოთხში ამოღებას? |
|
|
8 |
მან კი მშობლიურ ენაზე უბასუხა: არა. ამიტომ მანაც
პირველის მსგავსად მიიღო სატანჯველი. |
|
|
9 |
სულს რომ ღაფავდა, თქვა: შენ, ამქვეყნიური ცხოვრებისგან
გვათავისუფლებ, მტარვალო, სამყაროს მეუფე კი მისი რჯულისთვის დაღუპულთ
საუკუნო სიცოცხლისთვის აღგვადგენს. |
|
|
10 |
ამის შემდეგ მესამეს მიადგნენ და, როგორც კი უბრძანეს, ენა გამოეყო, მაშინვე
გამოყო, ხელებიც უშიშრად გაუწვდინა. |
|
|
11 |
და ვაჟკაცურად თქვა: ცამ მომმადლა ესენი და დაუნანებლად
ვწირავ რჯულისთვის იმ იმედით, რომ მისგანვე მივიღებ უკან. |
|
|
12 |
მეფეც და მისი ამალაც გაოცებულნი იყვნენ ყმაწვილის ასეთი ვაჟკაცობით; არაფრად არ
ჩაუგდია ტანჯვა-წამება. |
|
|
13 |
ესეც რომ აღესრულა, მეოთხე ყრმაც ასევე გვემეს და აწამეს. |
|
|
14 |
მან აღსასრულის წინ თქვა: კაცთაგან მოკლულს სანეტაროდ
მიჩანს ღმერთზე დანდობა, რადგან ისევ აღმადგენს, შენ კი არ გეღირსება
ცოცხლად აღდგომა. |
|
|
15 |
მოიყვანეს მეხუთეც და დაუწყეს წამება. |
|
|
16 |
მან კი მეფეს შეხედა და თქვა: შენს ხელთაა უფლება, რაცა გსურს ის დამართო მოკვდავმა
ადამიანებს. მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმას გაწირავს ღმერთი. |
|
|
17 |
შენ კი, ცოტაც და, იხილავ როგორ გაგტანჯავთ მისი
ძლევამოსილება შენ და შენს შთამომავლობას. |
|
|
18 |
შემდეგ მოიყვანეს მეექვსე, რომელმაც სიკვდილის წინ ესა
თქვა: ძმაო, ნუ იტყუებ თავს, ჩვენ ხომ თვითონვე მივიზღავთ წამებას, რადგან
ჩვენს ღმერთს შევცოდეთ. ამიტომაც ხდება საკვირველი ამბები. |
|
|
19 |
შენ კი, ნუ გგონია დაუსჯელი დარჩე, ღმერთთან ბრძოლა რომ
გაგიმართავს. |
|
|
20 |
მათი დედა საკვირველი და ღირსსახსენებელი ქალი, მოწმე ერთ
დღეს შვიდივე შვილის დაღუპვისა, უფლის იმედით დიდსულოვნად ითმენდა ამ
უბედურებას. |
|
|
21 |
თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ
განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა: |
|
|
22 |
მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და
სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის
აღნაქვსი. |
|
|
23 |
ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა
ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ
მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა
თქვენი თავი. |
|
|
24 |
ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს
ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა
მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და
გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ
დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა. |
|
|
25 |
როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა
მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა. |
|
|
26 |
ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი. |
|
|
27 |
დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო,
შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და
აქამდე გამოგზარდე. |
|
|
28 |
გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ
არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა
მოდგმაც. |
|
|
29 |
ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის
მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო. |
|
|
30 |
კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ
ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით
გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას. |
|
|
31 |
შენ კი, ებრაელთათვის ყოველივე ბოროტის განმზრახველო, ვერ გაექცევი ღვთის ხელს. |
|
|
32 |
რადგან ჩვენ ჩვენი შეცოდებების გამო ვეწამებით, |
|
|
33 |
და თუ მოკლე ხნით მრისხანებს ჩვენზე ცოცხალი უფალი ჩვენი მხილებისა და გაწრთვნის
მიზნით, კვლავ შეურიგდება თავის მორჩილთ. |
|
|
34 |
შენ კი, უწმიდურო და უბილწესო კაცთა შორის, ტყუილად ნუ ზეობ და ფუჭი იმედით ნუ
იკვეხნი, ხელი რომ აღგიმართავს ცის შვილთა წინააღმდეგ, |
|
|
35 |
რადგან ჯერ არ დაგიღწევია თავი ყოვლადძლიერი და ყოვლისმხილველი ღმერთის
სამსჯავროსათვის. |
|
|
36 |
ახლა ხომ ჩვენი ძმები მცირე ხნის წამების შემდეგ ღვთის აღთქმულ მარადიულ ცხოვრებას
ეწიენ. შენ კი კადნიერებისათვის ღვთის მსჯავრით საკადრისი სასჯელი მოგეზღვება. |
|
|
37 |
მეც ჩემი ძმების მსგავსად სხეულსა და სულს ვუძღვნი მამაპაპეულ რჯულს; ვევედრები
ღმერთს, რათა მალე მოიღოს მოწყალება ჩვენს ხალხზე; შენ კი სასჯელითა და გვემით
დაგარწმუნოს, რომ მარტოოდენ ის არის ღმერთი, |
|
|
38 |
დაე, ჩემსა და ჩემს ძმებზე შეჩერდეს ყოვლადძლიერის რისხვა, სამართლიანად რომ
მოევლინა მთელს ჩვენს მოდგმას. |
|
|
39 |
მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სხვებზე უფრო სასტიკი წამებით ამოეხადათ ამ
ყმაწვილისთვის სული. |
|
|
40 |
ამანაც ასე წმინდად აღასრულა სიცოცხლე, მთლიანად ღმერთს მინდობილმა. |
|
|
41 |
ბოლოს, შვილების შემდეგ დედაც აღესრულა. |
|
|
42 |
ეს კმაროდეს სათქმელად მსხვერპლის ჭამისა და თავს დატეხილ უბედურებათა შესახებ. |
|
|