1 |
მოვიდა რობოამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი -
ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა
დაებრუნებინათ რობოამისთვის.
|
1 |
და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეკრიბა ყოველი იუდა და ბენიამენი ასდაოთხმოცი
ათასი ჭაბუკი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა და ჰბრძოდა ისრაჱლსა მოქცევად მეფობისა
თჳსისა.
|
2 |
გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს: |
2 |
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეას მიმართ, კაცისა ღმრთისა,
ჰრქუა: |
3 |
ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ
ისრაელს და იუდასა და ბენიამინის მთელ სახლს: |
3 |
არქუ რობოამს, ძესა სოლომონისასა, ყოველსა იუდასა და
ბენიამენს. |
4 |
ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს
ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს
ამბავი. ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოამთან საომრად გასულნი უკან
გაბრუნდნენ. |
4 |
ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ და არცა ბრძოდეთ, და არცა
ძმათა თქუენთა თანამიიქეცინ კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, რამეთუ ჩემ მიერ
იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და მოიქცეს და არღარა აღვიდეს
ბრძოლად იერობოამისა. |
5 |
რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია
ქალაქები იუდაში. |
5 |
და დაემკჳდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები
ზღუდოანი ჰურიასტანს. |
6 |
მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი, |
6 |
და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა, |
7 |
ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი, |
7 |
და ბეთსური, და სოქოთი, და ოდოლამი, და გეთი, და
მარისანი, და ზიბი, |
8 |
გათი, მარეშა, ზიფი, |
8 |
|
9 |
ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა, |
9 |
და ადორაიმი, და ლაქისი, და აზეკა, |
10 |
ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა
და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა. |
10 |
და ასარა, და იოლონი, და ქებრონი, რომელი არს იუდასი და ბენიამინისი, ქალაქნი
ზღუდოვანნი. |
11 |
გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა
სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი. |
11 |
და განაძლიერნა იგინი ზღუდებითა, და დაადგინნა მუნ მთავარნი, და დადვა უნჯი
საზრდელთა, ზეთი, და ღჳნოჲ |
12 |
ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და
ბენიამინი. |
12 |
ქალაქად-ქალაქად, და ფარი და ლახვარი, და განაძლიერნა
იგინი მრავლად და ფრიად. და იყუნეს იგინი იუდასა და ბენიამენისა, |
13 |
მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაილში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან
შეუდგნენ მას.
|
13 |
და ლევიტელნი და მღდელნი, რომელნი იყუნეს ყოველსა შორის ისრაჱლსა, შეკრბეს
რობოამისა ყოველთაგან საზღვართა, რამეთუ დაუტევეს ლევიტელთა საყოფლები
სამკჳდრებელისა თჳსისა და მოუჴდეს იგინი იუდასა იერუსალჱმდ,
|
14 |
ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს,
სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და
მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას. |
14 |
რამეთუ გამოასხნა იგინი იორობოამ და ძეთა მისთა, რათა არა
ჰმსახურებდენ უფალსა. |
15 |
დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და
ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა. |
15 |
და დაადგინნა თავისა თჳსისა ქურუმნი მაღალთანი და
კერპთანი და ამაოთანი და ჴბოთანი, რომელ ქმნნა იორობუამ. |
16 |
მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა
უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ
უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის. |
16 |
და გამოასხნა იგინი ტომთაგან ისრაჱლისათა, რომელთა
მოსცნეს გულნი მათნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და მოვიდეს
იერუსალჱმდ შეწირვად მსხუერპლისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა. |
17 |
გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ
რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელს დადიოდა დავითისა და სოლომონის
გზით. |
17 |
და განაძლიერეს მეფობაჲ იუდასი და განძლიერდა რობოამ, ძე
სოლომონისა, სამ წელ, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა დავითისათა და სოლომონისათა
სამ წელ. |
18 |
რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის
ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული. |
18 |
და მოიყვანნა რობოამ თავისა თჳსისა ცოლად მოლათ, ასული
იერიამუთისი, ძისა დავითისი და აბიათა, ასული ელიაბისი, იესესისა. |
19 |
უშვა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი. |
19 |
და უშვნა მას ძენი: იაუთ და სამარია და ზოლამ. |
20 |
ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას:
აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი. |
20 |
და ამისა შემდგომად შეირთო მან მააქა, ასული აბესალომისი,
და უშვა მას: აბია, და იეთი, და ზიზა, და სალემოთ. |
21 |
რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა
რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა,
შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი. |
21 |
და შეიყუარა რობოამ მაქა, ასული აბესალომისი, უფროს
ყოველთა ცოლთა მისთა და ხარჭთა მისთა, რამეთუ ცოლნი ესხნეს ათურამეტ და
ხარჭნი სამეოც. და ესხნეს ძენი ოცდარვა და ასულები სამეოც. |
22 |
დააყენა უფროსად რობოამმა აბია, მაყაქას ვაჟი,
წინამძღოლად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა. |
22 |
და დაადგინნა რობოამ მთავრად აბია, ძე მააქაისი,
წინამძღურად ძმათა მისთა, რამეთუ მეფობა გულსა ედვა მისი. |
23 |
გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და
ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. უხვად
მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი. |
23 |
და აღორძინდა უმეტეს ყოველთა ძეთა მისთა ყოველთა შორის
საზღვართა იუდასთა, ბენიამენისათა და ქალაქთა ძლიერთა და დადვა მათ შინა
უნჯნი მრავალი ფრიად და ითხოვა მრავალი ცოლები. |