1 |
გამტკიცდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან და
დიდად აღაზევა იგი.
|
1 |
და განძლიერდა სოლომონ, ძე დავითისი, მეფობასა მისსა ზედა, და უფალი ღმერთი მისი
იყო მის თანა და განადიდა იგი სიმაღლედ.
|
2 |
მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი
ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს. |
2 |
და ჰრქუა სოლომონ ყოველსა ისრაჱლსა, ათასისთავთა, და
ასისთავთა, და მსაჯულთა და ყოველთა მთავართა წინაშე ისრაჱლისათა, და
ყოველთა მთავართა ტომთასა. |
3 |
გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ
გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი,
მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში. |
3 |
და წარვიდა სოლომონ და ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა
მაღალსა მას მთასა, რომელი არს გაბაონს, სადა-იგი იყო კარავი საწამებელი
ღმრთისაჲ, რომელი ქმნა მოსემ, მონამან უფლისამან, უდაბნოსა ზედა. |
4 |
ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა
გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში
გაშალა მისი კარავი. |
4 |
არამედ კიდობანი იგი ღმრთისაჲ აღმოიღო დავით ქალაქით
კარიათიარიმით, რამეთუ განუმზადა მას საყოფელი დავით იერუსალჱმს. |
5 |
სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბეცალიელმა, ძემ ურისა,
ძისა ხურისამ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. მოძებნეს იგი
სოლომონმა და კრებულმა. |
5 |
და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა ბესელიელ,
ძემან ურიასმან, ძისა ორისმან, მუნ იყო წინაშე კარავისა მის უფლისა, და
გამოიძია იგი სოლომონ და კრებულმან მან. |
6 |
ავიდა იქ სოლომონი უფლის წინაშე, სპილენძის
სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარავთან რომაა და ათასი აღსავლენი აღავლინა
მასზე. |
6 |
და შეწირა მუნ სოლომონ საკურთხეველსა მას ზედა რვალისასა
წინაშე უფლისა, რომელი იყო კარავსა შინა საწამებელისასა და მოიღო და შეწირა
მას ზედა ყოვლად დასაწველები ათასი. |
7 |
იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: მთხოვე,
რა გინდა, რომ მოგცე? |
7 |
მას ღამესა ეჩუენა ღმერთი სოლომონს და ჰრქუა მას: ითხოე,
რაჲცა გნებავს და მე მიგცე შენ. |
8 |
უთხრა სოლომონმა ღმერთს: დიდად წყალობდი მამაჩემს დავითს.
მის ნაცვლად კი მე გამამეფე. |
8 |
და ჰრქუა სოლომონ ღმერთსა: შენ ჰყავ დავითის თანა, მამისა
ჩემისა, წყალობაჲ დიდი და მეფე-მყავ მე მის წილ. |
9 |
უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი. რაკიღა
მიწის მტვერივით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე, |
9 |
და აწ, უფალო ღმერთო, სარწმუნო იყავნ სახელი შენი დავითის
თანა, მამისა ჩემისა! და შენ მყავ მე მეფე ერსა ამას ზედა მრავალსა,
ვითარცა მიწასა ქუეყანისასა. |
10 |
სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე.
რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?
|
10 |
და აწ სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მომეც მე, რათა განვიდოდი წინაშე ამის ერისა და
შევიდოდი, რამეთუ ვინ შჯიდეს ერსა ამას შენსა დიდსა.
|
11 |
უთხრა უფალმა სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება,
დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა
გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, |
11 |
და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ამისთჳს, რამეთუ იყო ესე გულსა შენსა და არა ითხოე
სიმდიდრე საფასეთა, არცა დიდებაჲ, და არცა თავნი მტერთანი, არცა ითხოენ დღენი
მრავალნი, და ითხოე თავის შენისა სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, რათა განიკითხვიდე
ერსა ჩემსა, რომელსა ზედა ჰმეფობ შენ |
12 |
გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის
მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგ ეღირსება ვინმეს. |
12 |
სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მიგცე შენ და სიმდიდრე, ფასი
და დიდებაჲ ყოველივე მიგცე შენ, ვითარმედ არა ვინ იყოს მსგავს შენდა მეფეთა
შორის უწინარესთა შენთა და შემდგომად შენსა არა ვინ იყოს ეგრეთ. |
13 |
გაბაონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი
იერუსალიმში და მეფობდა ისრაელზე. |
13 |
და მოვიდა სოლომონ ბამათ, რომელ არს გაბაონისა,
იერუსალიმდ პირისაგან კარვისა საწამებელისა და მეფობდა ისრაჱლსა ზედა. |
14 |
თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს. ჰყავდა
ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების
სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. |
14 |
და შეკრიბა სოლომონ ეტლები და მჴედრები, და იყო მისი ათას
და ოთხას ეტლი და ათორმეტი ათასი მჴედართა; და დაადგინნა იგინი ქალაქებსა
მას ეტლებისასა და ერი იგი იყო მეფისა თანა იერუსალჱმს. |
15 |
ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი
სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება. |
15 |
და დადვა მეფემან ვეცხლი და ოქრო იერუსალჱმს, ვითარცა
ქჳშა და ნაძჳ ლიბანისა. და ჰურიასტანს, ვითარცა ლეღუსულელი ველისა
სიმრავლედ, |
16 |
სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მოჰყავდათ
კევედან საფასურით. |
16 |
და გამოსლვა ცხენებისა სოლომონისათა ეგჳპტით და სასყიდელი ვაჭართა მეფისათა, |
17 |
ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო
ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით
ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც. |
17 |
მისულად და სყიდად. და აღმოვიდიან და მოიღიან ეგჳპტით
ეტლი ერთი ექუსასი ვერცხლისა და ცხენი ასერგასის. და ეგრეთცა ყოველთა
მეფეთა ქეტელთა და მეფეთა ასურეთისათა მოაქუნდა ჴელითა მათითა. |