1 |
სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და
მცნებები. |
1 |
შეიყვარო შენ უფალი ღმერთი შენი და დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი და
სამართალნი მისნი და მშჯავრნი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
|
2 |
იცოდე ეს დღეს, რადგან არ ეცოდინებათ თქვენს შვილებს,
რომელთაც არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი სიდიადე, მისი
მაგარი ხელი და მოღერილი მკლავი, |
2 |
და გულისხმა-ჰყო დღეს, ვითარმედ არა თუ ყრმანი თქუენნი,
რომელთა არარაჲ უწყიან და არცა იხილეს სწავლაჲ იგი უფლისა ღმრთისა
თქუენისაჲ და საკჳრველებანი მისნი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი, |
3 |
მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ
ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მთელს მის ქვეყანას, |
3 |
სასწაულნი მისნი და საქმენი იგი მისნი, რომელ ყო უფალმან
ღმერთმან ეგჳპტეს ფარაო მეფისა ზედა და ყოველსა ქუეყანასა მისსა. |
4 |
რაც უყო ეგვიპტელთა ლაშქარს, მის მხედრებს და ეტლიონს,
რომლებსაც თავზე დაანთქა მეწამული ზღვის წყლები, როცა თქვენ გედევნებოდნენ,
და დაღუპული ჰყავს ისინი დღემდე უფალს, |
4 |
და რაჲ-იგი უყო ერსა მას მეგჳპტელთასა, ეტლებსა და
ჰუნებსა მათსა, ვითარ-იგი დაფარნა წყალმან ერთრისა მის ზღჳსამან წინაშე
მდევართა თქუენთა, რამეთუ წარწყმიდნა იგინი უფალმან მოდღენდელად დღედმდე. |
5 |
რასაც უდაბნოში გიკეთებდათ, ვიდრე ამ ადგილას მოხვიდოდით, |
5 |
და რავდენ-რაჲ იყო თქუენთჳს უდაბნოსა მას ვიდრე
მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას. |
6 |
რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის
შვილებს, როცა დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი
მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელს
ისრაელში. |
6 |
და რავდენ-რაჲ უყო დათანს და აბირონს, ძეთა მათ
ელიაბისთა, ძისა რუბენისთა, ვითარ-იგი აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და
დანთქნა იგინი და ყოველი სიმდიდრე ნაყოფისა მათისა და ყოველნი სახლნი მათნი
და საყოფელნი მათნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა. |
7 |
რადგან უხილავთ თქვენს თვალებს უფლის დიადი საქმეები, რაც
მოიმოქმედა მან. |
7 |
რამეთუ თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი
და საკვირველებანი მისნი, რომელ ყვნა თქუენ შორის მოდღენდელად დღედმდე. |
8 |
შეასრულეთ ყოველი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა
გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც
გადადიხართ გაღმა. |
8 |
ეკრძალენით დამარხვად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელ-ესე
მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა სცხონდეთ და გამრავლდეთ და შეხვიდეთ და
დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-ეგე წიაღხუალთ იორდანესა დამკვიდრებად
მუნ, |
9 |
რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა-პაპას
და მის შთამომავლობას, იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. |
9 |
რათა დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი
ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა და ნათესავისა მათისა
შემდგომად მათსა ქუეყანასა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი. |
10 |
რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად,
არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და
რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს. |
10 |
რამეთუ ქუეყანაჲ იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად, არა ეგრე არს, ვითარ-იგი
ქუეყანაჲ ეგჳპტელთაჲ, სადაჲთ-იგი თქუენ გამიხუედით, რამეთუ რაჟამს დასთესიან თესლი
და მორწყიან, ფერჴითა მათითა განქმნიან, ვითარ ყუერბი მტილისაჲ. |
11 |
ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთაგორიანი და
ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება,
|
11 |
ხოლო ქუეყანა იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკვიდრებად ქუეყანაჲ - მთაჲ და ბარი,
ცუარისაგან ზეცისაჲსა ირწყვის იგი.
|
12 |
ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი
ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის
ბოლომდე. |
12 |
რომელსა-იგი უფალი ღმერთი თვით ღუწილ და თუალნი უფლისა
ღმრთისანი მარადის მას ზედა არიან დასაბამითგან წელიწადისაჲთ და
მიაღსასრულადმდე წელიწადისა. |
13 |
და თუ შეიგონებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებთ,
რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა
და სულით, |
13 |
უკეთუ სმენით ისმინეთ ყოველნი ესე მცნებანი ჩემნი,
რომელთა-ესე დღეს გამცნებ თქვენ და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და
ჰმსახურებდით მათ ყოვლითავე გულითა თქუენითა და ყოვლითა ძალითა თქუენითა, |
14 |
დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და
შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს. |
14 |
მოგცეს უფალმან წვიმაჲ ქუეყანასა თქუენსა ჟამსა შინა
მისსა, მსთუაჲ და მცხეუედი. და შეიკრიბო შენ იფქლი შენი და ღვინოჲ შენი და
ზეთი შენი. |
15 |
გავაჩენ ბალახს შენს მინდვრებზე საქონელისთვის. ჭამე და
გაძეხი. |
15 |
და მოგცეს შენ თივაჲ ველთაგან შენთა საზრდელად საცხოვართა
შენთა, შჭამდეღა და განსძღებოდი. |
16 |
ფრთხილად იყავით, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ,
უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა. |
16 |
იგულე თავი შენი, ნუუკუე განსუქნე და განვრცნე და შესცთეს
გული შენი და ჰმსახურებდეთ და თაყუანი-სცემდეთ ღმერთთა უცხოთა. |
17 |
თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას, აღარ იქნება წვიმა, მიწა
მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ
თქვენ უფალი. |
17 |
და განრისხნეს უფალი გულისწყრომით თქუენ ზედა. და
დაეყენნეს ცანი და არა გამოსცეს წვიმაჲ და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი
თჳსი და წარწყმდეთ მსთუად ქუეყანისა მისგან კეთილთაჲსა, რომელ-იგი უფალმან
მოგცეს თქუენ. |
18 |
გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით
ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ. |
18 |
დაისხენით მცნებანი ესე ჩემნი გულთა თქუენთა და შევიბნეთ
იგი სასწაულად ჴელთა თქუნთა და იყვნენ იგინი შეურყეველად წინაშე თუალთა
თქუენთა. |
19 |
ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას
და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. |
19 |
და ასწავლნეთ ესე შვილთა მათ თქუენთა და იტყოდი ამას
ჯდომასა სახლსა შენსა, და სლვასა გზასა შენსა, და დაწოლას სარეცელსა შენსა
და აღდგომასა შენსა. |
20 |
წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს, |
20 |
და დასწერნე ესენი ზღურბლთა სახლსა შენისათა და ბჭეთა
თქუენთა ზედა. |
21 |
რათა იმდენ ხანს იცოცხლოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ამ
მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას, რამდენ
ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ. |
21 |
რათა განმრავლდენ დღენი თქუენნი და დღენი ნაშობთა მათ
თქუენთანი ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა
მიცემად მათა, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა. |
22 |
თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ,
გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე და მიეწებოთ მას, |
22 |
და იყოს, უკეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი ესე ჩემნი, რომელთა-ესე მე გამცნებ
თქუენ დღეს და ჰყოთ ესე და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ხვიდოდით ყოველთა
გზათა მისთა და შეეყვნეთ მას,
|
23 |
მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით
თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს. |
23 |
განასხნეს უფალმან ყოველნი წარმართნი პირისაგან თქუენისა
და დაიმკჳდრნე შენ ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი შენსა. |
24 |
ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი
იქნება - უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა
ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი. |
24 |
ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა
თქუენთაჲ, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან დიდით ვიდრე ლიბანედმდე, და მდინარით
დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუად დიდადმდე დასავალით კერძო იყავნ საზღვარი
თქუენი. |
25 |
ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით
უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის. |
25 |
არა ვინ გიჴდებოდის თქვენ და არცაღა მო-ვინ-გექცეს პირსა
თქუენსა, რამეთუ შიში და ზარი თქუენი მიჰფინოს უფალმან ღმერთმან თქუენმან
ყოველსა მას ქუეყანასა, რომელსაცა მიხვიდოდით თქუენ, ვითარცა გეტყოდა თქუენ
უფალი. |
26 |
უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას: |
26 |
აჰა, ესერა, მიგცემ თქუენ დღეს წყევასა და კურთხევასა. |
27 |
კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის
მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს, |
27 |
ამისთჳს თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი,
რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღესდღე |
28 |
შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის
მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო
ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ. |
28 |
დაწყევასა, არა თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა
თქუენისანი, რომელსა-ესე დღეს გამცნებ თქუენ და შესცთეთ გზისა მისგან,
რომელი გამცენ თქუენ და შეხვიდეთ და ჰმსახურებდეთ თქუენ ღმერთთა უცხოთა,
რომელ არა იცოდეთ. |
29 |
და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში,
რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და
შეჩვენება - ღებალის მთაზე |
29 |
და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან
ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკვიდრებად მუნ და მისცე კურთხევაჲ იგი
მთასა მას ზედა გარიზინსა და წყევაჲ იგი მთასა მას ზედა გებალსა. |
30 |
(აგერ, აქვეა ისინი, იორდანეს გაღმა, გზის ბოლოს,
დასავლეთით, ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალიის პირდაპირ, მამრეს
მუხებთან), |
30 |
ესე ორნივე წიაღ იორდანესა გზასა მას მზისდასავალით
კერძოსა, ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელი დამკვიდრებულ არს
მზიაღასავალით კერძოთა გალგალასა, მახლობელად მუხასა მას მაღალსა. |
31 |
რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ
ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი.
დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ. |
31 |
აწ თქუენ, ეგერა, წიაღხუალთ იორდანესა შესლვად და
დამკვიდრებად ქუეყანისა მის, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს
თქუენ და დაიმკვიდროთ იგი, და დაეშენეთ მუნ. |
32 |
ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს
ვიძლევი თქვენს წინაშე. |
32 |
და დაიმარხნეთ და ჰყოთ ყოველი ესე მცნებაჲ და სამართალი,
რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღეს. |