1 |
წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის
გასამეფებლად.
|
1 |
და მოვიდა რობოამ სჳქემად, რამეთუ სჳქემად მოვიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად
მისა.
|
2 |
როცა ეს ამბავი შეიტყო, იერობოამ ნაბატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც
სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული, ეგვიპტიდან გამობრუნდა იერობოამი. |
2 |
და იყო, ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისასა,
რომელი-იგი იყო ეგჳპტეს, ოდეს იგი ივლტოდა პირისაგან სოლომონისა მეფისა. და
იყო იორობომ ეგჳპტესა და მოიქცა იორობომ ეგჳპტით. |
3 |
შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდა იერობოამი და მთელი
ისრაელი და ასე უთხრეს რობოამს: |
3 |
რამეთუ მიავლინეს და მოიყვანეს იგი, და მოვიდა იორობომ და
ყოველი კრებული ისრაჱლისა მეფისა რობოამისა და ეტყოდეს: |
4 |
უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი
სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით. |
4 |
მამამან შენმან დაამძიმა უღელი ჩუენ ზედა. და აწ შენ
შეგჳნდევ მონებისა მისგან ფიცხელისა მამისა შენისა და უღლისა მისგან
მძიმისა მისისა, რომელი დაგვდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ შენ. |
5 |
მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა
ხალხი. |
5 |
და ჰრქუა მათ რობოამ: წარვედით სამ დღემდე და მოვედით
ჩემდა და წარვიდა ერი იგი. |
6 |
რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც
მამამისს, სოლომონს ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა
პასუხი გავცე ამ ხალხს? |
6 |
და შეკრიბნა რობოამ მოხუცებულნი, რომელნი დგეს წინაშე
სოლომონისა, მამისა მისისა, ცხორებასა მისსა და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს
თქუენ, რა სიტყუა მიუგო ერსა ამას? |
7 |
ასე უთხრეს: თუ კეთილი იქნები ამ ხალხისთვის, აამებ მათ,
კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მორჩილნი იქნებიან. |
7 |
და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკეთუ დღეს ექმნე სახიერ
ერსა ამას და სათნო-იყო და ეტყოდი მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ შენდა მონა
ყოველთა დღეთა. |
8 |
არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა
რჩევა მოყმეთ, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ. |
8 |
დაუტევა რობოამ ზრახვა იგი მოხუცებულთა, რომელთა-იგი
აზრახეს მას კეთილად, და აზრახა ყრმათა, რომელნი აღზრდილ იყუნეს მის თანა,
რომელნი-იგი დგეს მის წინაშე. |
9 |
უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო
მამაშენის დადებული უღელი? |
9 |
და ჰრქუა მათ: რა გნებავს თქუენ? მიუგო სიტყუა ერსა მას,
რომელნი მეტყოდეს მე, და მრქუეს: შენ გჳლხინე უღლისა ამისგან, რომელი
დაგვდვა მამამან შენმან. |
10 |
ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან როშ იყვნენ შეზრდილნი, და
ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა
მამაშენმა და შენ კი უნდა შეგვიმსუბუქო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე
მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი. |
10 |
და ეტყოდეს ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი: ესრეთ ეტყოდე ერსა მას, რომელნი
გეტყოდეს შენ და თქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი ჩუენ ზედა, და შენ
აღგჳმცირე ჩუენ, და აწ, ესერა, არქუ მათ: მცირე თითი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა
ჩემისათა. |
11 |
ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით
გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
|
11 |
და აწ, მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ უღლითა მძიმითა, და მე დაგირთო უღელსა
თქუენსა. მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ
ღრიაკალითა.
|
12 |
მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები
ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან. |
12 |
და მოვიდა იორობოამ და ყოველი იგი ერი რობოამისა მესამესა
დღესა, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ მეფე, რამეთუ არქუა, ვითარმედ: მოდით ჩემდა
მესამესა დღესა. |
13 |
მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა მეფე
რობოამმა უხუცესთა რჩევას. |
13 |
მიუგო და ჰრქუა მათ მეფემან ფიცხლად და დაუტევა რობოამ
მეფემან ზრახვა იგი მოხუცებულთა. |
14 |
მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ
დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ! ხომ შოლტებით
გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით! |
14 |
და ეტყოდა მათ ზრახვისა მისებრ ჭაბუკთასა, და ჰრქუა მათ:
მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი და მე დაგირთო მას ზედან; მამამან
ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა. |
15 |
არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო
ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა
იერობოამ ნაბატის ძისათვის, ახია სილოამელის პირით. |
15 |
და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ ღმრთისა მიერ
იყო გარდაქცევა იგი, ვითარცა თქუა და დაამტკიცა იგი უფალმან სიტყუაჲ თჳსი,
რომელსა იტყოდა ჴელითა აქია სელონელისითა რობოამისთჳს, ძისა ნაბატისა, და
ყოვლისა ისრაჱლისა. |
16 |
როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ,
მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითიში?
რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ,
ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენ სახლს, დავით! და წავიდ-წამოვიდა თავ-თავის
კარვებში ისრაელი. |
16 |
რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან და მიუგო ერმან მეფესა და
ჰრქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა
იესესთა, წარვედ საყოფელად შენდა, ისრაჱლ, აწ, იხილე სახლი შენი, დავით, და
წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელსა მათსა, |
17 |
მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა
მეფობა რობოამს. |
17 |
კაცნი ისრაჱლისნი ნეშტნი ქალაქებსა იუდასა საყოფლად თჳსა
და მეფედ დაიდგინეს თავისა თჳსისა იერობოამ, ძე ნაბატისი. |
18 |
გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფთა უფროსი,
მაგრამ ქვებით ჩაქოლეს ისრაელიანებმა და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა
მეფე რობოამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა. |
18 |
და წარავლინნა რობოამ მეფემან ადონირამ, რომელი იყო
ხარკსა ზედა, და ქვა დაკრიბეს მას ძეთა ისრაჱლისათა და მოკუდა და რობოამ
მეფე მიიქცა და აღდგა ეტლთა თჳსთა და ივლტოდა იერუსალჱმდ. |
19 |
განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე. |
19 |
და შეურაცხ-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა სახლი დავითისი ვიდრე
აქა დღედმდე. |