1 |
წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი
ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.
|
1 |
მაშინ წართქვა დავით სიტყუაჲ გალობისა წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა
იგი უფალმან ყოველთაგან მტერთა მისთა და ჴელთაგან საულისთა,
|
2 |
თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი! |
2 |
და თქუა: შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი
განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე. |
3 |
ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა
ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი
მოძალადისგან! |
3 |
ღმერთი ჩემი, მფარველი ჩემი! რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და
რქა ცხორებისა ჩემისა. და იგი არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი! და
უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსნა მე უფალმან. |
4 |
უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი. |
4 |
ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინა მე! |
5 |
მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა
შემაშინეს, |
5 |
მომადგეს მე სალმობანი წყალთანი და ღუართა უსჯულოებისათა
შემაძრწუნეს მე! |
6 |
შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა
მომიცვეს. |
6 |
გარემომადგეს მე სალმობანი ჯოჯოხეთისანი და მახენი
სიკუდილისანი მეწივნეს მე! |
7 |
ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და
ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს. |
7 |
ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ
ღაღად-ვყავ და ისმინა ჩემი ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა! და ღაღადება
ჩემი მიიწია ჴელთა მისთა. მან მოისმინა, ყურთა მისთა მოიჴსენა. |
8 |
შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ
და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი. |
8 |
იძრა და შეძრწუნდა ქუეყანა! და საფუძველნი მთათანი
შეირყნეს, შეძრწუნდეს, რამეთუ შერისხდა მათ ღმერთი! |
9 |
ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან
მუგუზლები აგიზგიზდნენ. |
9 |
აჰჴდა კუამლი რისხვასა მისსა, და ცეცხლი პირისა მისისგან
აღატყდა, და ნაბერწყალნი გამოეთხეოდეს მისგან! |
10 |
მოდრიკა ცა და ჩამოვიდა; ღრუბელი მოექცა მის ფეხქვეშ. |
10 |
მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა! |
11 |
ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე.
|
11 |
აღჴდა ქერობინთა, აფრინდა, აღმაღლდა ფრთეთა ზედა ქართასა!
|
12 |
კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი. |
12 |
დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოს მისა, საყოფელნი
მისნი ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა! |
13 |
მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები. |
13 |
ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე სეტყვა და ნაბერწყალი
ცეცხლისა! |
14 |
ციდან დაიქუხა უფალმა, უზენაესმა ხმა გამოსცა. |
14 |
ქუხდა ცით გამო უფალი, და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი. |
15 |
ისრები გატყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, აგრგვინა და აუბნია გზა-კვალი. |
15 |
მიავლინა მათა შურდულის ქვანი და განაბნივნა იგინი,
ელვანი განამრავლა და შეაძრწუნნა იგინი! |
16 |
გამიაჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძვლები უფლის მუქარისგან, მისი
რისხვის ქარისაგან. |
16 |
შეძრწუნდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა, გამოჩნდეს
საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა უფლისათა და სულითა რისხვისა მისისათა! |
17 |
ხელი გადმოყო ზეგარდამო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა. |
17 |
გამოავლინა მაღლით და შემიწყალა მე და შემიწყნარა მე
წყალთაგან მრავალთა! |
18 |
მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს. |
18 |
მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთა,
რამეთუ უძლიერეს ჩემსა იყუნეს! |
19 |
ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი. |
19 |
მომეწყინეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, და უფალი იყო შემწე
ჩემდა! |
20 |
ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან. |
20 |
და გამომიყვანა მე ფართოდ. ეს მიჴსნა მე უფალმან! |
21 |
მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და ჩემი ხელების სიწმიდისაებრ გადამიხადა.
|
21 |
მომიგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთა მომიგოს მე!
|
22 |
რადგან ვიცავდი უფლის გზას და არ შემიცოდავს ჩემი ღმერთისათვის. |
22 |
რამეთუ დავიცუენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან! |
23 |
რადგან მისი მცნებები წინ მედო და მისი წესებისივის არ გადამიხვევია. |
23 |
რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი
არა განვიშორენ ჩემგან! |
24 |
წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი. |
24 |
და ვიყო მე წმიდაჲ წინაშე მისა და ვეკრძალო მე უსჯულოებისა ჩემისაგან! |
25 |
გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და სიწმიდისაებრ მის თვალში. |
25 |
მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოებითა ჴელთა ჩემთათა წინაშე თუალთა
მისთა! |
26 |
მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ. |
26 |
წმიდისა თანა წმიდა იყო და სრულისა კაცისა სრული იყო! |
27 |
უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ, უკუღმართთან - ცბიერი. |
27 |
და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო! |
28 |
დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ. |
28 |
რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ! |
29 |
რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს. |
29 |
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი! |
30 |
რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები. |
30 |
რამეთუ შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴედ ზღუდეთა! |
31 |
წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
|
31 |
ღმერთი წმიდა არს და უბიწო არს გზა მისი! ბრძანება უფლისა მტკიცე არს და
გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა!
|
32 |
რადგან სად არს სხვა ღმერთი გარდა უფლისა? სად არს კლდე გარდა ჩვენი ღვთისა? |
32 |
რამეთუ ვინ არს ღმერთი უფლისა გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედი გარნა ღმრთისა
ჩუენისა? |
33 |
ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი, გზის წრფელად წარმმართველი. |
33 |
რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღივსნეს სიმართლითა გზანი ჩემნი! |
34 |
ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებზე დამაყენებს. |
34 |
დაამტკიცნა ფერჴნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე! |
35 |
საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი. |
35 |
განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა, ვითარცა მშჳლდი რვალისა
მკლავთაგან ჩემთა! |
36 |
ხსნის ფარს შენ მაძლევ, შენი მოწყალება განმადიდებს. |
36 |
შემჭურვე მე საჭურველითა მაცხოვარებისათა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლე, და
მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, და სწავლამან შენმან აღმმართა მე! |
37 |
შენ მიფართოებ ნაბიჯებს, აღარ მეჩორთება კოჭები. |
37 |
ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი, ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე ქუეშე ჩემსა, რათა არა
მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი, და ვერ წინადამიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი! |
38 |
მტერს ვედევნები მოსასპობად და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ. |
38 |
მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქცივე მათგან ვიდრე
მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი! |
39 |
ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან. |
39 |
დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა! |
40 |
შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს. |
40 |
შთამაცვა მე ძალი ბრძოლასა მათდა, შევმუსრენ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ
ზედა! და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად ჴელთა ჩემთა და ქედნი მტერთა ჩემთანი
დავსთრგუნენ! |
41 |
მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს.
|
41 |
მტერთა ჩემთა ზურგთა ვდევნიდი და მოძულეთა ჩემთა განვაბნევდი!
|
42 |
აქეთ-იქით იხედება, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფლისაკენ - მაგრამ ხმას არ სცემს. |
42 |
ღაღად-ყვეს და არა ვინ იყო, რომელმანცა იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა მიერ, და არა
ისმინა მათი. |
43 |
მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ. |
43 |
განვაბნიენ იგინი, ვითარცა მტუერნი წინაშე ქარისა და, ვითარცა თიჴა უბნისა,
დავზილენ იგინი. |
44 |
შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი,
რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება. |
44 |
მიჴსენ მე მძლავრობისგან ერისასა და ნათლად წარმართთა დამიდგინე მე. ერი, რომელ არა
ვიცოდე, მემონა მე, სმენითა ყურისათა დამემორჩილნეს მე. |
45 |
უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან, |
45 |
მეცრუვნეს მე შვილნი და უცხოთა დასმენითა ყურისათა მემორჩილნეს მე. |
46 |
უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან. |
46 |
და შვილნი სხუათანი წარვლიდენ და ზრუნვათა თჳსთა შეეკრნეს. |
47 |
ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი
ხსნისა, |
47 |
ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი! და ამაღლდინ ღმერთი ჩემი,
მცველი მაცხოვარებისა ჩემისა! |
48 |
ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი, |
48 |
ძლიერ არს უფალი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე! |
49 |
მტრებისაგან ჩემი გამრიდებელი და ჩემს მეამბოხეებზე ჩემი ამამაღლებელი;
შემავიწროებელთაგან დამფარავი. |
49 |
განმარინა გულისწყრომისაგან მტერთასა და მჴდომთაგან ჩემისა აღმამაღლა მე და კაცთა
უსჯულოთაგან მიჴსნა მე! |
50 |
ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუმღერი. |
50 |
ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისა მოვიჴსენო! |
51 |
ხსნის გოდოლია თავისი მეფისთვის, მწყალობელია თავისი ცხებულისთვის, დავითისთვის და
მისი მოდგმისთვის უკუნისამდე! |
51 |
განადიდე ცხორებაჲ მისი და ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითისა და
ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე! |