1 |
მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.
|
1 |
და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ და განძლიერდა იოსაფატ ისრაჱლსა ზედა.
|
2 |
ჩააყენა ჯარი იუდას ყველა ციხე-ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და
ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო. |
2 |
და მოსცა ძალი ყოველსა ქალაქებსა იუდასა ძნელოვანსა და
დაადგინნა ერისთავნი ქალაქთა იუდასთა და ქალაქთა ეფრემისათა, რომელნი-იგი
დაიპყრნა ასა, მამამან მისმან. |
3 |
უფალი იოშაფატთან იყო, რადგან დავითის, მამამისის,
პირვანდელი გზით დადიოდა და ბაალები არ უძებნია. |
3 |
და იყო უფალი იოსაფატისა თანა, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა
მამისა თჳსისათა პირველთა და არა ეძიებდა კერპთა. |
4 |
ეძებდა თავისი მამის ღმერთს და მის მცნებებს ასრულებდა,
და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად. |
4 |
არამედ უფალსა ღმერთსა მამისა თჳსისასა ეძიებდა, და
მცნებათა მამისთა თჳსისათა ვიდოდა, და არა იყუნენ ვითარ ისრაჱლისანი
საქმენი. |
5 |
გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს
აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა. |
5 |
და წარუმართა უფალმან მეფობა ჴელითა მისითა და მოართვა
ყოველმან იუდამან ძღუენი იოსაფატს და იყო სიმდიდრე მისი და დიდებაჲ ფრიად. |
6 |
გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და
აშერები იუდაში. |
6 |
და ამაღლდა გული მისი გზასა უფლისასა და აღ-ვეღა-იხუნა
მღდელნი იგი და სერტყნი ქუეყანით იუდასით. |
7 |
მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები:
ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას
ქალაქებში. |
7 |
და მესამესა წელსა მეფობისა მისისასა წარავლინნა მთავარნი
მისნი და ძენი ძლიერებისანი: აბდია, და ზაქარია, და ნათანაელ, მიქეა
სწავლად ქალაქთა იუდასთა, |
8 |
თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია,
ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობადონია - ლევიანები.
მათვე გააყოლა მღვდლები - ელიშამაყი და იორამი. |
8 |
და მათ თანა ლევიტელნი: სამეა, და სათანას, და ზაბდია, და
ასიელ, და სემირამოთ, და იონათან, და აბდონია, და ტობადონია, და ლევიტელნი
მათ თანა: ელისამა და იორამ მღდელნი. |
9 |
მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის
წიგნი. მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი. |
9 |
და ასწავებდეს იუდასა და მათ თანა წიგნი სჯულისა მის
უფლისაჲ და განვლეს ქალაქები იუდასი და ასწავებდეს ერსა მას. |
10 |
უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ
ებრძოდნენ იოშაფატს. |
10 |
და იყო განკჳრვება უფლისაჲ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, რომელნი იყუნეს გარემო
იუდასა, და არა ჰბრძოდეს იოსაფატს. |
11 |
ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მიჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც
მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი - შვიდიათასშვიდასი ცხვარი და შვიდიათასშვიდასი თხა.
|
11 |
და უცხოთესლნი მოართმიდეს იოსაფატს ძღუენსა და ვერცხლსა ნიჭსა; და არაბიელნი
მოგურიდეს ვერძსა ცხოვართასა შჳდ ათას შჳდასთა და ვაცსა შჳდ ათას შჳდასთა.
|
12 |
თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. ააშენა მან იუდაში სიმაგრეები და სამარაგო
ქალაქები. |
12 |
და ვიდოდა იოსაფატ და განდიდნებოდა სიმაღლედ, და აშენა საყოფლები იუდას შორის და
ქალაქნი ძლიერნი.
|
13 |
მრავალი საშრომელი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი მაგარი ვაჟკაცები
ჰყავდა იერუსალიმში. |
13 |
და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი ქუეყანასა იუდასსა, კაცნი
ძლიერნი და მბრძოლნი დაადგინნა იერუსალჱმს. |
14 |
აჰა, მათი მოვალეობანი მამისსახლთა მიხედვით. იუდას
ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა სამასიათასი მაგარი ვაჟკაცი. |
14 |
და ესე არს რიცხჳ მათი სახლად და სახლად ტომებისა მათისა,
ათასისთავნი იუდასნი, ედნა მთავარი და მის თანა ძენი ძლიერებისანი სამასი
ათასნი; |
15 |
მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას ორასოთხმოციათასი
ჰყავდა. |
15 |
და ამისა შემდგომად იონან მთავარი და მათ თანა
ორასოთხმოცი ათასი; |
16 |
მის მერე იყო ყამასია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი
უფალს, მასთან იყო ორასი ათასი მაგარი ვაჟკაცი. |
16 |
ამისა შემდგომად ამასია, ძე ზაქარიასი, რომელი
გულსმოდგინე იყო უფლისაჲ, და მის თანა ორასი ათასნი ძლიერნი ძალითა; |
17 |
ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან
ერთად ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული კაცი. |
17 |
და ბენიამენისგანნი ძლიერნი ძალითა ელიადა და მის თანა
მოისარნი და ლახვაროსანნი ორასი ათასნი. |
18 |
მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად ასოთხმოცი ათასი
შეიარაღებული მებრძოლი. |
18 |
და მისა შემდგომად იოზაბალ და მის თანა ასოთხმეოც ათასნი
ძლიერნი ბრძოლასა. |
19 |
აჰა, ისინი ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ
იუდას ყველა ციხე-ქალაქში რომ ჩააყენა. |
19 |
ესენი ჰმსახურებდეს მეფესა გარეშე მათსა, რომელნი
დაედგინნეს მეფესა ქალაქთა მათ მოძნელებულთა ყოველსა ზედა იუდასა. |