1 |
ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ
და ააშენა რამა, რათა შეეწყვიტა მისვლა-მოსვლა ასასთან, იუდას მეფესთან.
|
1 |
და ოცდაათხუთმეტსა წელსა მეფობისა ასასისასა აღმოვიდა ბაასა, მეფჱ ისრაჱლისა,
იუდასა ზედა და აშენა რამა, რათა არა სცეს განსავალი ასას, მეფესა იუდასასა.
|
2 |
გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სახლის საგანძურებიდან.
გაუგზავნა ბენჰადადს, არამის მეფეს, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა: |
2 |
და მოიღო ასა ოქრო და ვეცხლი საუნჯეთაგან სახლისა
უფლისათა და სახლისა სამეფოსა და მიუძღუანა ძესა ადერისასა, მეფესა
ასურეთისასა, რომელი იყო დამასკესა, და ჰრქუა: |
3 |
იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის
იყო. აჰა, გიგზავნი ვერცხლსა და ოქროს. წადი და გაწყვიტე კავშირი
ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება. |
3 |
აღვთქუ აღთქმა შორის შენსა და ჩემსა და შორის მამისა
ჩემისა და შორის მამისა შენისა; და აჰა, ეგერა, მიგიძღუანე შენ ოქრო და
ვეცხლი, მოვედ და განმაყენე მე ბაასა, მეფე ისრაჱლისა, რათა წარვიდეს იგი
ჩემგან. |
4 |
დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი
მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს
ყიონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი. |
4 |
და ისმინა ძემან ადერისამან მეფისა ასასი და მიავლინნა
მთავარნი ძლიერებისა მისისანი ქალაქებსა ისრაჱლისასა, და მოსრა აიონი და
აბელმაონი და ყოველი გარემო სოფლები ნეფთალიმისი. |
5 |
ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა
თავისი საქმე. |
5 |
და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა,
დაუტევა შენება რამასა და დააცადა საქმე იგი და წარვიდა. |
6 |
შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები
და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა. |
6 |
და ასა მეფემან მოავლინა ყოველი იუდა და წარიღეს ქვები
იგი რამასა და ძელი იგი, რომელი აშენა ბაასა და აღაშენა მით გაბაას და
მასფა. |
7 |
იმ დროს მივიდა მეფე ასასთან მისანი ხანანი და უთხრა:
არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო
გადაურჩა არამის ჯარი შენ ხელს. |
7 |
მას ჟამსა ოდენ მოვიდა ანანია წინაწარმეტყუელი ასას
მეფისა იუდასასა და ჰრქუა მათ: ამისთჳს, რამეთუ მოსავ ხარ შენ მეფისა
ასურეთისასა და არა ესავ შენ მეუფესა, ღმერთსა შენსა, ამისთჳს |
8 |
განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის
უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი,
ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში. |
8 |
ანუ არა ეთიოპელნი და ლჳბელნი იყუნეს ერითა მრავალ და
მოსავ მჴედრობასა დიდძალსა ფრიად? და რამეთუ ესევდ შენ უფალსა ღმერთსა
შენსა, და მოგცნა იგინი ჴელთა შენთა. |
9 |
რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი
დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა
ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან. |
9 |
რამეთუ თუალნი უფლისანი ხედვენ ყოველსა ქუეყანასა
განძლიერებად ყოვლითა გულითა სავსითა მისა მიმართ, და აწ უმეცარ იქმენ
ფრიად ამას ზედა, ამიერითგან იყოს ბრძოლა შენ ზედა. |
10 |
განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის
გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს. |
10 |
და განურისხნა ასა წინაწარმეტყუელსა მას და მისცა იგი საპყრობილედ, რამეთუ გული
განუწყრა ამის სიტყჳსათჳს და განაქარვა ასა სიტყუაჲ იგი ერსა შორის მას ჟამსა შინა. |
11 |
ასას პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია იუდასა და
ისრაელის მეფეთა წიგნში. |
11 |
და, აჰა, ესერა, სიტყუანი ასასნი, პირველნი და უკუანაისკნელნი, წერილ არიან წიგნთა
მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. |
12 |
თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი
სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს. |
12 |
დასნეულდა ასა ოცდამეცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა
ფერჴნი ელმოდეს, და დასნეულდა ფრიად, და სნეულებასა მისსა არა ეძიებდა
უფალსა, არამედ მკურნალთა. |
13 |
განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან; მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს. |
13 |
და დაიძინა ასა მამათა თჳსთა თანა და აღესრულა
ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა. |
14 |
დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის
ქალაქში. დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და
მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს
მას დიდზე დიდი კოცონი. |
14 |
და დაფლეს იგი საფლავსა მას, რომელი ქმნა თავისა თჳსისა
ქალაქსა დავითისსა. და მოიღეს იგი ცხედრითა და აღავსეს სულნელითა
თჳთოსახითა ნელსაცხებელითა მენელსაცხებლეთმგბოლველთასა და ყვეს განღება
დაფლვასა მისსა დიდ ფრიად. |