1 |
დამოძღვრეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერი და უთხრეს: დაიცავი ყოველი მცნება,
რასაც დღეს გიცხადებ.
|
1 |
და უბრძანა მოსე და ყოველმან მან კრებულმან მოხუცებულთა ერსა მას ისრაჱლისასა და
ჰრქუეს: დაიმარხენით ყოველნი ესე მცნებანი, რომელსა-ესე მე გამცნებ დღესდღე.
|
2 |
როცა გადახვალ იორდანეს გაღმა ქვეყანაში, რომელსაც უფალი,
შენი ღმერთი, მოგცემს, დაიდგი დიდი ქვები და კირით შელესე. |
2 |
და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა
მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა
ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი. |
3 |
დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე
გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი,
ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი
მამა-პაპის ღმერთს. |
3 |
და დასწერნე მას ზედა ყოველნი ესე სიტყუანი შჯულისანი,
რაჟამს წიაღჰხდე შენ იორდანესა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან
შენმან მოგცეს შენ, ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი,
ვითარ-იგი ეტყოდა უფალი ღმერთი მამათა მათ თქუენთა მოცემად თქუენდა. |
4 |
როცა გადახვალ იორდანეზე, დადგი ეს ქვები, როგორც დღეს
გიცხადებ, ღებალის მთაზე და კირით შელესე. |
4 |
და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა,
აღჰმართნე შენ ქვანი იგი, რომლისა-იგი მე გამცნებ თქუენ დღეს მთასა მას
ზედა გებალსა და აღჰმოკოდნე იგინი. |
5 |
აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის
სამსხვერპლო. რკინა არ შეახო მას. |
5 |
და უშენო მუნ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა,
საკურთხეველი გამოუკუერველთაგან ქვათა, რომელსა არა შეხებულ იყოს რკინაჲ. |
6 |
მთელ-მთელი ქვებისგან უნდა ააგო უფლის, შენი ღვთის
სამსხვერპლო და მასზე უნდა აღუვლინო უფალს, შენს ღმერთს, აღსავლენი
მსხვერპლი. |
6 |
მრგუალთაგან ქვათა უშენო შენ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა
შენსა. |
7 |
მიიტანე სამადლობელი მსხვერპლი და ჭამე იქ, გაიხარე
უფლის, შენი ღმერთის წინაშე. |
7 |
და შესწირო შენ მას ზედა მსხუერპლი შესაწირავი
მაცხოარებისაჲ უფალსა ღმერთსა შენსა და დაუკლნე მუნ საკლველნი ლხინებისანი,
შჭამდე და განსძღე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. |
8 |
დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და
მკაფიოდ. |
8 |
და დასწერო ლოდთა მათ ზედა ყოველი ესე შჯული
ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად. |
9 |
ასე ელაპარაკნენ მოსე და ლევიანი მღვდლები მთელს ისრაელს: გაიგონე და ისმინე,
ისრაელო! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი. |
9 |
სიტყუად იწყო მოსე და მღდელთა მათ ლევიტელთა ყოვლსა მის
ერისა და ჰრქუეს: დუმენ და ისმინე, ისრაჱლ, რამეთუ დღესდღე შეიქმენ შენ
ერად უფლისა ღმრთისა. |
10 |
ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა და შეასრულე მცნებები და
წესები, რომელთაც დღეს გიცხადებ. |
10 |
ისმინო თუ ჴმაჲ უფლისაჲ ღმრთისა შენისაჲ და ჰყვნე ყოველნი ესე მცნებანი და
სამართალნი მისნი, რომელ-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. |
11 |
ასე დამოძღვრა იმ დღეს მოსემ ერი: |
11 |
და ამცნო მოსე ყოველსა მას ერსა და ჰრქუა: |
12 |
ესენი იდგნენ ერის დასალოცავად გერიზიმის მთაზე, როცა
იორდანეს გაღმა გახვალთ: სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და
ბენიამინი. |
12 |
ესენი დადგეს მაკურთხევლად ყოვლისა მაგის ერისა მთასა მას
ზედა გარიზინსა, რაჟამს წიაღჰჴდე თქუენ იორდანესა მდინარესა: სჳმეონ, ლევი,
იუდა, იზაქარ, იოსებ და ბენიამენ. |
13 |
ესენი იდგნენ დასაწყევლად გერიზიმის მთაზე: რეუბენი,
გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი. |
13 |
და ესენი დადგენ წყევად მათსა მას ზედა გებალსა: რუბენ,
გად, ასერ, ზაბულონ, დან და ლეფთალიმ. |
14 |
გამოაცხადებენ და ეტყვიან ლევიანები თითოეულ ისრაელიანს მაღალი ხმით:
|
14 |
და ეტყოდიან ლევიტელნი იგი ყოველსა მას ერსა ისრაჱლისასა ჴმითა დიდითა და
ჰრქუან:
|
15 |
წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ
კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად
დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ! |
15 |
წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თჳსისა
კერპნი გამოქანდაკებულნი და გამოჭედილნი ქმნილნი ჴელთა ჴელოვნისათა და
დადგნეს იგინი დაფარულად, რამეთუ ბილწ არს უფლისა ღმრთისა. და ჰრქუან
ყოველმან ერმან: იყავნ! |
16 |
წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი:
ამინ! |
16 |
წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამა თჳსი, გინა თუ
დედაჲ. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
17 |
წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ! |
17 |
წყეულ იყავნ, რომელმან დრიკოს სასჯელი მწირისაჲ, ობლისა
და ქურივისა, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
18 |
წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი
ერი: ამინ! |
18 |
წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღვარნი მოყუსისა
თჳსისანი. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
19 |
წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის
გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! |
19 |
წყეულ იყავნ რომელმან აცთუნოს ბრმაჲ გზასა. და ჰრქუას
ყოველმან ერმან: იყავნ! |
20 |
წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა
გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ! |
20 |
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თანა, რამეთუ
განაცხადა საიდუმლოჲ იგი მამისა თჳსისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
21 |
წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი:
ამინ! |
21 |
წყეულ იყავნ, რომელი შეიბილწოს ყოვლისა საცხოვრისა თანა.
და თქუას ყოველმან ერმან: იყაჱნ! |
22 |
წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან
ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! |
22 |
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს დისა თანა მამითისა, გინა თუ
დედითისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
23 |
წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი:
ამინ! |
23 |
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს სიდედრისა თანა. და თქუას
ყოველმან ერმან: იყავნ! წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამისა დისა თანა, გინა
თუ დედის დისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
24 |
წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის
მთელი ერი: ამინ! |
24 |
წყეულ იყავნ, რომელმან გუემოს მოყუასი თჳსი ზაკვით. და
თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
25 |
წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო
სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ! |
25 |
წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა
მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
26 |
წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ
შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ! |
26 |
წყეულ იყავნ ყოველი კაცი რომელი არა დაადგრეს ყოველთა
ამათ სიტყუათა შჯულისათა ყოფად მისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |