1 |
ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის
ნაცვლად.
|
1 |
ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ძეთა ამონისთა, და მეფობდა ანონ, ძე მისი, მის წილ.
|
2 |
თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა მე. და
გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მივიდნენ დავითის
მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში. |
2 |
და ჰრქუა დავით: ვყო წყალობა ანონის თანა, ძისა ნაასისა,
ვითარცა-იგი ყო მამამან მისმან ჩემთჳს. და მოუვლინნა დავით
ნუგეშინის-მცემელად მონანი თჳსნი მამისათჳს მისისა. და მივიდეს მონანი
დავითისნი ქუეყანასა ძეთა ამონისთასა. |
3 |
უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს:
ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინისმცემლებს?
იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი,
მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს? |
3 |
მიუგეს მთავართა ამონისთა ანონს, უფალსა თჳსსა, და
ჰრქუეს. არა თუ სადიდებელად შენდა მოავლინნა დავით მამისა შენისათჳს
ნუგეშინის-მცემელნი, არამედ მსტოვრად მოავლინა ქალაქისა ამის და ქუეყანისა
შენისა, რათა განიხილონ და უთხრან დავითს. |
4 |
აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის
მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა. |
4 |
ვითარცა ესმა ანონს, შეიპყრნა მონანი დავითისნი და
დაჰყჳნა ნახევარი თმა წვერისანი და მოჰკუეთნა კალთანი სამოსელთა მათთანი და
განუტევნა იგინი. |
5 |
როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ
შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ:
იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით. |
5 |
ვითარცა ესმა ესე დავითს, მიაგებნა კაცნი და იხილნეს
მონანი იგი განკიცხულნი ფრიად. და მიუმცნო დავით, ვითარმედ: დადეგით
მანდავე, იერიქოდ, ვიდრემდის აღორძნდეს თმანი წვერისა თქუენისანი და
მაშინღა მოდით! |
6 |
დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და
გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას
არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან
თორმეტი ათასი კაცი. |
6 |
ხოლო რაჟამს იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ განიკიცხნეს
მონანი დავითისანი, მოიყიდეს ერი ასური, რობუა და ასური სობასნი ოცი ათასი
ერი მკჳრცხლე და მეფე ბაქია ათასითა ერითა და სოტობა ათორმეტი ათასითა
ერითა. |
7 |
შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი
ლაშქრითურთ. |
7 |
და ვითარცა ესმა დავითს, წარავლინა სპასპეტი თჳსი იოაბ და
ყოველი ერი მის თანა. |
8 |
გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად
კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა
ცალკე დადგნენ ველზე. |
8 |
და გამოვიდეს ძენი ამონისნი და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა
მის ქალაქისათა ასურასტანელთა სუბას, რობას და ისტობის და მელქათაგან,
იყუნენ ველსა განწყობით. |
9 |
როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული,
გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. |
9 |
ვითარცა იხილა იოაბ, რამეთუ განწყობილ იყუნეს პირისპირ
მათსა, გამოარჩინა ყოველნი ჭაბუკნი ძლიერნი ძეთაგან ისრაჱლისათა და განაწყო
პირისპირ ასურთა მათ. |
10 |
დანარჩენი ხალხი თავის ძმას აბეშაის ჩააბარა და მანაც
დააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ. |
10 |
ხოლო სხვა იგი ერი მისცა აბესას, ძმასა თჳსსა, და განაწყვნა პირისპირ ძეთა
ამონისთა. |
11 |
თქვა: თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები. თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე
მოვალ შენს მოსაშველებლად.
|
11 |
და ჰრქუა იოაბ აბესას: უკუეთუ განძლიერდენ ასურნი, შენ მოვედ შეწევნად ჩუენდა,
და უკუეთუ ძენი ამონისნი განძლიერდენ, ჩუენ მოვიდეთ ძალად თქუენდა!
|
12 |
გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის
ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს. |
12 |
მჴნე იყავ და განძლიერდი ერსა ჩუენსა ზედა და ბრძოდე
ქალაქთათჳს ღმრთისა ჩუენისათა და უფალმან ყავნ კეთილი ჩუენ ზედა! |
13 |
გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები. |
13 |
და ვითარცა ესე სიტყუანი თქუნა, შეამტკვებარა იოაბ ყოველი
იგი ერი და დიდითა ძლიერებითა ზედამიუჴდეს ერსა მას ასურთასა და მუნთქუესვე
მეოტად წარქცეულნი ქალაქად შესთხინეს. |
14 |
როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და
ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს. |
14 |
და ვითარცა იხილეს ძეთა ამონისთა მეოტად ასურნი იგი, მეოტ
იქმნნეს იგინიცა პირისაგან აბესაჲსისა და შეცჳვეს ქალაქად, ხოლო იოაბ
გარემოიქცა და წარვიდა იერუსალჱმდ. |
15 |
დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ. |
15 |
და იხილნეს რაჲ ასურნი უძლურად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა,
შეკრბეს ყოველი ერთბამად. |
16 |
გადმოაყვანინა ჰადარყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ
ხელამში. შობაქი, ჰადარყეზერის მთავარსარდალი უძღოდა მათ. |
16 |
და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი,
რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად,
ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა. |
17 |
შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა
ხელამს. დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლენ. |
17 |
და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა
ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო
ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს. |
18 |
გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არმელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი
ათასი მხედარი. უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი. |
18 |
და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და
მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და
ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ. |
19 |
როცა ჰადარყეზერის მორჩილმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან,
დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა
დახმარება. |
19 |
და იხილეს რა ყოველთა მათ მეფეთა, რომელნი-იგი ძალად
მოსრულ იყუნეს ადრაზარისსა, რამეთუ ძლევასა მიეცნეს წინაშე ძეთა
ისრაჱლისათა, აღთქმა აღუთქუეს და მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა, და
შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა. |